მაღალი ქოლესტერინი: გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები

ქოლესტერინი ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში გვხვდება. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ქოლესტერინი ჯანსაღი უჯრედების “ასაშენებლად”, თუმცა სისხლში ქოლესტერინის მაღალმა დონემ, შესაძლოა, გაზარდოს გულის დაავადებების რისკი. 

 

მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში, ხშირია, სისხლის უჯრედებში ცხიმოვანი მარაგების განვითარება. თანდათანობით ეს მარაგები იზრდება და არტერიებში სისხლის საკმარისი ოდენობა ვეღარ მოძრაობას, რის შედეგადაც იზრდება გულის შეტევის, ან ინსულტის განვითარების რისკი. 

 

მაღალი ქოლესტერინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგრამ ეს ხშირად არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია, შესაბამისად მისი პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელია. მთავარია დროული დიაგნოსტიკა. 

 

ჯანსაღად კვება, რეგულარული ვარჯიში და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტები დაგეხმარებათ, მაღალი ქოლესტერინის შემცირებაში.

 

რა იწვევს მაღალ ქოლესტერინს? 

 

ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის არაჯანსაღი დონე, შემდეგია:

 

  • თირკმელების ქრონიკული დაავადება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • აივ/შიდსი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ლუპუსი.

 

საყურადღებოა მედიკამენტებიც, რადგან ქოლესტერინის დონე შეიძლება გაუარესდეს ზოგიერთი სახის სამკურნალო საშუალების გავლენით, რომლებსაც შესაძლოა იღებთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, როგორიცაა, მაგალითად:

 

  • აკნე;
  • კიბო;
  • მაღალი წნევა;
  • აივ/შიდსი;
  • არითმიები;
  • ორგანოთა გადანერგვა.

 

როგორია რისკ-ფაქტორები 

 

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ცუდი ქოლესტერინის დონე, შემდეგია:

 

  • კვების ცუდი გეგმა. ძალიან ბევრი გაჯერებული ცხიმის ან ტრანს ცხიმების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის არაჯანსაღი დონე. გაჯერებული ცხიმები გვხვდება ხორცის ცხიმოვან ნაჭრებში და სრულ ცხიმიან რძის პროდუქტებში. ტრანს ცხიმები ხშირად გვხვდება შეფუთულ საჭმელში ან დესერტში;

 

  • სიმსუქნე. ზედმეტი კილოგრამები მაღალი ქოლესტერინის რისკის ქვეშ გიყენებთ.

 

  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. ვარჯიში ხელს უწყობს თქვენი სხეულის HDL, „კარგი“ ქოლესტერინის გამომუშავებას.

 

  • თამბაქოს მოხმარება. სიგარეტის მოწევამ შეიძლება შეამციროს თქვენი HDL, „კარგი“ ქოლესტერინის დონე.

 

  • ალკოჰოლის მიღება. ბევრი ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის მთლიანი დონე.

 

  • ასაკი. მცირეწლოვან ბავშვებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ არაჯანსაღი ქოლესტერინი, მაგრამ ეს ბევრად უფრო ხშირია 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ასაკის მატებასთან ერთად თქვენი ღვიძლის შესაძლებლობა LDL ქოლესტერინი მოიშოროს, მცირდება.  

 

მაღალ ქოლესტერინთან ბრძოლის მედიკამენტური გზა — რისი წამალია კრესტორი? 

 

ქოლესტერინის დასარეგულირებელი ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია, კრესტორია. როზუვასტატინი მედიკამენტის საერთაშორისო დასახელებაა. 

 

ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პრეპარატი კრესტორი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ზრდასრულ პაციენტებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე, რასის, სქესის და ასაკის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით. 

 

დიაგნოზის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კრესტორი მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. დოზები, ხანგრძლივობა და მიღების წესი უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.