ცელიაკია: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

სარჩევი:

რა არის ცელიაკია

ცელიაკიის სიმპტომები და გართულებები

ცელიაკიის დიაგნოსტიკა 

ცელიაკიის სიმპტომები ზრდასრულებში

ცელიაკია ბავშვებში

კანის დაზიანება ცელიაკიის დროს

ცელიაკიის გამომწვევი მიზეზები

რისკ-ჯგუფები

ცელიაკიის მკურნალობა

როდის უნდა მიმართოთ ექიმს


რა არის ცელიაკია

ცელიაკია არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვლინდება გლუტენის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, როგორიცაა ხორბალი, ქერი და სხვა მარცვლეული. როდესაც ცელიაკიით დაავადებული ადამიანი მოიხმარს გლუტენის შემცველ საკვებს ან სასმელს, მისი ორგანიზმი ზედმეტად რეაგირებს ამ ცილაზე, რაც აზიანებს წვრილი ნაწლავის კედლის გასწვრივ განლაგებულ ხაოებს. დაზიანებული ხაოების გამო წვრილი ნაწლავი ვეღარ ახერხებს საკვები ნივთიერებების სრულფასოვნად შეწოვას.

ცელიაკიით დაავადებული ადამიანების უმეტესობა ვერასდროს იგებს, რომ ის დაავადებულია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაავადებულთა მხოლოდ 20%-ს აქვს სწორი დიაგნოზი, რადგან ნაწლავის დაზიანების პროცესი ძალიან ნელია და სიმპტომები განსხვავდება.


ცელიაკიის საბოლოო განკურნება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მკაცრი უგლუტენო დიეტის დაცვით შესაძლებელია სიმპტომების მართვა და ნაწლავების განკურნება.

ცელიაკიის სიმპტომები და გართულებები

ნაწლავის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ფაღარათი
  • დაღლილობა
  • წონის კლება
  • ანემია

ზოგ შემთხვევაში კი უფრო სერიოზული გართულებები ვითარდება, თუ დროულად არ მოხდა დაავადების მართვა ან მკურნალობა. ბავშვებში ცელიაკიას შეუძლია ხელი შეუშალოს ზრდასა და განვითარებას.

ცელიაკიის დიაგნოსტიკა 

ცელიაკიის დიაგნოსტიკა ხდება რამდენიმე ეტაპად და მოიცავს სხვადასხვა გამოკვლევას:

სისხლის ანალიზი

პირველ რიგში, ექიმი დანიშნავს სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს ცელიაკიასთან დაკავშირებული ანტისხეულების არსებობა. ეს ანტისხეულებია:

  1. ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები (tTG)
  2. ენდომიზიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულები (EMA)
  3. გლიადინის საწინააღმდეგო ანტისხეულები (AGA)

თუ ანალიზი დადებითია, საჭიროა დამატებითი კვლევები დიაგნოზის დასადასტურებლად.

წვრილი ნაწლავის ბიოფსია

ნაწლავის ბიოფსია ყველაზე ზუსტი მეთოდია ცელიაკიის დიაგნოსტიკისთვის. პროცედურის დროს ხდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მცირე ნაწილის აღება და ქსოვილის შესწავლა მიკროსკოპის ქვეშ. ანთებითი ცვლილებები და ხაოების ატროფია ადასტურებს ცელიაკიის დიაგნოზს.

დიფერენციალური დიაგნოსტიკა

ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებსაც ცელიაკიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. მათ შორისაა:

  1. საკვებისადმი ალერგია
  2. გლუტენის მგრძნობელობა
  3. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  4. ლაქტოზის აუტანლობა

დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს გლუტენის შემცველი საკვების მიღება, რადგან ეს ხელს შეუშლის დაავადების გამოვლენას.


ყველა შემთხვევაში, დიაგნოზის დადასტურება და სწორი მკურნალობის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება ექიმის მიერ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კვლევის შედეგების გათვალისწინებით. აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ცელიაკიასთან დაკავშირებული გართულებები და მიღწეულ იქნას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ცელიაკიის სიმპტომები ზრდასრულებში

ცელიაკიის სიმპტომები ძალიან განსხვავდება ზრდასრულებსა და ბავშვებში. ზრდასრულებში ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • ფაღარათი
  • დაღლილობა
  • წონაში კლება
  • შებერილობა და აირები
  • მუცლის ტკივილი
  • გულისრევა და ღებინება
  • ყაბზობა

ზრდასრულთა ნახევარზე მეტს აქვს სხვა სიმპტომები, რომლებიც არაა დაკავშირებული საჭმლის მომნელებელ სისტემასთან:

  • ანემია რკინის დეფიციტის გამო
  • ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი)
  • კანის დაზიანება (დერმატიტი)
  • პირის წყლულები
  • თავის ტკივილი და დაღლილობა
  • ნერვული სისტემის დაზიანება
  • სახსრების ტკივილი
  • ელენთის ფუნქციის დაქვეითება
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება

ცელიაკია ბავშვებში

ბავშვებში ცელიაკია უფრო ხშირად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს:

  • გულისრევა და ღებინება
  • ქრონიკული ფაღარათი
  • მუცლის შებერილობა
  • ყაბზობა
  • აირების დაგროვება
  • განავლის ფერის და სუნის ცვლილება

საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს:

  1. ზრდის შეფერხება ჩვილებში
  2. კბილების დაზიანება
  3. წონაში კლება
  4. ანემია
  5. გაღიზიანებადობა
  6. სიდაბლე
  7. სქესობრივი მომწიფების დაგვიანება
  8. ნევროლოგიური პრობლემები

კანის დაზიანება ცელიაკიის დროს

გლუტენის აუტანლობას შეიძლება მოჰყვეს ბუშტუკებიანი გამონაყარი კანზე, რომელსაც ჰერპეტიფორმულ დერმატიტს უწოდებენ. ის ყველაზე ხშირად ჩნდება იდაყვებზე, მუხლებზე, ზურგზე, თავზე ან დუნდულებზე. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია წვრილი ნაწლავის ცვლილებებთან, თუმცა შეიძლება არ გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სიმპტომები.


