
თუკი ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის შეტევა, მიუხედავად იმისა, რომ იღებდით პრეპარატების გულის უკმარისობის ფონზე, ან მკურნალობის მიუხედავად გაქვთ სიმპტომები — შესაძლოა, ნონპრესი იყოს მედიკამენტი, რომელსაც ექიმი ჩართავს მკურნალობის პროცესში.
ნონპრესი გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის გამოიყენება. ის ექიმის რეცეპტის გარეშე არ გაიცემა მომხმარებელზე.
ნონპრესი ალდოსტერონების ბლოკატორი პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება. თავად ალდოსტერონები კი ჰორმონებია, რომლებიც ქოლესტერინისგან სინთეზირდება და მისმა მაღალმა დონემ, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ მის სინთეზს აკონტროლებს და საჭიროებისამებრ აჩერებს ნონპრესი.
ნონპრესის დოზები და მიღების წესები
მედიკამენტი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიცაა წარმოდგენილი და მისი ღირებულება, ყველა სხვა პროდუქტის მსგავსად, ცვალებადია და მრავალ გარემოებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.
პრეპარატი შემოგარსული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი — ნონპრესი 25 მგ-იანიცაა და 50მგ-იანიც. მიიღება წყლის დახმარებით პერორალურად, ანუ გადაყლაპვით. შეიძლება დაგენიშნოთ როგორ საკვების მიღების შემდეგ, ისე უზმოზე.
ნონპრესის მიღებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, წამლის დალევა არ დაიწყოთ თვითნებურად და მიმართეთ მკურნალ ექიმს, რათა განისაზღვროს მისი საჭიროება.
ნონპრესი არ უნდა მიიღოთ, თუკი
- ხართ ალერგიული პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ;
- იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული მდგომარეობების ან ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (ე.წ. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის (აგე) ინჰიბიტორს და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ერთად);
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე დაავადებები;
- იღებთ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი);
- მოიხმართ ანტივირუსულ პრეპარატებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალოდ (ნელფინავირი ან რიტონავირი);
- კალიუმის მაღალი დონე გაქვთ სისხლში (ჰიპერკალემია);
- ხართ იმ ჯგუფის პრეპარატების მომხმარებელი, რომლებიც გეხმარებიან სხეულის სითხეების ჭარბად გამოყოფაში (კალიუმის აღმდგენი დიურეტიკები) ან “მარილის ტაბლეტებს” (კალიუმის დანამატებს);
- იღებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (კლარიტრომიცინი ან ტელიტრომიცინი);
- მკურნალობთ დეპრესიას ნეფაზოდონით.
ასევე, მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, იღებთ ნონპრესი 25-ს თუ ნონპრესი 50-ს, გაესაუბრეთ ექიმს შემდეგი გარემოებების შესახებაც:
- თუკი იღებთ ლითიუმს (როგორც წესი, გამოიყენება ე.წ. ბიპოლარული აშლილობის წინააღმდეგ);
- თუ მოიხმართ ტაკროლიმუსს ან ციკლოსპორინს (კანის გარკვეული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში).
რა გვერდით მოვლენებს უნდა ელოდოთ ნონპრესის მიღებისას? (H2)
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, ნონპრესის მოხმარებასაც შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები. ანოტაციის თანახმად, ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:
- ზოგადი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში):
- გულის შეტევა,
- სისხლში კალიუმის დონის მატება (რომლის სიმპტომებია: კუნთის სპაზმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი),
- თავბრუსხვევა,
- გადაღლილობა,
- ინფექცია,
- ხველა,
- ყაბზობა,
- ჰიპოტენზია,
- ალერგიული რეაქცია/ქავილი,
- სისხლში შარდოვანას დონის მატება.
- იშვიათი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 შემთხვევაში):
- ეოზინოფილია,
- დეჰიდრატაცია,
- ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდის მომატება სისხლში,
- ჰიპონატრიემია,
- უძილობა,
- თავის ტკივილი,
- გულის რითმის დარღვევა,
- ქოლეცისტიტი,
- თრომბოზი,
- ყელის ტკივილი,
- მეტეორიზმი,
- ღებინება,
- სისხლში გლუკოზის დონის მატება,
- ოფლიანობა,
- ზურგის ტკივილი,
- ფეხების სპაზმი,
- სისუსტე,
- სისხლში კრეატინინის დონის მატება.
ვინ არ უნდა მიიღოს ნონპრესი?
პრეპარატის გავლენა ნაყოფზე შესწავლილი არ არის, სწორედ ამიტომ, ორსულებისთვის არც მისი მიღების რეკომენდაციას გასცემენ. ასევე, უცნობია, ხვდება თუ არა ნონპრესის ინგრედიენტები დედის რძეში და რა გავლენა აქვს ახალშობილზე. შესაბამისად, პრეპარატის მიღების, ან მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა და არავითარ შემთხვევაში — თვითნებურად პაციენტმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ნონპრესი შეიცავს ლაქტოზას, მისი მიღება ეკრძალებათ ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებს. თუკი თვლით, რომ ნონპრესის მიღების საჭიროება გიდგათ, კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ ექიმთან.
ასევე, ნონპრესის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა — ამიტომაც რეკომენდებულია, რომ პაციენტმა ასეთ დროს არ მართოს ავტომობილი და არ იმუშავოს სხვა მექანიზმებთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account