
ორსულობის კალენდარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ორსულობის პროცესის და მისი ეტაპების დეტალურად გასაცნობად. იგი ძალზე პრაქტიკულია, როგორც მომავალი დედებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
სწორედ, ორსულობის კალენდრის დახმარებითაა შესაძლებელი ქალის სხეულისა და ნაყოფზე მიმდინარე პროცესების დროში ცვლილებების პროგნოზირება.
ბლოგში ფართოდ წარმოვაჩენთ, თუ რა არის ორსულობის კალენდარი და რას მოიცავს იგი.
რა ეტაპებისგან შედგება ორსულობის კალენდარი?
ყველა ეტაპი, რომელსაც ბავშვი გადის ჩასახვის მომენტიდან პირველ ჩასუნთქვამდე, დეტალურადაა აღწერილი ორსულობის კალენდარში. როგორც წესი, ორსულობის პერიოდის ეტაპები იყოფა 40 კვირად ( 9 თვედ) და მოიცავს სამ ტრიმესტრს:
- პირველი ტრიმესტრი – 1-13 კვირა;
- მეორე ტრიმესტრი – 14-26 კვირა;
- მესამე ტრიმესტრი – 27- 40 კვირა.
კალენდრის დახმარებით შესაძლებელია განისაზღვროს ნაყოფის განვითარებისა და ზრდის პროცესი. გაიგოთ ნაყოფის ძირითადი ორგანოების ფორმირების სტადია, მაგალითად თავის ტვინის, კიდურების ჩამოყალიბება და ასე შემდეგ.
ორსულობის პერიოდში ქალები როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ცვლილებებს განიცდიან , რაც სხეულში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებისგან არის განპირობებული.
ჩვეულებრივ, ორსულობის კალენდარი ეხმარება ქალებს გარკვეული საჭიროებების დადგენაში, უპირველეს ყოვლისა ორსულობის კალენდარი საშუალებას აძლევს ქალებს გაიგონ, თუ რას უნდა ელოდონ ორსულობის თითოეულ ეტაპზე. იგი ეხმარებათ მათ გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა და ნაყოფის განვითარების პროცესი.
ამის გარდა, კალენდრის დახმარებით ექიმს, უკეთ შეუძლია განსაზღვროს თარიღები და საჭირო სამედიცინო ჩარევები. აქვე, გიზიარებთ ორსულობის ვადის გამომთვლელ კალკულატორს.
ორსულობის კალენდარი კვირების და ტრიმესტრების მიხედვით
1 ტრიმესტრი
კვირა |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
10 |
11 |
12 |
13 |
2 ტრიმესტრი
კვირა |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
20 |
21 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
23 |
24 |
25 |
26 |
3 ტრიმესტრი
კვირა |
27 |
28 |
29 |
30 |
31 |
32 |
33 |
34 |
35 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
36 |
37 |
38 |
39 |
40 |
ქვემოთ, დეტალურად გამოვყოთ დედის სხეულში მიმდინარე ცვლილებები და ნაყოფის განვითარება ტრიმესტრებისა და კვირების მიხედვით :
პირველი ტრიმესტრი — რა ხდება 1- 13 კვირაში?
გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ქალი ინდივიდუალურია, ფეხმძიმობის კონკრეტული დღის ათვლა ძალიან რთულია, ვინაიდან ქალის ფეხმძიმობის ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება.
ფეხმძიმობის პირველ კვირას ფოლიკულში კვერცხუჯრედის განვითარება იწყება, რომელიც მენსტრუაციის მე-12-მე-14 დღეს სრულდება.
მეორე კვირის ბოლოს ხდება ოვულაცია – კვერცხუჯრედი თავისუფლდება ფოლიკულიდან და 2-დან 24 საათამდე იგი მზადაა სპერმატოზოიდთან შესახვედრად. სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმის შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) ფორმირება.
მეოთხე კვირის ბოლოსთვის ყალიბდება პლაცენტა, ანუ ნაყოფის გარშემო არსებული სითხე და ჭიპლარი, რომელიც მთავარი დამაკავშირებელი ძაფია დედასა და ნაყოფს შორის.
ფეხმძიმობის მეხუთე კვირა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია ნაყოფის ჩამოყალიბებისათვის. ვითარდება მისი სასუნთქი და სისხლძარღვოვანი სისტემა. სწორედ, ამ პერიოდში ბავშვის გული პირველ დარტყმას განახორციელებს.
ფეხმძიმობის მეექვსე კვირა – ქალის ორგანიზმში აქტიურად გამოყოფილი ჰორმონი პროგესტერონი იცავს დედის იმუნურ სისტემას და ნაყოფს ვირუსებისა და ინფექციებისგან. თუმცა, იგი კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე ახდენს უარყოფით გავლენას, ამგვარად იწყება ტოქსიკოზი.