ჰერპეტუფორმული დეტმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება უგლუტენო დიეტა, მედიკამენტები ან ორივე ერთად.

ცელიაკიის გამომწვევი მიზეზები

ცელიაკიის განვითარებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა:

  1. გენეტიკური მიდრეკილება
  2. გლუტენის შემცველი საკვების ხშირი მიღება

ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვილობაში არასწორმა კვებამ, ნაწლავის ინფექციებმა და გარკვეულმა ბაქტერიებმა შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების განვითარებას, თუმცა ეს ფაქტორები დადასტურებული არ არის.

ცელიაკიის გამოვლინება ზოგჯერ უკავშირდება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ოპერაცია, ორსულობა, მშობიარობა, ვირუსული ინფექცია ან ძლიერი სტრესი.

რისკ-ჯგუფები

ცელიაკიის განვითარების მომატებული რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთა:

  • ოჯახის წევრს აქვს ცელიაკია ან დერმატიტი ჰერპეტიფორმისი
  • აქვთ 1 ტიპის დიაბეტი
  • აქვთ დაუნის, უილიამსის ან ტერნერის სინდრომი
  • აქვთ აუტოიმუნური დაავადებები
  • აქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადებები

ცელიაკიის მკურნალობა

უგლუტენო დიეტის მნიშვნელობა

ცელიაკიის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში უგლუტენო დიეტის დაცვა. ეს ხელს უწყობს წვრილი ნაწლავის აღდგენას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

რა არის უგლუტენო დიეტა?

უგლუტენო დიეტა გულისხმობს ხორბლის, ჭვავისა და ქერის შემცველი პროდუქტების სრულ გამორიცხვას. ამ მარცვლეულის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს მავნე ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის.

საკვების შერჩევის რეკომენდაციები

მარცვლეული და სახამებელი.

ჩაანაცვლეთ ხორბლის, ჭვავისა და ქერის პროდუქტები შემდეგი ალტერნატივებით:

  1. ბრინჯი, კინოა, ამარანთი, ფეტვი
  2. კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი
  3. სიმინდი და პოპკორნი
  4. უგლუტენო მარკირების მქონე მაკარონი, პური და ფანტელები

სასმელები

აირჩიეთ უგლუტენო ალკოჰოლური სასმელები:

  1. ღვინო, მაგარი სიდრი
  2. მსუბუქი რომი, კარტოფილის არაყი, ჯინი, ტეკილა
  3. უგლუტენო ლუდი

სხვა მნიშვნელოვანი რჩევები

  1. მიირთვით ახალი, გაყინული ან კონსერვირებული ხილი და ბოსტნეული
  2. აირჩიეთ ხორცი, თევზი და ფრინველი დანამტების გარეშე

შეამოწმეთ პროდუქტების ეტიკეტები, მათ შორის:

  • რძის ნაწარმი, ნაყინი
  • მზა სოუსები, სალათის საკმაზები
  • მედიკამენტები, კბილის პასტები

პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს გლუტენს:

  1. სოიოს სოუსი
  2. ალაოს ძმარი
  3. ბულიონის კუბიკები
  4. ლურჯი ყველი
  5. პუდინგის ნარევი

გლუტენის შემცველობის შესამოწმებლად ყოველთვის გადახედეთ ეტიკეტებს.

დიეტოლოგთან თანამშრომლობა

დიეტოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ ჯანსაღი და დაბალანსებული უგლუტენო დიეტის შედგენაში.

ცელიაკიის მედიკამენტური მკურნალობა

საჭიროების შემთხვევაში, ექიმი შეიძლება დაგინიშნოთ:

  1. კორტიკოსტეროიდები ანთების შესამცირებლა
  2. მედიკამენტები კანის გამონაყარისთვის
  3. ვიტამინები ან მინერალები ანემიისა და კვებითი დეფიციტის შემთხვევაში

ამვილაბი რკინა გახლავთ რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სიტუაციაში: ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი, მწვავე და ქრონიკული სისხლდენა, რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, დისბაქტერიოზი, ჭარბი მენსტრუაცია, სისხლის დონორობა.

ანკერმანი არის ვიტამინი B 12, რომელიც ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა B 12 ვიტამინის ნაკლებობა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: არასწორი კვება, მალაბსორბცია, ცელიაკია და ა.შ.

ენზიმინი ინიშნება სხვადასხვა დაავადებების დროს, მათ შორის ნაწლავების ფერმენტული უკმარისობის თანდაყოლილი ფორმების - ცელიაკია, ძროხის რძის აუტანლობის შემთხვევაში.

Pure - ფიური რკინა და ვიტამინი C ასევე გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისთვის.


შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და დამოუკიდებლად მიღება დაუშვებელია.

ცელიაკიის წარმატებული მართვისთვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა ექიმთან და დიეტოლოგთან, რაც უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება:

  1. ფაღარათი ან მუცლის ტკივილი, რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება
  2. კანის ფერის შეცვლა
  3. გაღიზიანებადობა
  4. ზრდაში ჩამორჩენა
  5. მუცლის შებერილობა
  6. განავლის გაუარესება

მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია უგლუტენო დიეტის დაწყებამდე, რადგან გლუტენის შემცველი საკვების მოხსნამ შეიძლება გაართულოს ცელიაკიის დიაგნოსტიკა.