სიფილისი - ყველაფერი ამ დაავადების შესახებ

 

სარჩევი:

რა არის სიფილისი

სიფილისის სიმპტომები

სიფილისის გამომწვევი მიზეზები

სიფილისის პრევენცია

პარტნიორის შეტყობინება და პროფილაქტიკური მკურნალობა

სიფილისის დიაგნოსტიკა

სიფილისის მკურნალობა

როდის მივმართოთ ექიმს

დასკვნა

 

სიფილისი არის ინფექცია, რომელიც ბაქტერიებითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით. დაავადება იწყება როგორც წყლული, რომელიც ხშირად უმტკივნეულოა და ჩნდება სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავზე ან პირში. სიფილისი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ამ წყლულებთან პირდაპირი კონტაქტით. ის ასევე შეიძლება გადაეცეს ბავშვს ორსულობისა და მშობიარობისას და ზოგჯერ ძუძუთი კვების დროს.

რა არის სიფილისი

ინფექციის გაჩენის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ბაქტერია მრავალი წლის განმავლობაში რჩება ორგანიზმში სიმპტომების გამოწვევის გარეშე. მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლებელია ინფექცია კვლავ გააქტიურდეს. მკურნალობის გარეშე სიფილისმა შეიძლება დააზიანოს გული, ტვინი, სხვა ორგანოები და გახდეს სიცოცხლისთვის საშიში.

სიფილისის განკურნება შესაძლებელია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, როგორც კი შეამჩნევთ სიფილისის რაიმე სიმპტომს. ყველა ორსულმა უნდა გაიაროს ტესტი სიფილისზე პირველი პრენატალური შემოწმების დროსაც კი.

სიფილისის სიმპტომები

სიფილისი ეტაპობრივად ვითარდება. სიფილისის სიმპტომები განსხვავდება თითოეულ ეტაპზე. სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება ერთი და იგივე თანმიმდევრობით. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს სიფილისის ბაქტერიით და წლების განმავლობაში არ ჰქონდეს არანაირი სიმპტომი.

პირველადი სიფილისი

სიფილისის პირველი სიმპტომია მცირე წყლული, რომელსაც შანკრი (SHANG-kur) ეწოდება. წყლული ხშირად უმტკივნეულოა. ის ჩნდება იმ ადგილას, საიდანაც ბაქტერია სხეულში შევიდა. სიფილისით დაავადებულთა უმეტესობას მხოლოდ ერთი შანკრი უვითარდება. 


შანკრი ხშირად ყალიბდება სიფილისის ბაქტერიასთან კონტაქტიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ. ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სიფილისი, ვერ ამჩნევს შანკრის. ეს იმიტომ, რომ იგი ჩვეულებრივ უმტკივნეულოა. ის ასევე შეიძლება იყოს დამალული საშოში ან სწორ ნაწლავში. შანკრი თავისით  იკურნება 3-დან 6 კვირამდე.

მეორადი სიფილისი

შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს პირველი შანკრის შეხორცებისას ან შეხორცებიდან რამდენიმე კვირაში.

სიფილისით გამოწვეული გამონაყარი:

  1. ახასიათებს ქავილი.
  2. წითელი ან მოწითალო-ყავისფერია.
  3. ხშირად რთულია მისი შემჩნევა.

გამონაყარი იწყება სხეულის სხვადასხვა ადგილზე: გულმკერდი, მუცელი, მენჯი და ზურგი. დროთა განმავლობაში, ის ასევე შეიძლება გამოჩნდეს კიდურებზე, ხელის გულებსა და ტერფებზე.


გამონაყართან ერთად ზოგჯერ პაციენტს აქვს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

მეორადი სიფილისის სიმპტომები შეიძლება გაქრეს თავისით. მაგრამ მკურნალობის გარეშე არის შანსი რომ დაავადება დაბრუნდეს. 

ლატენტური სიფილისი

თუ ადამიანი არ ჩაიტარებს მკურნალობას, დაავადება გადადის მეორადი სტადიიდან ლატენტურ სტადიაზე. ამას ასევე უწოდებენ ფარულ სტადიას, რადგან მას არ აქვს გამოკვეთილი სიმპტომები. ლატენტური ეტაპი ზოგჯერ გრძელდება წლების განმავლობაში. მკურნალობის გარეშე, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

მესამეული სიფილისი

ლატენტური სტადიის შემდეგ, სიფილისით დაავადებულთა 30%-დან 40%-ს, რომლებიც არ იტარებენ მკურნალობას, აქვთ გართულებები, რომლებიც ცნობილია როგორც მესამეული სიფილისი. მისი სხვა სახელია გვიანი სიფილისი.

