სარჩევი:
როგორ შეიძლება დერმატიტის პრევენცია
დერმატიტი კანის ანთების ზოგადი ტერმინია. დერმატიტის დროს კანი ჩვეულებრივ მშრალი, შეშუპებული და უჩვეულო შეფერილობისაა. დერმატიტის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება ტიპების მიხედვით. ეს დაავადება არ არის გადამდები.
დერმატიტის ტიპები
არსებობს დერმატიტის რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ზოგიერთი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ზოგი კი ციკლურად მოქმედეს გამწვავებისა და სიმპტომების გარეშე. ზოგიერთი სახის დერმატიტი უფრო ხშირია ბავშვებში, ზოგი კი - მოზრდილებში.
ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტი ხშირად მოხსენიებულია როგორც ეგზემა. ატოპიური დერმატიტი შეიძლება გადაეცეს ოჯახის წევრებს და ჩვეულებრივ ვითარდება ჩვილობის ასაკში. თუმცა, ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოზრდილ ასაკშიც.გხვდება ზრდასრულ ადამიანებშიც.
ატოპიური დერმატიტის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობის პროცესში ხდება სიმპტომების შემსუბუქება და კონტროლი.
კონტაქტური დერმატიტი
კონტაქტური დერმატიტი ვითარდება, როდესაც კანს ეხება რაღაც ნივთიერება, რომელიც იწვევს არასასურველ რეაქციას. ამ რეაქციებს შეუძლია გამოიწვიოს გამონაყარი, რომელიც იწვის, იწყება ქავილი და წარმოიქმნება ბუშტუკები.
კონტაქტური დერმატიტის მიზეზი ალერგია ან გამაღიზიანებელი რეაქციაა. გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტის დროს გარე ნივთიერება პირდაპირ აზიანებს კანს და იწვევს რეაქციას.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს კი გარე ნივთიერება შეიძლება პირდაპირ არ აზიანებდეს კანს, მაგრამ იწვევდეს იმუნური სისტემის ისეთ რეაქციას, რომელიც აზიანებს მას.
დისჰიდროზული დერმატიტი
დისჰიდროზული დერმატიტის დროს კანს არ აქვს თავდაცვის უნარი. ეს იწვევს ქავილის და მშრალ კანს, რასაც ხშირად პატარა ბუშტუკები ახლავს თან. ის ძირითადად ხელებსა და ფეხებზე გვხვდება და შეიძლება გამოვლინდეს იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ოფლიანობა აქვთ ამ ადგილებში.
სებორეული დერმატიტი
სებორეულ დერმატიტს ჩვილებში "აკვნის თავსახურს" უწოდებენ. ამ ტიპის დერმატიტი ყველაზე ხშირია თმიან არეში, თუმცა ის ასევე შეიძლება გამოვლინდეს სახეზე, გულმკერდზე და ყურების ირგვლივ.
ის ხშირად იწვევს ქერცლოვან ლაქებს, კანის შეფერილობის შეცვლას და ქერტლს. სტრესმა ან ძილის ნაკლებობამ შეიძლება გააუარესოს ეს სიმპტომები.
დერმატიტის სიმპტომები
დერმატიტის სიმპტომები დამოკიდებულია დერმატიტის ტიპზე. შეიძლება გქონდეთ ერთი ტიპი, ან რამდენიმე. თითოეულ ტიპს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სიმპტომი:
- ქავილი
- წითელი გამონაყარი და კვანძები.
- გამონაყარი, რომელიც გამოიყურება ან/და შეგრძნებით ჰგავს დამწვრობას.
- მშრალი კანი.
- სითხით სავსე ბუშტუკები.
- კანის გასქელება, გამაგრება და შეშუპება.
- კანის აქერცვლა და დანაოჭება.
- მტკივნეული წყლულები.
- ქავილის დროს გამონაყარმა შეიძლება გამოყოს სითხე ან სისხლი.
დერმატიტი ასევე იწვევს კანის ფერის ცვლილებას, თუმცა ეს განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა კანის ტიპის მქონე ადამიანებში.
მუქი კანის შემთხვევაში, დერმატიტის გამონაყარი ჩვეულებრივ ნაცრისფერი, მოიისფრო ან ოდნავ მუქი ფერისაა. ღია კანის მქონე ადამიანებში კი დერმატიტის კერები ჩვეულებრივ ვარდისფერი ან წითელი ფერისაა.
რა იწვევს დერმატიტს?
დერმატიტს იწვევს იმუნური სისტემის გართულებები, გენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ტრიგერების კომბინაცია.
- იმუნური სისტემა. ზოგჯერ იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს. ატოპიური დერმატიტის შემთხვევაში, იმუნური სისტემა რეაგირებს ძალიან მცირე გამაღიზიანებლებზე ან ალერგენებზე, რაც ანთებას იწვევს.
- გენეტიკა. სხვადასხვა კვლევებით დგინდება, რომ თუ ოჯახის წევრებს აქვთ დერმატიტი, ადამიანი უფრო მეტადაა მისი განვითარების რისკის ქვეშ. გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოავლინეს ცვლილებები გენებში, რომლებიც აკონტროლებენ ცილას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში. ამ ცილის ნორმალური დონის გარეშე კანი ვერ ინარჩუნებს ჯანმრთელობას.
- გარემო. გარემომ შეიძლება შეცვალოს იმუნური სისტემის მიერ კანის დამცავი ბარიერის მდგომარეობა, რაც იწვევს სინესტის დაკარგვას და შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი. შესაძლო გარემო ფაქტორებია თამბაქოს კვამლისა და ჰაერის ზოგიერთი დამაბინძურებლის ზემოქმედება. ასევე შესაძლოა კანის ზოგიერთ პროდუქტსა და საპონში არსებული სურნელოვანი ნივთიერებები.
