
დიკლაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ეფექტიანად ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა და ანთებას.
იგი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით: დიკლაკის ტაბლეტი, დიკლაკი გელი და დიკლაკი ამპულაში, თუმცა საქართველოში, უმეტესწილად, ტაბლეტებისა და გელის სახით გვხვდება.
გაგაცნობთ ინფორმაციას დიკლაკის გამოყენების, ფარმაკოლოგიური მახასიათებლებისა და მოქმედების შესახებ, რათა უკეთ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თქვენს საჭიროებებზე მორგებულად. ამ ბლოგში ძირითადად სწორედ პერორალურად მისაღები მედიკამენტის, დიკლაკის ტაბლეტების შესახებ ვისაუბრებთ.
დიკლაკის ტაბლეტი ანთებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად
ტაბლეტების შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ, სადაც ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული დოზა: დიკლაკი 75 მგ და დიკლაკი 150 მგ. ტაბლეტების აქტიური კომპონენტი ნატრიუმის დიკლოფენაკია, რომელიც პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ახდენს ანთების შემცირებას. ტაბლეტები გამოიყენება მრავალი მდგომარეობისთვის, მათ შორის:
- მწვავე და ქრონიკული ართრიტები (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი);
- მაანკილოზებელი სპონდილიტი;
- ართროზი და სპონდილოართროზი;
- ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი ტკივილი და შეშუპება;
- მყესების და კუნთების ანთება.
დიკლაკი 150-ის ტაბლეტები შექმნილია სპეციალური ორშრიანი ფორმულით, რომელიც მოქმედებას სწრაფად იწყებს და ეფექტიც ხანგრძლივად ნარჩუნდება. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რათა დოზა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვროს. ის რეცეპტით გაიცემა.
დიკლაკის მოქმედების მექანიზმი და სიფრთხილის ზომები
დიკლაკის ინსტრუქციის თანახმად, მისი აქტიური კომპონენტი, ნატრიუმის დიკლოფენაკი, აფერხებს ანთების პროცესს პროსტაგლანდინების წარმოების ბლოკირებით. ეს პროცესი ტკივილს, შეშუპებას და ანთებით გამოწვეულ სხვა სიმპტომებს ამცირებს. თუმცა, პრეპარატთან მიმართებაში გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია:
- უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია ნატრიუმის დიკლოფენაკზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე. ასევე, მოერიდეთ გამოყენებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში და კუჭის წყლულის აქტიური ფაზის დროს.
2. გვერდითი მოვლენები: დიკლაკის გვერდითი ეფექტები მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, თავბრუსხვევას, ან იშვიათ შემთხვევებში ალერგიულ რეაქციებსაც - მათი გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დიკლაკი 150 მგ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. მოზრდილებისთვის დღიური დოზა 50-დან 150 მგ-მდე ნატრიუმის დიკლოფენაკია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი მკურნალ ექიმთან ერთად უნდა განიხილოთ და სწორედ მან განსაზღვროს, რა დოზითა და ხნაგრძლივობით დაგჭირდებათ მკურნალობა.
ხშირია კითხვები ორსულებისა და ლაქტაციაზე მყოფი დედების მხრიდანაც, შეიძლება თუ არა დიკლაკი ტაბლეტისა და გელის გამოყენება. ორსულებში დიკლოფენაკის ზემოქმედება კარგად არ არის შესწავლილი, ამიტომაც, მისი გამოყენებისას აუცილებელია სარგებელ-რისკის შეფასება დედისა და ნაყოფისთვის. ასევე, დიკლოფენაკი აღწევს დედის რძეშიც, ამიტომ ბავშვთან არასასურველი ეფექტების განვითარების თავის აცილებისთვის მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების პერიოდში.
საინტერესოა, რომ დიკლაკის აქტიური ინგრედიენტი, გავლენას ახდენს ქალის ფერტილობაზეც, ამიტომაც, უმჯობესია, მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ, თუკი ორსულობას გეგმავთ.
დიკლაკის ფასი და სად შევიძინოთ ის?
დიკლაკის ტაბლეტები და გელი ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია, მისი შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.
ზოგადად ეს პრეპარატი ბიუჯეტურ საშუალებად ითვლება. დიკლაკის გელის ფასი ტაბლეტებთან შედარებით კიდევ უფრო დაბალია. ხოლო პერორალურად მისაღებ საშუალებებს შორის სხვაობა დოზირების მიხედვითაა - დიკლაკი 150-იანის ფასი აღემატება 75მგ-იანი ტაბლეტების ფასს. ასევე, განსხვავება შეიძლება იყოს შეფუთვაში ტაბლეტების რაოდენობის მიხედვითაც.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account