ძილს ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამის ხარისხიანად გაკეთება ყოველთვის მარტივი როდია.
ძილის დარღვევამ შეიძლება არაერთი სისტემა დააზიანოს, ნერვული იქნება ეს, იმუნური, გულ-სისხლძარღვთა თუ ენდოკრინული; ხშირად ქვეითდება მეხსიერება და შრომისუნარიანობაც.
როცა გარეგანი ანდა შინაგანი ფაქტორები ხარისხიანად ძილის საშუალებას არ გვაძლევს, გვიწევს, ორგანიზმს მისი წინაპირობა ხელოვნურად შევუქმნათ. ამისათვის დანამატის სახით ჰორმონი მელატონინი გამოიყენება, რომელსაც „ძილის ჰორმონსაც“ უწოდებენ.
ეს ჰორმონი ძილის ერთგვარი სიგნალია, რომელსაც სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს. მაგალითად, სიბნელეში ტვინი მეტ მელატონინს წარმოქმნის, ეს კი ჩაძინებას ამარტივებს. დილით, სინათლეში, მელატონინის დონეები ეცემა, რაც გამოფხიზლებაში გვეხმარება.
მელატონინის მიღება შეიძლება მაშინ დაგვჭირდეს, როცა ჩაძინება გვიჭირს ანდა მოგზაურობისას ჩვენი ძილ-ღვიძილის ციკლი სასაათო სარტყლებთან შეუსაბამო აღმოჩნდება ხოლმე.
გარდა ძილის დარღვევებისა, ეს ჰორმონი სხვა პრობლემების საპასუხოდაც გამოიყენება, რომელთა შორისაა: ვეგეტონევროზი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი. მელატონინს მიმართავენ მაშინაც, როცა ბიოლოგიური რიტმის მოწესრიგება სურთ.
როგორც დანამატი, ეს ჰორმონი სხვადასხვა ფორმით შეგვიძლია მივიღოთ — ძილის წამალი მელატონინი ტაბლეტების, სპრეისა და წვეთების ფორმით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, თითოეულ საშუალებას განსხვავებული დამხმარე ნივთიერებები ერიოს.
მელატონინი ფასის კუთხითაც სხვადასხვაგვარია. ეს დამოკიდებულია როგორც პროდუქტის რაგვარობაზე, ისე სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზე.
ამ შემთხვევაში სოლგარის ბრენდის მელატონინი განვიხილოთ, კერძოდ, ტაბლეტები, რომლებშიც მელატონინი 5 მგ-ის რაოდენობით გვხვდება (სოლგარი მელატონინი 5მგ).
მელატონინი — ანოტაცია და საჭირო დეტალები
მოდი, დეტალურად განვიხილოთ, რისგან შედგება სოლგარის მელატონინი და როგორ მოქმედებს. გავიგოთ ისიც, როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი და ვისთვის არაა ის მიზანშეწონილი.
შემადგენლობა
ამ პროდუქტის თითო ტაბლეტში (შეფუთვაში სულ 60 ტაბლეტია) 5 მგ მელატონინი გვხვდება, როგორც მოქმედი ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებებია: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი და მცენარეული სტეარინის მჟავა.
ტაბლეტები არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებსა და კონსერვანტებს.
ცნობისთვის, არსებობს იმავე ბრენდის ისეთი ტაბლეტებიც, რომლებიც ძილის ჰორმონს 10 მგ-ის რაოდენობით შეიცავს (სოლგარი მელატონინი 10მგ). „მელატონინი 10მგ“ ფასით განსხვავდება 5-მილიგრამიანი ტაბლეტებისგან; მისი საძილე მოქმედებაც უფრო ძლიერია.
მელატონინი სპრეის, ასევე წვეთების სახითაც არსებობს. მათი შედგენილობისა და გამოყენების დეტალები PSP-ს ვებსაიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ.
როგორ გვაძინებს მელატონინი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ჰორმონი მელატონინი ანიშნებს ტვინს, რომ ძილის დროა. ის ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზური ანალოგია, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
- არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რიტმს და ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს;
- აწესრიგებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობისა და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს;
- ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას: გვეხმარება სწრაფად ჩაძინებაში და
აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამით გამოღვიძების სიხშირეს; - აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით, გაღვიძების შემდეგ;
- ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობასა და სტრესულ რეაქციებს;
- მისი დამსახურებით სიზმრები უფრო მკაფიო და ემოციებით მდიდარი ხდება;
- ორგანიზმს ეხმარება, რომ საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებთან მარტივად ადაპტირდეს;
- აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის გამოყოფას;
- ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები.
ამ სასარგებლო თვისებების პარალელურად, მელატონინის დანამატი გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობასა და ტეხის შეგრძნებას; ის ასევე არ იწვევს შეჩვევასა და დამოკიდებულებას. მას არც რაიმე გვერდითი ეფექტი არ აქვს. მელატონინი არ ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ვისთვის არ შეიძლება და როგორ მივიღოთ მელატონინის ტაბლეტები?
დღეში 1 ტაბლეტი უნდა მივიღოთ პერორალურად, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 2 თვეა, შუალედში კი 1-კვირიანი შესვენებაა საჭირო.
თუკი მელატონინს სასაათო სარტყლის ცვლის გამო მივმართავთ, ის ფრენამდე 1 დღით ადრე უნდა მივიღოთ, ხოლო შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტია საჭირო დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.
საგულისხმოა, რომ მელატონინის მიღება არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მისი გამოყენება მიზანშეწონილი არაა არც 18 წლამდე პირებისთვის. მძღოლებისთვის მისი მოხმარება საფრთხილოა. მელატონინის მიღებისას დაუშვებელია ალკოჰოლი.
პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account