
მირამისტინი ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებების ჯგუფში შემავალი პრეპარატია, რომელიც ხსნარისა და მალამოს ფორმით არის წარმოდგენილი.
ხსნარი სპრეის ფლაკონშია მოთავსებული და ორი განსხვავებული შეფუთვითაა ხელმისაწვდომი - ერთში 50 მლ, ხოლო მეორეში 150 მლ დოზირებით. მირამისტინის მყარი ფორმისთვის განკუთვნილ ტუბებში კი 15 გ და 30 გ მალამოა მოთავსებული. პრეპარატი PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რა დანიშნულებით იყენებენ მირამისტინის სპრეის?
მირამისტინი 50 მლ-ის ყოველ 0,5 მლ ხსნარში 0.0001 გ მირამისტინი შედის, უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. მირამისტინი 150 მლ-ის შემთხვევაში კი, ამ რაოდენობის მირამისტინს ყოველი 1,5 მლ ხსნარი შეიცავს.
მეანობა-გინეკოლოგიაში მირამისტინის ხსნარი მშობიარობის შემდგომი ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება. მას მიმართავენ შორისისა და საშოს დაჩირქების დროს, ასევე სამშობიარო გზების ინფიცირების შემთხვევაში. სპრეი გარე სასქესო ორგანოებისა და საშოს ანთებითი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის არის განკუთვნილი.
ვენეროლოგიაში პრეპარატი გამოიყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის სიფილისის, გონორეის, ქლამიდიოზის, ტრიქომინოზის, გენიტალური ჰერპესისა და კანდიდოზის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის.
უროლოგიაში მას მიმართავენ სპეციფიკური და არასპეციფიკური ბუნების მწვავე და ქრონიკული ურეთრიტების მკურნალობისთვისაც.
დერმატოლოგიაში სპრეი კანისა და ლორწოვანების კანდიდომიკოზების, ასევე ტერფებისა და მსხვილი ნაკეცების მიკოზების კომპლექსურ მკურნალობისთვის ინიშნება.
კომბუსტოლოგიაში მირამისტინის სპრეის იყენებენ დამწვრობის და მოყინვების სამკურნალოდ.
ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში პრეპარატი ინიშნება გართულებული, ინფიცირებული ჭრილობების ადგილობრივი მკურნალობისა და გრანულირებადი ჭრილობების მეორადი ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით.
ოტოლარინგოლოგიაში ის ებრძვის მწვავე და ქრონიკულ ოტიტებს, ჰაიმორიტებს, ტონზილიტებს, ფარინგოლარინგიტებს.
სტომატოლოგიაში პრეპარატს პაროდონტიტებისა და სტომატიტების კომპლექსური მკურნალობისთვის მიმართავენ. სპრეის იყენებენ მოსახსნელი პროთეზების ჰიგიენური დამუშავებისთვისაც.
სპრეის გამოყენების წესი და დოზირება
მეანობა-გინეკოლოგიაში
მირამისტინი რეკომენდებულია მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში სამშობიარო გზების ინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით. ასეთ დროს 50 მლ ხსნარით გაჟღენთილი საშოს სამკურნალო ტამპონები, 2-საათიანი ექსპოზიციით, 5 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
საკეისრო კვეთის დროს საშო ოპერაციის წინ მუშავდება, ოპერაციის შემდგომ კი გამოიყენება 50 მლ ხსნარით გაჟღენთილი ტამპონები, ამ შემთხვევაშიც 2-საათიანი ექსპოზიციით, მხოლოდ, 7 დღის განმავლობაში.
ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობისას კურსი 2 კვირის განმავლობაში გრძელდება. ასეთ დროს საშოს ტამპონები, ასევე პრეპარატის ელექტროფორეზი გამოიყენება.
ვენეროლოგია
ვენერული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით მირამისტინი ეფექტიანია, თუ სქესობრივი აქტის შემდეგ არაუგვიანეს 2 საათში გამოიყენებთ. ფლაკონის შიგთავსი ურეტრალური საცმით შარდსადენ არხში მამაკაცების შემთხვევაში 2-3 მლ დოზით, ქალების შემთხვევაში კი 1-2 მლ დოზით უნდა შეიყვანოთ, 2-3 წუთით. საშოში შეყვანისას გამოიყენება 5-10 მლ. პრეპარატით უნდა დამუშავდეს მენჯების შიდა ზედაპირები, ასევე ბოქვენისა და სასქესო ორგანოების კანი. ვაგინიტებისა და ვაგინოზების კომპლექსური მკურნალობის დროს ხსნარი გაჟღენთილი ტამპონების სახით გამოიყენება.
უროლოგია
ურეთრიტების კომპლექსური მკურნალობისთვის მირამისტინის 2-3 მლ, 1-2-ჯერ დღეში ურეტრალური საცმით უნდა შეიყვანოთ. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 10 დღეს შეადგენს. პროცედურები დღეგამოშვებით ტარდება.