ორსულობის მეშვიდე კვირაში შეინიშნება განწყობის მკვეთრი ცვლილება, ზოგჯერ მოთენთილობა, რაც დედას ხელს უშლის ნაყოფიერად მუშაობაში. ყურადღება უნდა მიაქციოთ გამონადენს, ჩვეულებრივ, ის მოყვითალო ფერის უნდა იყოს, მკვეთრი სუნით. თუ გამონადენს სისხლიანი ელფერი დაკრავს, სწრაფად მიმართეთ ექიმს.
მერვე კვირაში საშვილოსნო განაგრძობს ზრდას, ის დაახლოებით გრეიპფრუტის ზომისაა. ჰორმონები ისევ აქტიურობენ. ამდენად მშვიდი ფეხმძიმობით ჯერ ვერ დაიტრაბახებთ. ისევ აქტუალური იქნება განწყობის მკვეთრი ცვლილება, ცრემლების ვერ შეკავება. ასევე, ტოქსიკოზი ისევე ინტენსიურად ვლინდება, როგორც ადრე.
რა ხდება ფეხმძიმობის 9 –13 კვირაში?
ფეხმძიმობის მეცხრე კვირა გარშემო მყოფთათვის ჯერ შეუმჩნეველია, თუმცა იგი შესამჩნევია თავად ორსულისთვის.
ფეხმძიმობის მეათე კვირას სრულდება ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი – ორგანოების ჩამოყალიბება.
მეთერთმეტე კვირას შეიძლება ორსულს ტოქსიკოზი ისევ ჰქონდეს, თუმცა მე-14 კვირამდე სიტუაცია დასტაბილურდება და ტოქსიკოზის უსიამოვნო შეგრძნებები გაგივლის.
მეთორმეტე კვირაში შეიძლება მოიმატოს სისუსტემ , გულისრევის შეგრძნებამ და ძილიანობამ. თუმცა, სულ უფრო მეტად გაუმჯობესდება მადა.
მეცამეტე კვირაში ნაყოფის ზომა იმატებს, დიდდება და შინაგან ორგანოებს აწვება. განსაკუთრებით,ეს შეიძლება სადილობის შემდეგ იგრძნოთ. შეიძლება ქოშინი გაგიჩნდეთ. ვარჯიშის ან მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის დროს მუცლის ქვედა მხარეს სპაზმს ან თითქოს გაქვავებას იგრძნოთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან მსგავსი ორსულობის სიმპტომები საშვილოსნოს ტონუსზე მიუთითებს.
როგორ მიმდინარეობს მეორე ტრიმესტრი? — 14-26 კვირა
მეორე ტრიმესტრის მეთოთხმეტე კვირას ჰორმონალური ფონი სტაბილურდება და განწყობის ცვალებადობა იკლებს. ჩვეულებრივ, ამ დროს მომავალი დედა მეტად მგრძნობიარეა და მხოლოდ ნაყოფზეა ორიენტირებული.
მეთხუთმეტე კვირაში შეიმჩნევა საშვილოსნოს ზომაში ზრდა და იგი უკვე მოზრდილი ნესვის ხელაა. 15 - ე კვირიდან თითქმის ყოველი მეორე მშობიარე მეხსიერების გაფუჭებას უჩივის, რაც ძირითადად სამუშაოსა და მათ ვალდებულებებს ეხება.
მეთექვსმეტე კვირაში ბავშვი ინტენსიურად იწყებს წონაში მატებას და მასთან ერთად იზრდება საშვილოსნოც, შესაბამისად მუცელიც. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში ორსულებს აწუხებთ, მსუბუქი დაღლილობაა.
მეჩვიდმეტე კვირას მუცელი უფრო ზევით იზრდება, ვიდრე გვერდებში. ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტი და ტკივილიც კი გამოიწვიოს. თუ ტკივილი იმატებს და სისხლდენაც თან ახლავს, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
მეთვრამეტე კვირას უკვე საშვილოსნო აწეულია ჭიპის დონეზე. თუ მკვრივი აღნაგობა გაქვთ, ბავშვის განძრევა შეიძლება მეოცე კვირამდე არ იგრძნობოდეს. თუ ბავშვის მოძრაობა იგრძნობა, საშუალოდ, საათში ოთხიდან რვა დარტყმა უნდა იყოს. თუ დარტყმა უფრო მეტ ხანს გრძელდება შეატყობინეთ ექიმს. შეიძლება პატარას ჟანგბადი არ ჰყოფნის და აქტიური ქმედებით სისხლის მიმოქცევის აჩქარებას ცდილობს.
მეცხრამეტე კვირიდან კი მომავალი დედა უკვე აქტიურად გრძნობს ბავშვის მოძრაობას.
