ჰერბიონი - სიროფები და ტაბლეტები მშრალი და სველი ხველებისთვის

ხველა არის რეფლექსი - მოქმედება, რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობის დროს. ის უმეტესწილად არის გაციების ნიშანი და ის  შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით).

ხველის გამომწვევი შეიძლება იყოს მრავალი მიზეზი, მაგალითად: გაციება, ფილტვის ბაქტერიული ინფექციები, ალერგია, ასთმა და ა.შ.

ხველის სამკურნალოდ გამოიყენება მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები, მათ შორის კი ჰერბიონი. 

ჰერბიონი არის სლოვენიური წარმოების სიროფი, რომელიც განეკუთვნება ხველის სამკურნალო მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს და განკუთვნილია როგორც სველი, ასევე მშრალი ხველისთვის.

ჰერბიონის სუროს სიროფი - საბავშვო, ამოსახველებელი საშუალება სველი ხველისას 

ჰერბიონის სუროს სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სველი
ხველების დროს. ეს არის მოყვითალო-ყავისფერი ბუნებრივი წარმოშობის სიროფი სპეციფიკური სუნითა და გემოთი.

ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს ჩვეულებრივი სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, რომელიც მოქმედებს როგორც მუკოლიზური და ბრონქოსპაზმური საშუალება. სუროს ექსტაქტი ამცირებს ნახველის სიბლანტეს, აადვილებს ამოხველებას და ამცირებს ხველას.

გამოყენების ინსტრუქცია: 

ჰერბიონის სუროს სიროფის დოზები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, კერძოდ:

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დაშვებულია 2.5მლ სიროფის მიღება დღეში 2-ჯერ.
  • 4-12 წლის ბავშვებში - 5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში. 
  • ხოლო მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 5-7.5მლ სიროფი 3-ჯერ დღეში.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ჰერბიონის სიროფის მიღებამდე ან იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების შედეგად არ უმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

სიროფის მიღების გვერდითი მოვლენები:

სხვა მედიკამენტების მსგავსად ჰერბიონის სუროს სიროფსაც შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები: გულისრევა/ღებინება, დიარეა და ალერგიული რეაქციები მედიკამენტში შემავალ აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებებზე.

სიროფის შენახვის პირობების და ვადები: 

სიროფი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ჰერბიონის სუროს სიროფი ზოგადად ვარგისია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში, თუმცა სიროფი აღარ უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

ჰერბიონის სუროს საწუწნი ტაბლეტები 

ჰერბიონის სუროს სიროფის გარდა არსებობს ჰერბიონის სუროს საწუწნი ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სველი ხველით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს. 

ჰერბიონის სუროს საწუწნი ტაბლეტები არის მრგვალი ფორმის, მოყავისფრო ან ყავისფერი შეფერილობის ტაბლეტები დახრილი კიდეებით და უხეში ზედაპირით. 

ჰერბიონის ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია სიროფის მიღება.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლებელია 1 საწუწნი ტაბლეტის მიღება დღეში 2-ჯერ, ხოლო 12+ მოზარდებსა და ზრდასრულებში 1 საწუწნი ტაბლეტის მიღება დღეში 3-ჯერ.

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი — სიროფი მშრალი ხველისთვის  

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს მშრალი ხველა.

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი არის ყავისფერიდან მოწითალო-მოყავისფრომდე ფერის ბუნებრივი წარმოშობის სიროფი სპეციფიკური სუნითა და გემოთი. 

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი შეიცავს ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების (Plantago lanceolata L.) და ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების (Malva sylvestris L.) წყლიან ექსტრაქტებს. ექსტრაქტების შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები შემომგარსველად მოქმედებენ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და ხელს უწყობენ მშრალი ხველის შემცირებას. 

