
ტონალური კრემი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას. მისი მთავარი ამოცანაა კანის ფერის გათანაბრება და მცირე დეფექტების დაფარვა, როგორიცაა პიგმენტური ლაქები, აკნეს ნიშნები ან წვრილი ნაოჭები. თანაც თანამედროვე ტონალური კრემები ხშირად აერთიანებს დამატებით კომპონენტებს, რომლებიც კანის დაცვას, დატენიანებასა და ბზინვარების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.
ტონალური კრემები განსხვავდება ტექსტურით, დაფარვის დონითა თუ შედგენილობით.
როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი?
ტონალურის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
- კანის ტიპი: თუ კანი მშრალია, აირჩიეთ დამატენიანებელი ტონალური კრემი. ცხიმიანი კანისთვის იდეალურია მატირების ეფექტის მქონე პროდუქტები, რომლებიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ამცირებენ ბზინვარებას. კომბინირებული კანისთვის კი საჭიროა ბალანსირებული ფორმულა, რომელიც ერთდროულად აკონტროლებს ცხიმს და უზრუნველყოფს დატენიანებას;
- კანის ტონი: ტონალური უნდა შეესაბამებოდეს თქვენი კანის ბუნებრივ ფერს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, კრემის ფერი ტესტირებამდე წაისვით ყბის ხაზზე და დააკვირდით, რამდენად კარგად ერწყმის ის ბუნებრივ ტონს;
- დაფარვის დონე: თუ გჭირდებათ ბუნებრივი ეფექტი, აირჩიეთ მსუბუქი დაფარვის მქონე კრემი. უფრო სრულყოფილი დაფარვისთვის კი სქელი ტექსტურის პროდუქტები დაგეხმარებათ;
- დამცავი თვისებები: ტონალური კრემის არჩევისას გაითვალისწინეთ, შეიცავს თუ არა ის SPF-ს, ანტიოქსიდანტებს ან სხვა სასარგებლო ინგრედიენტებს, რომლებიც კანის მოვლაში დაგეხმარებათ.
საუკეთესო ტონალური კრემები მშრალი კანისთვის
- Caudalie-ის Vinocrush შეფერილი კრემი — მისი ფორმულა, გამდიდრებული ნიაცინამიდითა და ჰიალურონის მჟავით, უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, ხოლო შეფუთული პიგმენტები ათანაბრებს კანის ტონს. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, ეს არის იდეალური კრემი სახის კანის გასაუმჯობესებლად და დატენიანებისთვის. ასწორებს და ათანაბრებს კანის ტონს და აძლიერებს მის ბუნებრივ სილამაზეს. არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ზეთებს, PEG-ს, სილიკონებსს და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ინგრედიენტების 95%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა.
- Avene-ის დამატენიანებელი კრემი ტონალური ეფექტით Hydrance — ტონირებული დამატენიანებელი ემულსია განკუთვნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. მსუბუქად შეფერილი ემულსია ეფექტურად ატენიანებს და ანიჭებს კანს ბზინვარებას. შესაბამისად, ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიწითლის დროს, რათა კანი ერთ ფერში მოიყვანოს.
განკუთვნილია დეჰიდრატირებული ანუ გამომშრალი ( დაჭიმულობა, დისკომფორტი, ბზინვარების დაკარგვა) მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. ამ პრობლემების გადასაჭრელად, შეიცავს უნიკალურ დაპატენტებულ ინგრედიენტს — კოჰედერმი, რომელიც დეჰიდრატირებულ კანში წარმოქმნის წყლის მარაგს და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას ხანგრძლივი დროის მანძილზე. მინერალური და ნათელი მარგალიტისებრი პიგმენტები კი კანის დეფექტების კორექციაში მონაწილეობას.
გარდა ძლიერი დამატენიანებელი თვისებებისა, კრემს აქვს მზის მავნე გამოსხივების (UVA და UVB) საწინააღმდეგო მოქმედება SPF 30. მასში შემავალი პრეტოკოფერილი კი იბრძვის თავისუფალი რადიკალებისა და დაბინძურების წინააღმდეგ.
- Essence-ის ტონალური კრემი pretty natural — ესენსის ტონალური კრემი საშუალო დაფარვით, უზრუნველყოფს კანის თანაბარ ფერს. მისი მსუბუქი ტექსტურის წყალობით კანს ბუნებრივი ბზინვარება აქვს. თანაც პროდუქტი გამდიდრებულია დამატენიანებელი კრემით.
რომელია საუკეთესო ტონალური კრემები ცხიმიანი კანისთვის
- ALIX AVIEN-ის ტონალური MATTE — ეს არის მაღალი ხარისხის ტონალური კრემი, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ, სრულ დაფარვას და მატ ეფექტს. მისი სპეციალური ფორმულა ხელს უწყობს კანის დატენიანებას, რაც იცავს მას სიმშრალისა და აქერცვლისგან. ასევე, შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით. პროდუქტი ხელმისაწვდომია 18 ფერში, რაც საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენი კანის ტონს შესაბამისი ვარიანტი.
განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებსა და გლუტენს, რაც მას უსაფრთხოს ხდის მგრძნობიარე კანისთვისაც.
- Vichy-ის ტონალური კრემი DB — ვიშის ტონალური კრემი განკუთვნილია კანის ტონის გათანაბრებისა და დეფექტების დაფარვისთვის. მისი ფორმულა უზრუნველყოფს ხანგრძლივ მდგრადობას და ბუნებრივ იერს. პროდუქტი შეიცავს SPF 25-ს, რაც იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
პროდუქტი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერში, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენი კანის ტონს შესაბამისი ვარიანტი.
- Ziaja-ს BB კრემი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის — ეს არის სახის BB კრემი ტონალურის ელფერით ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ატენიანებს კანს, აუმჯობესებს სახის ფერს, ფარავს სიწითლეს, ლაქებსა და გაფართოებულ ფორებს. შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და პროვიტამინ B5, UVA/UBA ფილტრს, SPF 15.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account