მეოცე კვირაში მომავალ დედას ძუძუსთავებიდან ნახევრად გამჭვირვალე სითხე გამოსდით, რადგან მკერდი ძუძუთი კვებისთვის ემზადება. ამ პერიოდიდან დაწყებული საშვილოსნო ყოველ კვირაში 1 სმ-ით იზრდება.
ოცდამეერთე კვირაში დედისათვის შედარებით მშვიდი პერიოდია. ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით ორსულის თმა, ფრჩხილები და კანი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს.
როგორც წესი, ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირაში ორგანიზმში სისხლის რაოდენობა იმატებს. ამის გამო სისხლი თხელდება, რასაც ანალიზიც აჩვენებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში ჰემოგლობინის დონემ შეიძლება დაიწიოს, რაც შესაძლოა ფეხმძიმეში ფიზიოლოგიური ანემიის მიზეზი გახდეს.
ოცდამესამე კვირაში ფეხმძიმეს გემოვნური მიდრეკილებები სწრაფად ეცვლება. შეიძლება შეგიყვარდეთ იმის მიღება რაც გეზიზღებოდათ, და პირიქით. მაგალითად, შეიძლება შეგზიზღდეთ რძე. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენს პატარას კალციუმი სჭირდება და თუ რძის მიღებაზე უარს ამბობთ, მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო და ყველი მიირთვით.
ოცდამეოთხე კვირაში მუცელი უკვე დღითი დღე იზრდება და ხერხემალს აწვება. ამ დროს, სასურველია ორსული თავს გაუფრთხილდეს და წელსა და ზურგზე დაწოლაც შეამციროს. საშვილოსნოს დაწოლამ შინაგან ორგანოებზე შეიძლება ქოშინი გამოიწვიოს ფიზიკური დატვირთვის დროს.
ოცდამეხუთე კვირაში საშვილოსნო ფრენბურთის ბურთის ზომისაა. კარგად ისმის პატარას გულისცემა. შემოწმებისას ექიმი გულისცემით დაადგენს პატარას მდგომარეობას საშვილოსნოში.
ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე კვირაში ორსულ ქალბატონს უკვე 9 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. თუ მეტი გაქვთ, უმჯობესია შეამციროთ დოზა, მიირთვით მცირე, სასარგებლო საკვები და ხშირად. ამ დროს საშვილოსნო თითქმის ნეკნებამდე არის აწეული და აწვება შინაგან ორგანოებს, რაც დისკომფორტს და ტკივილს იწვევს. ამიტომაც, შეიძლება გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ყაბზობა, შარდვის სურვილი მეტად გახშირდეს.
თუ შემოწმებისას აღმოჩნდა , რომ თქვენი პატარა თავით დაბლა არ შეტრიალებულა, ნუ ინერვიულებთ, პოზის შესაცვლელად ჯერ დრო საკმარისად აქვს. შეიძლება ექიმმა დანიშნოს ვარჯიშის სპეციალური კომპლექსი, რომელიც პატარას სწორი მიმართულების მიცემაში დაეხმარება.
ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრი — 27– 40 კვირა
ოცდამერვე კვირას საშვილოსნო ჭიპიდან 8 სმ-ზე მაღლაა აწეული. რაც უფრო ახლოვდება მშობიარობა, მით ურთულდებათ მუშაობა თირკმლებსა და ღვიძლს.ნუ გაგიკვირდებათ, თუ ექიმი გირჩევთ, რომ შეამციროთ სითხის რაოდენობა.
ოცდამეცხრე კვირას გაზრდილი საშვილოსნო შინაგან ორგანოებს აწვება, ამის გამო ორსულს შეიძლება ჰქონდეს მცირე დისკომფორტი, დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება და უძილობა. თუ უძილობა ხუთ ღამეზე მეტხანს გასტანს, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს.
ოცდამეათე კვირაში მუცელი ზომაში იზრდება. ამ პერიოდში ზურგის ტკივილი, როგორც წესი, მომავალი დედების 50 %-ს აწუხებს. ეცადეთ, დიდხანს არ იდგეთ ფეხზე, მაგრამ, თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, შეარჩიეთ მაქსიმალურად მოსახერხებელი პოზა.
ოცდამეთერთმეტე კვირაში თქვენი ორგანიზმი ხვდება, რომ მშობიარობა ახლოვდება და თავისებურად ემზადება მისთვის. ამ პერიოდში გამოიყოფა ნივთიერება – რელაქსინი, რომელიც გეხმარებათ მენჯის შეერთების გაფართოებაში, მისი შემაერთებელი ქსოვილი პლასტიკური ხდება და ადვილად იწევა.
