
ლაიფენი (LIFEN) ბრიტანული წარმოების მცენარეული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები;
- ბრონქული ასთმა;
- ოსტეოართრიტი;
- დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტის გართულება, რომელიც თვალს აზიანებს);
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- პრემენსტრუალური ტკივილი;
- დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია);
- ენდომეტრიოზი (დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება);
- მენიერის დაავადება (შიდა ყურის პათოლოგია, რომელიც ძლიერი თავბრუსხვევის ეპიზოდებს იწვევს);
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
მედიკამენტი ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტისგან არის დამზადებული და აღსანიშნავია, რომ მის შედგენილობაში არ შედის გლუტენი, ლაქტოზა და შაქარი.
ლაიფენი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და მის შეფუთვაში 30 აბია მოთავსებული.
როგორია ლაიფენის მოხმარების წესი და დოზირება?
ლაიფენის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტი პერორალურად მიიღება. რაც შეეხება მის დოზირებას:
მოზრდილებში: რეკომენდებულია დღეში 1-2 ტაბლეტის მიღება.
ბავშვებში (4-6 წლიდან): დოზა განისაზღვრება 1 მგ/კგ წონაზე.
როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვეს შეადგენს.
გაითვალისწინეთ: მედიკამენტი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა მის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, რათა დადგინდეს ინდივიდუალური დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა.
რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენტს?
ლაიფენის ანოტაციის თანახმად, ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენოს პაციენტმა, რომელიც სიმსივნეზე მკურნალობს. გარდა ამისა, ის სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან (სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერება) ერთად.
რა გვერდით მოვლენებს იწვევს ლაიფენი?
ეს მედიკამენტი გვერდითი ეფექტების სიმცირითაც გამოირჩევა. რეალურად, მის ანოტაციაში მხოლოდ ერთ გვერდითი მოვლენის ამოკითხვას შევძლებთ — ინდივიდუალური აუტანლობა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account