ტრიპლიქსამი — პრეპარატი მაღალი წნევის წინააღმდეგ

ტრიპლიქსამი მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამალია. ის ძირითადად ტაბლეტების სახით გვხვდება. ეს პრეპარატი სამ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს — პერინოპრილს, ინდაპამიდსა და ამლოდიპინს. 

ჩვენს საზოგადოებაში ბევრ წამალზე გავრცელებულია შეხედულება, რომ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებული არის განსაკუთრებული თვისებების მქონე და სხვებზე უკეთესი.

მაგალითად, მსგავსი შეხედულებაა ტრიპლიქსამის თურქული წარმოების მედიკამენტებზე, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი ყველა ბრენდი შესაბამისი აღიარების მქონე მწარმოებელია და ყველა პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ტრიპლიქსამის დოზები

რაც შეეხება ტრიპლიქსამის დოზებს — ის სამი ძირითადი დოზირებით გვხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს წამალი სამ სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, ანოტაციასა და შეფუთვაზე მითითებულია სამივე მათგანის შემცველობა. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში გვხვდება:

ასე გაკეთებული წარწერა ნიშნავს, რომ მაგალითად, პირველი დოზირების შემთხვევაში თითოეული ტაბლეტი შეიცავს N1 დასახელების ნივთიერებას 10 მგ-ს, მეორე ნივთიერების 2.5მგ-ს, ხოლო მესამეს — 10მგ-ის ოდენობით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ამ მედიკამენტის სახეობა, რომელიც შეგხვდება ასეთი დოზირებით: ტრიპლიქსამი 10 მგ, ან ტრიპლიქსამი 5 მგ.

წამლის განსხვავებული დოზები განსხვავებულ შემთხვევაში ინიშნება და, შესაბამისად, მოიხმარება. მის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ პრეპარატის რეგულარული გამოყენება. 

ხშირად დასმული კითხვაა მედიკამენტის ღირებულებაც — ტრიპლიქსამის ფასი მრავალ გარემოებაზე არის დამოკიდებული: გადასახადები, წარმოების გაძვირება/გაიაფება, ექსპორტ-იმპორტის ზრდა თუ შემცირება. შესაბამისად, ფასი შეიძლება მერყეობდეს. 

რას გვეუბნება წამლის ანოტაცია — როგორ მოქმედებს ტრიპლიქსამი წნევაზე?

როგორც უკვე ითქვა, წამლის მიღებამდე უმჯობესია კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორედ ტრიპლიქსამია ის მედიკამენტი, რასაც უნდა ვიღებდეთ. 

თუმცა, არის მთელი რიგი დეტალები, რის შესახებ ანოტაციის გაცნობითაც მივიღებთ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოზებს შორის სხვაობის მიუხედავად, ტრიპლიქსამის სახეობების ანოტაცია მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ამიტომაც, თუკი მაგალითად ტრიპლიქსამის 10/2.5/10 დოზის ანოტაცია დაგეკარგათ, შესაძლოა, თქვენს კითხვაზე პასუხი ტრიპლიქსამის 5/1.25/5  ანოტაციაშიც იპოვოთ. 

მედიკამენტის ანოტაცია გვატყობინებს, რომ მასში შემავალი სამივე აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას და შემდეგ აკონტროლებს მას.

  • პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები. ის აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც უადვილებს გულს მათში სისხლის გადატუმბვას; 
  • ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება (რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება სულფონამიდის წარმოებულები ინდოლის ბირთვით). დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმლით წარმოქმნილი შარდის რაოდენობას. თუმცა ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზული საშუალებებისგან იმით, რომ იწვევს წარმოქმნილი შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას. 
  • ამლოდიპინი არის კალციუმის არხების მაბლოკირებელი (მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიჰიდროპირიდინები). მოქმედებს სისხლძარღვების მოდუნებით და სისხლი ადილად მოძრაობს მათ სანათურში. 

ტრიპლიქსამის მიღების წესი

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ტრიპლიქსამის მიღებამდე რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ მივიღოთ მედიკამენტი. მაგალითად, შესაძლოა, ტრიპლიქსამის მიღება რეკომენდებული არ იყოს იმ წამალთან ერთად, რომელსაც რეგულარულად ან თუნდაც დროგამოშვებით იღებთ. სწორედ ამიტომ, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, ვისაც თქვენი სამედიცინო ისტორია და მოხმარებული მედიკამენტები უკეთ ექნება შესწავლილი.

მკაცრი ზომები და მისი დალევისგან თავშეკავება საჭიროა, თუკი:

  • მედიკამენტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ხართ ალერგიული;
  • ტრიპლიქსამში შემავალი ნივთიერების სხვა ფორმით მიღების ფონზე თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს გივითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან კანის მწვავე გამონაყარი  - სამედიცინო ენაზე კვინკეს შეშუპება;
  • გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ენცეფალოპათია;
  • გაქვთ გულის უკმარისობა;
  • გაწუხებთ გულის შეტევის შემდგომი გულის უკმარისობა;
  • გაქვთ აორტის სტენოზი ან კარდიოგენური შოკი;
  • აღგენიშნებათ კალიუმის ნაკლებობა ან დეფიციტი;
  • გაწუხებთ თირკმლის სერიოზული დაავადებები;
  • იღებთ დიალიზს - იქიდან გამომდინარე, რომელი აპარატი გამოიყენება ჰემოფილტრაციის პროცედურაზე, შეიძლება ტრიპლიქსამის მიღება გეკრძალებოდეთ, ამიტომაც, მიმართეთ ექიმს;
  • თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის დაავადება (ტრიპლიქსამის მიღებისას დოზებით 10/2.5/5მგ და 10/2.5/10მგ);
  • თქვენი დიაგნოზი არის დიაბეტი, ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და იღებთ არტერიული წნევის შემამცირებელ ალისკირენის შემცველ პრეპარატებს;
  • იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს, რადგან, იზრდება კვინკეს შეშუპების რისკი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისა, არსებობს გაფრთხილებების ჩამონათვალიც, რაც უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე. ამიტომაც, უმჯობესია, თვითნებურად წამლის დალევამდე გაესაუბროთ ექიმს, ან ფარმაცევტს მაინც.

ვინ არ შეიძლება მიიღოს ტრიპლიქსამი?

პირველ რიგში, ტრიპლიქსამის მიღება ეკრძალებათ ბავშვებსა და მოზარდებს. 

ასევე, თუკი გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, აცნობეთ ექიმს. სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ტრიპლიქსამის მიღება შეწყდეს ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე, ან დადგომისთანავე. მედიკამენტის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე არ არის რეკომენდებული, ხოლო 3 თვეზე მეტ ვადაზე მისმა მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ტრიპლიქსამი არ ენიშნებათ არც ლაქტაციაზე მყოფ დედებს. ექიმი კონსულტაციის შემდეგ, როგორც წესი, არჩევს იმავე მოქმედების სხვა პრეპარატს მეძუძური დედებისთვის.

მედიკამენტის მიღება არაა რეკომენდებული ავტომობილის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობისას. ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი — ასეთ დროს დაუშვებელია საჭესთან დაჯდომა, ან მოწყობილობებზე მუშაობა. მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.