
ვაქცინაცია, ვიტამინები, ელექტროლიტები - ვირუსული ინფექციების სეზონზე ყველა სხვადსხვა ხერხით ცდილობს ორგანიზმის, იმუნიტეტის გაძლიერებას და ვირუსებისგან თავდაცვას.
ცინკოვიდი იმუნო — ვირუსებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. იგი წარმოებულია გერმანიაში და იმუნომოდულატორების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ცინკოვიდი იმუნოს ერთი შუშხუნა აბი, აქტიური ნივთიერების სახით, შეიცავს თუთიის ციტრატს, ვიტამინ D3-ს, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) და სხვა დამხმარე ნივთიერებებს.
ცინკოვიდის ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს რესპირაციული ვირუსული ინფექციების გართულების რისკს, კლინიკურ სიმპტომებსა და ავადობის ხანგრძლივობას.
რეკომენდებულია ცინკოვიდ იმუნოს ერთი ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ. რაც შეეხება ცინკოვიდის მომზადების წესს, 1 შუშხუნა აბი უნდა გახსნას 200მლ (1 ჭიქა) გრილ წყალში. ცინკოვიდი უნდა დალიოთ მომზადებისთანავე.
ცინკოვიდინი იმუნოს მიღების წესი და სიფრთხილის ზომები
- ცინკოვიდი იმუნო უნდა მიიღონ მოზრდილებმა და ბავშვებმა 12 წლის ზემოთ;
- თუკი ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პროცესში, ცინკოვიდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან;
- თუკი გაწუხებთ თირკმლის უკმარისკობა, რკინის მალაბსორბაცია, ან ჰიპერკალციემია — ამ შემთხვევებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს;
- ცინკოვიდი არის საკვები დანამატი. იგი არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად;
- გვერდითი ეფექტის სახით, შესაძლოა ალერგიული რეაქციის გამოვლენა. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სააფთიაქო ქსელებში ცინკოვიდ იმუნოს გარდა, ხელმისაწვდომია ცინკოვიდი კარდიო და ცინკოვიდი ნეირო, განსხვავებული შედგენილობებითა და მიზნობრიობით.
როდის ღებულობენ ცინკოვიდ ნეიროს
ცინკოვიდი ნეიროს შემადგენლობაში შედის მაღალი დოზირებით B ჯგუფის ვიტამინები და მაგნიუმი, რაც აუცილებელია ნერვიული სისტემის სათანადო ფუნქციონირების, აღდგენისა და რეგენერაციისთვის. იგი ასევე შეიცავს თუთიას, С ვიტამინსა და D3 ვიტამინს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად. პრეპარატში სხვა დამხმარე ნივთიერებებიც შედის: ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, ფორთოხლის არომატიზატორი, სორბიტოლი და ა.შ.
სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, სისუსტე, უგუნებობა, შფოთვა და დაძაბულობა, მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტი, ნევრალგიური ტკივილი, იშიაზი, დიაბეტური ნეიროპათია, მგრძნობელობის დაქვეითება, ხელის მტევნებსა და ტერფებზე ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება, კუნთების კანკალი (ტრემორი), ინფექციური პროცესები — ეს და სხვა სიმპტომატიკაა აღწერილი პრეპარატის ანოტაციაში, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ცინკოვიდ ნეიროს ღებულობენ.
თუმცა თქვენი ჯანმრთელობის ინდივიდუალური ისტორიიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ცინკოვიდ ნეიროს მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის უკუჩვენება, შესაძლოა, იყოს შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. გვერდით ეფექტებში, ასევე გაწერილია ალერგიული რეაქციების შესაძლო გამოვლინება, ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. ცინკოვიდ ნეიროს მომზადებისა და მიღების წესი, ასევე სიფრთხილის ზომები იგივეა, რაც ცინკოვიდ იმუნოს დროს.
როდის ღებულობენ ცინკოვიდ კარდიოს
რაც შეეხება ცინკოვიდ კარდიოს, იგი წარმოადგენს სინერგიულად მოქმედი კარდიოპროტექტორული მცენარეული ექსტრაქტების, B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას. კონკრეტულად კი, მაგნიუმის, კალიუმის, თუთიის, ვიტამინი D3-ის, კუნელის, შავბალახას და ბრაზილიური ჩაის ექსტრაქტის, ასევე უბიქნონის (CoQ10). ამ შედგენილობით პრეპარატი ხელს უწყობს გულ-სისხლძართვთა სისტემის რეგენერაციას, ქმნის კარდიოპროტექტორულ ეფექტს; ამ ინგრედიენტებს ასევე აქვთ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.
ანოტაციის მიხედვით, ჩვენებები, როდესაც ცინკოვიდ კარდიოს მიღება რეკომენდებულია, შემდეგია:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა: კარდიონერვროზი და ჰიპერქოლესტერინემია;
- დამხმარე თერაპია გულ-სისხლძართვთა დაავადებების მკურნალობაში: არტერიული ჰიპერტენიზია, სტენოკარდია, ათეროსკლეროზი, კარდიომიპათია და სხვა
- ზოგადი ხასიათის ჩივილების დროს: სწრაფი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და სხვა, პერიფერიული ნეიროპათიით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობები.
ცინკოვიდ კარდიოს ანოტაციაში ჩამოთვლილია ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა, თუმცა თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, პრეპარატის მიღებამდე, სასურველია კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან გაიაროთ.
ბენზოდიაზეპინების მიღების დროს, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ცინკოვიდ კარდიოს მიღება უკუნაჩვენებია. ცინკოვიდ კარდიოს მომზადებისა და მიღების წესი, ასევე სიფრთხილის ზომები იგივეა, რაც ცინკოვიდ იმუნოს და ცინკოვიდ ნეიროს დროს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account