
სახსრებში დისკომფორტი და ტკივილი ძალიან ხშირი პრობლემაა. იგი ძირითადად გამოიხატება მუხლის სახსარში, მენჯ-ბარძაყში, მტევნის, ტერფის ან ხერხემლის მიდამოში. ტკივილი შეიძლება მუდმივი ან მოვლითი ხასიათის იყოს. გარდა ამისა, შესაძლოა, თან ერთვოდეს მოძრაობის შეზღუდვა.
სახსრების ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ოსტეოართრიტი , რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, სპონდილოართრიტი და სხვა.
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - ზოგ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქება თუ ყოველდღიური მარტივი ვარჯიშები შეგვიძლია, ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევა.
ექიმები სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთებითი პროცესის სამკურნალოდ ხშირად რეკომენდაციას უწევენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ლოქსიდოლი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში შეიძინოთ.
რა არის და რისთვის გამოიყენება ლოქსიდოლი?
ლოქსიდოლი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატია, რომელიც წარმოდგენილია ტაბლეტების, საინიექციო ხსნარისა და რექტალური სანთლების ფორმით და გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია მისი აქტიური ნივთიერების, მელოქსიკამის, მოქმედებით.
ლოქსიდოლის სამივე ფორმა განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სიმპტომური თერაპიისთვის:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).
როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი?
ლაქსოდილის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის დროს წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზებია:
- რევმატოიდული ართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში. დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში, თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად გამოიხატა;
- ოსტეოართროზის დროს 7,5 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დოზა 15 მგ-მდე დღე-ღამეში გაზარდოს;
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში;
- იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი, დოზით 7,5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ამ შემთხვევაში შეადგენს 15 მგ-ს.
- თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე 7,5 მგ დღ-ღამეში.
რექტალური სანთელი განკუთვნილია მხოლოდ რექტალური გამოყენებისათვის. რეკომენდებულია თითო სანთელი დღეში (15 მგ მელოქსიკამი დღეში). ვინაიდან, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი დამოკიდებულია დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, სანთლები უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში.
ლოქსიდოლის საინიექციო ხსნარი ენიშნებათ მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებს. იგი შეიყვანება ინტრამუსკულარულად. ინიექციები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში მკურნალობა პრეპარატის პერორალური ფორმით (ტაბლეტები) უნდა გაგრძელდეს.
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში, მკურნალობა 7.5 მგ-ით უნდა დაიწყოს.
გაითვალისწინეთ, პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
ლოქსიდოლის უკუჩვენებები - ის, რაც პრეპარატის მიღებამდე უნდა იცოდეთ
ლოქსიდოლის ტაბლეტების, რექტალური სანთლებისა და ინიექციების გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
- მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე ფაზაში;
- თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზით მკურნალობას არ ექვემდებარებიან ;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
- 15 წლამდე ასაკი;
- სისხლდენები;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავის, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
გვერდითი ეფექტები - რა შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის მიღებას?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლოქსიდოლით მკურნალობასაც შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, ღებინება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (იშვიათად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია (განსაკუთრებით მეტოტრექსატით ერთდროული მკურნალობისას).
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ბუშტუკოვანი დერმატიტი.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ალერგიული ასთმური შეტევა, ბრონქოსპაზმი.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში, ცნობიერების დაბინდვა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, გულისცემის გახშირება, სახეში სისხლის მოწოლის შეგრძნება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდოვანას და კრეატინინის შემცველობის მომატება სისხლში.
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი სისტემის მხრივ: ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის დროებითი მატება.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრხილის დამატებითი ზომები:
ლოქსიდოლი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ან მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ანტიაგრეგანტებითა და ფიბრინოლიზურებით.
პრეპარატი ასევე სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, დეჰიდრატაცია, ნეფროზული სინდრომი და თირკმლების მწვავე დაავადებები.
პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის, სითხის შეკავება და სალურეზულების მოქმედების შესუსტება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროგრესირება.
თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად იღებს დიურეზულებს, აუცილებელია პარალელურად დიდი რაოდენობის სითხის მიღება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ. ასევე, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში.
ხანდაზმულმა პაციენტებმა ლოქსიდოლი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღონ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account