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი არ გამოიყენება:

  • 4 წლამდე ასაკის ბავშვებში
  • ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

მრავალძაღვას სიროფის გამოყენების ინსტრუქცია: 

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფის დოზები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 4-7 წლის ბავშვებში მიიღება 1 საზომი კოვზი (5მლ) 3-ჯერ დღეში;
  • 7-14 წლის ბავშვებში - 1-2 საზომი კოვზი (5-10მლ) 3-ჯერ დღეში;
  • 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 საზომი კოვზი (10მლ) 3-5 ჯერ დღეში. 
  • შეგახსენებთ, მრავალძარღვას სიროფის გამოყენება არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფის მიღებამდე ან იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენების შედეგად არ უმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიროფის მიღების გვერდითი მოვლენები: 

ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფს სხვა მედიკამენტების მსგავსად ახასიათებს გვერდითი მოვლენები. სიროფის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიხატოს:

  • ალერგიულ რეაქციებში სიროფის შემადგენლობაში შემავალ აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
  • თავის ტკივილში;
  • ძილის დარღვევებში;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაში, გულისრევა/ღებინებაში, დიარეასა და კუჭის ტკივილში;
  • გახშირებულ შარდვაში;
  • არტერიული წნევის მომატებაში და ა.შ

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, სიროფის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობების და ვადები: 

სიროფი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ჰერბიონის სუროს სიროფი ზოგადად ვარგისია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში, თუმცა სიროფი აღარ უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

 

ჰერბიონი ისლანდიური ხავსი — სიროფი მშრალი ხველისთვის  

ჰერბიონი ისლანდიური ხავსი არის სიროფი, რომელიც გამოიყენება მშრალი, გამაღიზიანებელი ხველის, ზედა რესპირატორული ტრაქტის მსუბუქი ანთებისა და პირხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებების დროს.

ჰერბიონი ისლანდიური ხავსი არის მოყვითალო-ყავისფერი ან ყავისფერი ფერის ბუნებრივი წარმოშობის სითხე სპეციფიკური სუნითა და გემოთი. 

ჰერბიონი ისლანდიური ხავსის სიროფი შეიცავს ისლანდიური ხავსის ექსტრაქტს, რომელსაც აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჰერბიონის ისლანდიური ხავსის სიროფის გამოყენების ინსტრუქცია: 

ჰერბიონის ისლანდიური ხავსის სიროფის დოზები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ჯერძოდ:

  • 1-4 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება: 2.5მლ სიროფი დღეში 4-ჯერ;
  • 4-10 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება: 5 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ;
  • 10-16 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება: 10 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ;
  • 16+ და ზრდასრულებში გამოიყენება: 15 მლ სიროფი დღეში 4-ჯერ.

ჰერბიონის ისლანდიური ხავსის სიროფის მიღებისთანავე არ არის რეკომენდებული საკვების ან სასმელების მიღება, რადგან შეიძლება სიროფი ძალიან სწრაფად მოგცილდეთ პირის ღრუდან.

შენახვის პირობების და ვადები: 

სიროფი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ჰერბიონის ისლანდიური ხავსის სიროფი ზოგადად ვარგისია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში, თუმცა სიროფი აღარ უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

ჰერბიონის ფურისულას სიროფი — ნახველის ამოღებისთვის  

ჰერბიონის ფურისულას სიროფი მცენარეული წარმოშობის სამკურნალო მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება ნახველის ამოღების გასაადვილებლად.

სიროფი არის ყავისფერი შეფერილობის სითხე, სპეციფიკური სუნითა და გემოთი. ჰერბიონის ფურისულას სიროფი არის მცენარეული ამოსახველებელი საშუალება.

 

გამოყენების ინსტრუქცია: 

ჰერბიონის ფურუსულას სიროფის დოზები დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, კერძოდ:

  • სიროფი არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • 4-10 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება: 1-1 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში;
  • 10-16 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება: 1-2 საზომი კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში;
  • 16+ და ზრდასრულებში გამოიყენება: 2-2 საზომი კოვზი სიროფი 3-4 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები და შენახვის პირობები 

სხვა მედიკამენტების მსგავსად ჰერბიონის ფურუსულას სიროფსაც შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები: გულისრევა/ღებინება, დიარეა და ალერგიული რეაქციები მედიკამენტში შემავალ აქტიურ ან დამხმარე ნივთიერებებზე. გარდა ამისა, მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სიროფი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 30°C ტემპერატურაზე. ჰერბიონის ფურუსულას სიროფი ზოგადად ვარგისია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში, თუმცა სიროფი აღარ უნდა გამოიყენოთ ფლაკონის გახსნიდან 3 თვის შემდეგ.

ჰერბიონის ყველა სიროფი (სურო, მრავალძარღვა, ისლანდიური ხავსი, ფურუსულა) და ჰერბიონის სუროს საწუწნი ტაბლეტები განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქიდან მათი გაცემა შესაძლებელია ურეცეპტოდ.