დაავადებამ შეიძლება დააზიანოს:

  • ტვინი.
  • ნერვები.
  • თვალები.
  • გული.
  • სისხლძარღვები.
  • ღვიძლი.
  • ძვლები და სახსრები.

თანდაყოლილი სიფილისი

ორსულები, რომლებსაც აქვთ სიფილისი, ზოგჯერ დაავადებას ბავშვებს გადასცემენ. მუცლად მყოფი ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს პლანცეტას გავლით, რადგან იგი უზრუნველყოფს საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს საშვილოსნოში. 


ახალშობილებს თანდაყოლილი სიფილისის დროს ხშირად არ აქვთ სიმპტომები. მაგრამ მკურნალობის გარეშე, ბავშვს სხვადასხვა პრობლემა უვითარდება:

  1. წყლულები და გამონაყარი კანზე.
  2. ცხელება.
  3. გაუფერულებული კანი
  4. სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა, იგივე ანემია.
  5. შეშუპებული ელენთა და ღვიძლი.
  6. რინიტი.

სიფილისის გამომწვევი მიზეზები

სიფილისის გამომწვევია ბაქტერია Treponema pallidum. სიფილისის გავრცელების მთავარი გზა არის ინფიცირებული ადამიანის წყლულთან კონტაქტი ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს.

ბაქტერიები სხეულში შედიან კანში მცირე ჭრილობების ან ნაკაწრების მეშვეობით.

სიფილისი გადამდებია პირველად და მეორად სტადიებზე. ზოგჯერ ის ასევე გადამდებია ადრეულ ლატენტურ პერიოდში(ინფიცირებიდან ერთი წლის განმავლობაში).


იშვიათად, თუმცა სიფილისი შეიძლება გავრცელდეს ტუჩებზე, ენაზე, პირში, მკერდზე ან სასქესო ორგანოებზე არსებულ აქტიურ წყლულზე კოცნით ან შეხებით. როგორც აღვნიშნეთ, ასევე არის რისკი რომ ბავშვს გადაეცეს ორსულობისა და მშობიარობის და ზოგჯერ ძუძუთი კვების დროს.

სიფილისი არ გადადის იმ ნივთებთან შეხების შედეგად, რომლებსაც ინფიცირებული პირი შეეხო.

ასე რომ, თქვენ არ დაინფიცირდებით ერთი და იგივე ტუალეტის, აბანოს, ტანსაცმლის, ჭურჭლის, კარის სახელურების, საცურაო აუზების გამოყენებისას. განკურნების შემდეგ სიფილისი თავისთავად არ ბრუნდება. მაგრამ დაინფიცირების შანსი ისევ არის, თუ შეხება გაქვთ სიფილისის წყლულთან.

სიფილისის პრევენცია

სიფილისის ვაქცინა არ არსებობს. სიფილისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მიჰყევით ამ რჩევებს:

  1. უსაფრთხო სექსი. სიფილისის ბაქტერიასთან კონტაქტის თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი გზა სქესობრივი კავშირის არ ქონაა. თუ ადამიანი სექსუალურად აქტიურია, უსაფრთხო სექსი ნიშნავს ხანგრძლივ ურთიერთობას, რომელშიც თქვენ და თქვენს პარტნიორს გაქვთ სექსი მხოლოდ ერთმანეთთან და არცერთი თქვენგანი არ არის ინფიცირებული. სანამ ახალ ადამიანთან გექნებათ სექსი, ორივემ უნდა გაიაროთ ტესტი სიფილისზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სგგი).
  2. გამოიყენეთ პრეზერვატივი. პრეზერვატივი ამცირებს სიფილისის მიღების ან გავრცელების რისკს. მაგრამ პრეზერვატივი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ფარავს ინფიცირებული ადამიანის სიფილისის წყლულებს. სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არ ამცირებს სიფილისის რისკს.
  3. ყურადღებით იყავით ძუძუთი კვებისას. სიფილისი შეიძლება გადავიდეს მშობლისგან ბავშვზე ძუძუთი კვების დროს, თუ წყლულები არის ერთ ან ორივე მკერდზე. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ბავშვი ან სატუმბი მოწყობილობა წყლულს ეხება. 