ოცდამეთორმეტე კვირაში საშვილოსნო ისევ ზევით ადის, რის გამოც შიდა ორგანოებს ავიწროებს. ამის გამო ხშირია ორსულს გამოუვლინდეს ყაბზობა, გულძმარვა და შეშუპება.
ოცდამეცამეტე კვირაში მომავალი დედის ორგანიზმი ლაქტაციისთვის ემზადება, რძე იწყებს მკერდში დაგროვებას, რაშიც ლაცენტური ჰორმონები გეხმარებათ. ამ პერიოდში მომატებულია გულძმარვა, აგრეთვე, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
ოცდამეთოთხმეტე კვირა – ამ პერიოდში მომავალი დედის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები აჩქარებულია. ამიტომ, ექიმმა შეიძლება რაციონის გაზრდა გირჩიოთ. ამ დროს თითქმის 11 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. ასევე, მაქსიმალურად მომატებულია ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობა, იგი თითქმის 1 ლიტრია. ის ნელ-ნელა დაიკლებს, რათა პატარას მუცელში მეტი ადგილი გამოუჩნდეს.
ოცდამეთხუთმეტე კვირაში საშვილოსნო იმდენად გადიდებულია, რომ აწვება ფილტვებს, კუჭს და სხვა ორგანოებს. კვირის ბოლოდან ბავშვი დაბლა დაიწყებს დაწევას. იმის გამო, რომ პატარა აქტიურად იზრდება, მას მეტი კალციუმი სჭირდება. ამიტომ, საჭიროა გაამდიდროთ რაციონი რძის პროდუქტებით: ყველი, იოგურტი, მაწონი, კეფირი, ხაჭო და ასე შემდეგ.
ოცდამეთექვსმეტე კვირაში ბავშვი პოზას იცვლის და მუცელიც დაბლა იწყებს დაწევას. ეს კი სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას იწვევს. ეცადეთ, ნელა იაროთ, მკვეთრად ნუ წამოდგებით.
ფეხმძიმობის ოცდამეჩვიდმეტე კვირას პატარა საშუალოდ 2900-3000 გრამს იწონის და სიგრძეში 49-50 სმ-მდეა. ბავშვის განძრევა უკვე საგრძნობ ტკივილს იწვევს მუცელში. ამ პერიოდში პატარას ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლის ჰორმონი, რომელიც დაეხმარება პატარას ფილტვების გახსნასა და დაბადებისას პირველ ჩასუნთქვაში.
ოცდამეთვრამეტე კვირა – ამ კვირაში ხშირად შეგაწუხებთ ცრუ სამშობიარო შეტევები. თუ ცრუსა და ნამდვილის გარჩევა არ შეგიძლიათ , შეტევის დროს ოთახში გაიარე-გამოიარეთ, თუ გაჩერდა,ესე იგი ცრუ ყოფილა, თუ არ გაჩერდა სამშობიაროში მიდით.
როგორია ორსულობის ბოლო კვირები?
უკვე ოცდამეცხრამეტე კვირაში ორსულს ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს მშობიარობა ყოველ დღეს შეიძლება დაეწყოთ. მართლაც, ამისთვის ისინი ყოველწუთიერად უნდა იყვნენ მზად. ამ კვირაში მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ჰორმონებია.
ამ დროს, სულ უფრო მეტად იკლებს ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობა, პლაცენტა ნელ - ნელა თხელდება. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ პატარას საფრთხე არ ემუქრება, უმჯობესია გაიკეთოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ორსულობის მე-40 კვირიდან, ნებისმიერ დღეს შეიძლება მშობიარობა დაგეწყოთ, ნაყოფი თითქმის 3500 გრამი და 51 სმ-მდე უნდა იყოს. როგორც წესი, ეს მაჩვენებლები არის დაახლოებითი და ბავშვი შეიძლება იყოს ან უფრო დიდი ან უფრო პატარა.
თუმცა, თუ მეორმოცე კვირაში თქვენი პატარა ჯერ არ დაბადებულა,პანიკაში ნუ ჩავარდებით. აკონტროლეთ ბავშვის განძრევები. ამ დროს პლაცენტა გათხელებულია და პატარას ვეღარ უზრუნველყოფს მისთვის აუცილებელი ფუნქციებით.
ექიმი მშობიარეს ყოველდღიურად უმოწმებს საშვილოსნოს ყელს. ამით ის დაადგენს მშობიარობისთვის მზადყოფნას. იმ შემთხვევაში თუ საშვილოსნოს ყელი საკმარისად მორბილებული არ არის , პრეპარატების დახმარებით დააჩქარებს ამ პროცესს. ხოლო თუ მშობიარობის მექანიზმი არ ამოქმედდა, ბავშვი ქირურგიულ ჩარევით მოევლინება ქვეყანას, ვინაიდან პატარისთვის მუცელში გაჩერება უკვე სახიფათოცა იქნება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account