
ტრიმეკორი MR MR იშემიისა და გულის ანგინის საწინააღმდეგო საშუალებაა. მედიკამენტი ქართული წარმოებისაა, მისი მოქმედი ნივთიერება კი ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდია.
იშემია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის რომელიმე ნაწილს, ქსოვილს, ან ორგანოს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება. შესაბამისად, იზღუდება ჟანგბადის მიწოდებაც. ეს სისხლძარღვების შევიწროების ან დაბლოკვის შედეგად ხდება ხოლმე.
გულის ანგინა, თავის მხრივ, ტკივილი ან დისკომფორტია მკერდის არეში, რომელიც გულში ჟანგბადის უკმარისობისას იჩენს თავს.
ტრიმეკორი MR MR იშემიასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას გამოიყენება. ესენია:
- კარდიოლოგიაში: გულის იშემიური დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა: სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (მონოთერაპიის სახით ან კომბინირებული თერაპიის ფარგლებში);
- ოტორინოლარინგოლოგიაში: იშემიური წარმოშობის კოხლეო-ვესტიბულური დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სმენადობის დაქვეითება);
- ოფთალმოლოგიაში: იშემიური კომპონენტებით მიმდინარე ქორიორეტინალური დარღვევები.
როგორ მუშაობს ტრიმეკორი MR
შეგახსენებთ, რომ ტრიმეკორი MRს მოქმედი ნივთიერება ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდია. მისი შემცველობის მიხედვით გვხვდება ტრიმეკორი MR 35 მგ.
ტრიმეკორი MR ემერი იშემიურ და ჰიპოქსიურ უბნებში უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს არეგულირებს; ასევე ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის რაოდენობის შემცირებას. ეს პრეპარატი მემბრანის იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და უჯრედებს ჰომეოსტაზს უნარჩუნებს.
წამალი ტრიმეკორი MR ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის პროცესს აფერხებს; იგი გლუკოზის დაჟანგვას ზრდის და ხელს უწყობს, რომ გლიკოლიზისა და ჟანგვითი დეკარბოქსილირების პროცესებს შორის თანაფარდობა აღდგეს. ამ გზით ტრიმეტაზიდინი მიოკარდიუმს იშემიისგან იცავს.
პრეპარატი გულის ანგინის განვითარებას იმით აფერხებს, რომ ცხიმოვანი მჟავების ჟანგვითი პროცესები გლუკოზის დაჟანგვით ნაცვლდება.
ტრიმეტაზიდინი იშემიის დროს გულის კუნთისა და ნეიროსენსორული ორგანოების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს უწყობს ხელს; იგი ამცირებს უჯრედშიდა აციდოზს; გულის იშემიურ და რეპერფუზიულ ქსოვილებში ამცირებს პოლინუკლეარული ნეიტროფილების მიგრაციასა და ინფილტრაციას; ტრიმეტაზიდინი ხელს უწყობს, რომ მიოკარდიუმის დაზიანებული უბანი შემცირდეს. საგულისხმოა, რომ ამის პარალელურად იგი არ მოქმედებს სისხლის მიმოქცევის დინამიკაზე.
გულის იშემიური დაავადების დროს ტრიმეტაზიდინი კორონარულ რეზერვს აუმჯობესებს და ამით ამცირებს რისკებს, რომ ფიზიკური დატვირთვისას იშემია განვითარდება; ამას გარდა, ეს წამალი არტერიული წნევის მკვეთრ მერყეობას ზღუდავს და არ მოქმედებს გულის რიტმზე.
პრეპარატი სტენოკარდიული შეტევების სიხშირესა და ნიტრატებისადმი მოთხოვნილებას ამცირებს; იშემიური დისფუნქციის მქონე პაციენტებში იგი მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის ფუნქციას აუმჯობესებს.
ორგანიზმში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მისი მიღებიდან 5 საათში მიიღწევა. ტრიმეტაზიდინი შეუცვლელი სახით გამოიყოფა, ძირითადად თირკმლებიდან. ეს ნივთიერება ნახევარდაშლას 7 საათში განიცდის, თუმცა ხანდაზმულ პაციენტებში ეს დრო 12 საათია.
ტრიმეკორი MRს ინსტრუქცია — რა უნდა გავითვალისწინოთ წამლის მიღებამდე და მიღების შემდეგ
ტრიმეკორი MR MR III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, ანუ იგი აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მისი გამოყენება რეკომენდებული მაინც არაა. ეს, უმჯობესია, ექიმმა გადაწყვიტოს.
როდის არ შეიძლება ტრიმეკორი MRს მიღება
არ მიიღოთ ტრიმეკორი MR, თუ მის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. ამ წამლით მკურნალობა მიზანშეწონილი არაა არც ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
თუკი ლაქტაციის პერიოდში ტრიმეკორი MRს დანიშვნა გარდაუვალია, უმჯობესია, ძუძუთი კვება შეწყდეს. ეს იმიტომ, რომ უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში.
ტრიმეკორი MR ემერი სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვისაა განკუთვნილი და არა შეტევების კუპირებისთვის. პრეპარატი არ გამოიყენება არასტაბილური სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის საწყისი თერაპიის მიზნით.
ტრიმეკორი MR MR-ის გამოყენება არაა რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი 15 მლ/წთ-ზე ნაკლებია. ამ წამლის მიღება მიზანშეწონილი არაა ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.
ტრიმეკორი MRს მიღების წესი და შესაძლო გვერდითი მოვლენები
წამლის თითო ტაბლეტი დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ ჭამის დროს, დილასა და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული, ამას კი ექიმი განსაზღვრავს.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იშვიათად იჩენს ხოლმე თავს გულისრევა და ღებინება. შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციებიც წამალში შემავალ ნივთიერებებზე.
არ მოიძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრიმეტაზიდინი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებდეს. არაა აღწერილი დოზის გადაჭარბების შემთხვევებიც. ცნობილია, რომ პრეპარატი არ ზემოქმედებს ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულების უნარებზე.
პრეპარატი გამოშვებიდან 3 წლის განმავლობაშია ვარგისი. იგი 10-25°C ტემპერატურაზე ინახება სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account