პარტნიორის შეტყობინება და პროფილაქტიკური მკურნალობა

თუ ტესტებმა აჩვენა, რომ თქვენ გაქვთ სიფილისი, თქვენმა სქესობრივმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რათა მათაც დროულად ჩაიტარონ სიფილისის ტესტი. იგულისხმება, როგორც ამჟამინდელი პარტნიორი, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელთანაც გქონდათ კონტაქტი ბოლო სამი თვიდან 1 წლამდე. 

ორსულთა სკრინინგის ტესტები

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს სიფილისით და სიმპტომების არ ქონის გამო არ იცოდეს ამის შესახებ. დაავადებამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ჩვილს, ამ მიზეზით, ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყველა ორსულმა გაიაროს ტესტირება ამ დაავადებაზე.

სიფილისის დიაგნოსტიკა

ექიმმა უნდა ჩაატაროს ფიზიკური გამოკვლევა და ხშირ შემთხვევაში საჭიროა ტესტები:

  1. სისხლის ანალიზები. სწრაფ ტესტს შეუძლია სიფილისის დიაგნოსტირება.
  2. ცერებროსპინალური სითხის ტესტები. თუ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ შესაძლოა გქონდეთ ნეიროსიფილისი, ის შეამოწმებს ზურგის ტვინის მიდამოდან აღებულ სითხეს.
  3. Darkfield მიკროსკოპია. სიფილისის ბაქტერია ჩანს მიკროსკოპის საშუალებით კანის წყლულიდან ან ლიმფური კვანძიდან აღებულ სითხეში.

სიფილისის მკურნალობა

სიფილისი განკურნებადია, როცა დიაგნოზი დროულადაა დასმული და სწრაფადვე იწყება მკურნალობა. მაგრამ თუ მკურნალობა დაგვიანდა, მას შეუძლია სამუდამოდ დააზიანოს გული და ტვინი ინფექციის გაქრობის შემდეგაც კი.


იმის გამო, რომ სიფილისი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. მნიშვნელოვანია დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტის მიღება, მაშინაც კი, თუ თქვენი სიმპტომები გაქრება.


არ გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი, სანამ ინფექცია მთლიანად არ გაქრება. აცნობეთ თქვენს სექსუალურ პარტნიორებს, რათა დროულად ჩაიტარონ მკურნალობა. თუ თქვენი პარტნიორი ინფიცირებულია და არ მკურნალობს, შესაძლოა თქვენ ხელახლა დაგაინფიციროთ.

სიფილისით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს აქვს იმუნური სისტემის რეაქცია, რომელსაც ეწოდება იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია პირველი მკურნალობიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ეს შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუჭის აშლილობას, გამონაყარს ან სახსრებისა და კუნთების ტკივილს. ეს პრობლემები ჩვეულებრივ ქრება 24 საათის განმავლობაში.


დოქსიციკლინი არის მედიკამენტი, რომელიც შარდსასქესო ორგანოების ინფექციების დროს გამოიყენება (მათ შორის გონორეა, პირველადი და მეორადი სიფილისი).

როსისეპტინი ინიშნება ექიმის მიერ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკისთვის: გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალური ჰერპესი და ა.შ.

ვაგინალური სანთელი ჰექსიკონი ვენერული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება, მათ შორისაა სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი და სხვა.


შეგახსენებთ, რომ ყველა მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.

როდის მივმართოთ ექიმს

თქვენ ან სექსუალურ პარტნიორს გაქვთ სიფილისის სიმპტომები
სექსუალურმა პარტნიორმა გითხრათ, რომ აქვს სიფილისი ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი)
თქვენ ახლახან გქონდათ სექსი ახალ პარტნიორთან და არ გამოგიყენებიათ პრეზერვატივი
თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას და ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ სიფილისი
მიიღეთ ნარკოტიკი ნემსის გამოყენებით, რომელსაც იყენებდა ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სიფილისი.

დასკვნა

სიფილისი არის უაღრესად გადამდები დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოწვეულია სქესობრივი კონტაქტით. ის 100%-ით განკურნებადია, თუ სამედიცინო სპეციალისტი დროულად ჩაერთო საქმეში და მკურნალობა შესაბამისი ანტიბიოტიკებით წარიმართა.