- ექსპოზიცია. დერმატიტის ზოგიერთი ტიპი გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებებისა და სხვა გამაღიზიანებლების ზემოქმედებით. მაგალითად, პერიორალური დერმატიტი შეიძლება გამოწვეული იყოს წყალში ან კბილის პასტაში არსებული ფტორის ზემოქმედებით.
რისკ ფაქტორები
დერმატიტის გავრცელებული რისკ ფაქტორებია:
- ასაკი. დერმატიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ატოპიური დერმატიტი უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. ის ხშირად იწყება ჩვილობის ასაკში.
- ალერგია, ატოპიური დერმატიტი და ასთმა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ატოპიური დერმატიტის, ალერგიის, თივის ცხელების ან ასთმის პირადი ან ოჯახური ისტორია, უფრო მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ატოპიური დერმატიტი.
- პროფესია. სამუშაო, რომელიც გაკავშირებთ გარკვეულ მეტალებთან, გამხსნელებთან ან საწმენდ საშუალებებთან, ზრდის კონტაქტური დერმატიტის რისკს.
- სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობები. ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც ზრდის სებორეული დერმატიტის განვითარების რისკს, მოიცავს პარკინსონის დაავადებას, იმუნოდეფიციტს და აივ/შიდსს.
როგორ შეიძლება დერმატიტის პრევენცია
ატარეთ დამცავი ტანსაცმელი, თუ ასრულებთ დავალებას, რომელიც მოიცავს გამაღიზიანებლებს ან კაუსტიკურ ქიმიკატებს.
კანის მოვლის ძირითადი რუტინის შემუშავებამაც შეიძლება დაეხმაროს დერმატიტის პრევენციას. შემდეგი ჩვევები შეიძლება დაგეხმაროთ აბაზანის მიღების გამომშრალი ეფექტის შემცირებაში:
- მოკლე აბაზანა და შხაპი. შეზღუდეთ აბაზანის ან შხაპის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წუთამდე. გამოიყენეთ თბილი, და არა ცხელი წყალი. აბაზანის ზეთიც შეიძლება იყოს სასარგებლო.
- გამოიყენეთ რბილი საპონი. აირჩიეთ საპონი, რომელიც არ შეიცავს საღებავებს, სპირტს და სურნელოვან ნივთიერებებს. ზოგიერთ საპონს შეუძლია კანის გამოშრობა. პატარა ბავშვებისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისია მხოლოდ თბილი წყალი მათ გასასუფთავებლად - არ არის საჭირო საპონი ან საბანაო ქაფი. არ გახეხოთ კანი ხელსახოცით ან ღრუბლით.
- მსუბუქად გაიმშრალეთ. აბაზანის შემდეგ, ფრთხილად გაიმშრალეთ კანი რბილი პირსახოცით. მოერიდეთ ძლიერ ხახუნს.
- დაატენიანეთ მთელი კანი. სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა, დაიტენეთ კანი ზეთით, კრემით ან ლოსიონით. დაატენიანეთ მთელი დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ.
დერმატიტის მკურნალობა
დერმატიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის ტიპზე, სიმპტომების სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზზე. დერმატიტის ბევრი ფორმა თავისით გაივლის. მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი ხშირად უმჯობესდება, როდესაც აღარ ხართ კონტაქტში გამაღიზიანებლებთან.
თუმცა, თუ დერმატიტი ბუნებრივად არ უმჯობესდება, ექიმმა ან დერმატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ:
- მედიკამენტები ალერგიისა და ქავილის შესამცირებლად
- ფოტოთერაპია, ანუ დაზიანებული უბნების დასხივება სინათლის კონტროლირებადი რაოდენობით
- ტოპიკური კრემები სტეროიდით ქავილისა და ანთების შესამსუბუქებლად
- კრემები ან ლოსიონები მშრალი კანისთვის
- შვრიის აბაზანები ქავილის შესამსუბუქებლად
ექიმები ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებს ან ანტისოკოვან მედიკამენტებს ნიშნავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ინფექცია. ინფექციები შეიძლება განვითარდეს, როდესაც კანი დაზიანებულია ინტენსიური ქავილის გამო.
დერმატიტის მკურნალობა სახლის პირობებში შეიძლება მოიცავდეს კანზე გრილი, სველი ტილოების დადებას ქავილისა და დისკომფორტის შესამცირებლად. შეგიძლიათ სცადოთ საცხობი სოდის დამატება გრილ აბაზანაში სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუ თქვენი კანი დაზიანებულია, შეგიძლიათ ჭრილობა დააფაროთ ნახვევით ან სახვევით გაღიზიანების ან ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
- DERMOVATE- დერმოვეიტი მალამო ინიშნება კანის სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორისაა ატოპიური დერმატიტი.
- ავენი არის ეგზემის კრემი და ქავილისკენ მიდრეკილი კანის სამკურნალო საშუალება ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
- კორესატი გახლავთ ყველა ტიპის დერმატიტის მალამო.
- კოდერმო მალამო ინიშნება ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, გამღიზიანებლებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები და/ან კანის ისეთი ანთებითი დაავადებების დროს, როგორიც არის ალერგიული დერმატიტი.
- CELESTODERM V - ცელესტოდერმი-V 0.1% 30 გ მალამო გამოიყენება ანთებითი მოვლენების მოსახსნელად კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი კანი ინფიცირებულია, მტკივნეულია ან დისკომფორტის მომგვრელია, ან თუ დერმატიტი ფართოდ არის გავრცელებული და მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account