ქირურგია, ტრავმატოლოგია, კომბუსტიოლოგია
პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის პრეპარატი ჭრილობებისა და დამწვრობების ზედაპირზე ტამპონების დახმარებით უნდა წაისვათ, რომელიც ანტისეპტიკით არის გაჟღენთილი. პროცედურა დღე-ღამეში 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ. მკურნალობა 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება.
ოტოლარინგოლოგია
მწვავე და ქრონიკული ოტიტების კომპლექსური მკურნალობის დროს, მირამისტინი სმენის გარე გზებში უნდა შეიყვანოთ. ტონზილიტები, ფარინგოლარინგიტები მირამისტინის ყელში მრავალჯერადი გამოვლებით იკურნება.
სტომატოლოგია
პაროდონტიტების მკურნალობის მიზნით პრეპარატი პაროდონტალურ ჯიბეებში ტურუნდების დახმარებით 15 წუთის განმავლობაში უნდა შეიყვანოთ. გამწვავებების დროს რეკომენდებულია პაროდონტალური ჯიბეების მირამისტინით სავსე შპრიცით გამორეცხვა და აბსცესის ღრუში მირამისტინიანი ტურუნდების შეყვანა.
იშვიათ შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენების შემდეგ, შეიძლება მსუბუქი წვის შეგრძნება გქონდეთ, რომელიც 15-20 წამში, თავისით გაივლის.
რისთვის იყენებენ მირამისტინის მალამოს?
მალამოს 1 გრამი 5 მგ მირამისტინს შეიცავს, დამხმარე ნივთიერებების სახით, მასში ასევე შედის დინატრიუმის ედეტატი, პროქსანოლი 268, მაკროგოლი 400, პროპილენგლიკოლი და გასუფთავებული წყალი.
ქირურგიაში მირამისტინის მალამოს ჩირქიანი კერების დამუშავების შემდგომი ჭრილობების, ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, ოპერაციის შემდგომი დაჩირქებული ჭრილობებისა და ფისტულების წინააღმდეგ იყენებენ.
კომბუსტოლოგიაში პრეპარატის მყარი ფორმა ზედაპირული და ღრმა დამწვრობებისა და მოყინვების სამკურნალოდ გამოიყენება.
დერმატოლოგიაში მალამო ეფექტიანია კანისა და ლორწოვანი გარსების სტრეპტო- და სტაფილოდერმიების, ტერფებისა და კანის მსხვილი ნაკეცების მიკოზების წინააღმდეგ, ასევე გლუვი კანის დერმატომიკოზების, ონიქომიკოზის და კერატომიკოზების, მათ შორის სირსველის, სამკურნალოდ.
მას მიმართავენ ჭრილობის ინფექციის გართულებათა პროფილაქტიკის მიზნითაც.
როგორია მალამოს გამოყენების წესი
მირამისტინის მალამო ადგილობრივად გამოიყენება. ჭრილობებისა და დამწვრობების სტანდარტული დამუშავების შემდეგ მოზრდილებში პრეპარატი უშუალოდ დაზიანებულ ზედაპირზე უნდა წაისვას. ამის შემდეგ მარლის სტერილური სახვევი უნდა დაიფინოს ან მალამო სახვევ ნაჭერზე წაისვას და შემდეგ ჭრილობაზე.
მალამოთი გაჟღენთილი ტამპონებით ჩირქიანი ჭრილობების ღრუ ქირურგიული დამუშავების შემდეგ უნდა ამოივსოს. მალამოიანი მარლის ტურუნდები ფისტულების მილებში შეიყვანება.
ჩირქიანი ჭრილობებისა და დამწვრობების პროცესის I ფაზაში მალამო დღე-ღამეში ერთხელ გამოიყენება, II ფაზაში კი 1-3 დღე-ღამეში ერთხელ, ჭრილობის მდგომარეობის გათვალისწინებით. დოზა ჭრილობის ზედაპირის ფართობსა და ჩირქის ექსუდაციის ხარისხზეა დამოკიდებული. მკურნალობის ხანგრძლივობა შეხორცების სისწრაფის მიხედვით განისაზღვრება.
დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, მოზრდილებში, პრეპარატი კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე თხელ ფენად, დღე-ღამეში რამდენჯერმე უნდა წაისვას. შესაძლებელია, პრეპარატით გაჟღენთილი მარლის სახვევის დადებაც, 1-2-ჯერ დღე-ღამეში. რუბრომიკოზების დროს მალამოს 5-6 კვირის განმავლობაში გამოიყენება და შედის კომპლექსურ თერაპიაში გრიზეოფულვინთან ან სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობის დაწყებამდე ფრჩხილის ფირფიტების უნდა მოშორდეს.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, დამწვრობებისა და ტროფიკული წყლულების მკურნალობის დროს, მალამომ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თვითონვე გაივლის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account