რონოციტი — ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალება

იშემიური ინსულტის მწვავე ფაზის, ქალა ტვინის ტრავმის, ან ამ მდგომარეობების ნევროლოგიური შედეგების, ასევე თავის ტვინში სისხლძარღვთა დარღვევებით, ან დეგენერაციული პროცესებით გამოწვეული ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ ექიმები მედიკამენტ რონოციტს ხშირად ნიშნავენ. 

 

რინოციტი აქტიური ნივთიერების სახით ციტიკოლინს შეიცავს, მედიკამენტის საერთაშორისო დასახელებაც ციტოკოლინია. 

 

სააფთიაქო ქსელში მედიკამენტი ხელმისაწვდომია თეთრი ფერის, მრგვალი და ორმხრივამოზნექილი ტაბლეტების სახით არის. მედიკამენტი ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებებისა და ფსიქო მასტიმულატორების, ნოოტროპების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

როგორია რონოციტის მოქმედების მექანიზმი

 

რინოციტის აქტიური კომპონენტი ციტიკოლინი აუმჯობესებს ისეთი მემბრანული სტრუქტურების ფუნქციონირებას, როგორიც არის იონური ტუმბოები და რეცეპტორები, რომელთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ნერვული იმპულსების ნორმალური გატარება. 

 

ციტოკლინი ახერხებს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებით მოქმედებას, შესაბამისად თავის ტვინის შეშუპებას ამცირებს. 

 

ექსპერიმენტული კვლევებით ციტიკოლინის სხვა სასარგებლო თვისებებიც არის გამოვლენილი:

 

  • ციტიკოლინი უზრუნველყოფს ნერვული უჯრედების ენერგეტიკული მარაგის შენარჩუნებას;
  • ციტიკოლინი პროფილაქტიკურ ნეირო დამცველობით მოქმედებას ავლენს ტვინის იშემიის დროს;
  • ციტიკოლინი ზრდის ყურადღებისა და ცნობიერების ხარისხს, ხელს უწყობს ამნეზიის, კოგნიტიური ან სხვა გამოვლინებებთან, რაც თავის ტვინის იშემიას უკავშირდება.

ვის შეუძლია პრეპარატის მიღება და როგორია რეკომენდებული დოზირება?

 

როგორც ყველა წამალი, რონოციტიც ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის მიღება. მოზრდილებმა კი ის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ, ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულებითა და დოზირებით. 

 

ანოტაციის მიხედვით, რონოციტის რეკომენდებული დოზა არის 500-2000მგ/დღე-ღამეში. თუმცა მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, კონკრეტული პაციენტის საჭიროებების შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს დოზირების დაზუსტებაც.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ რონოციტის მიღებამდე?

 

მრავალი და სხვადასხვაგვარი რეაქციები შეიძლება განვითარდეს, როგორც გვერდით მოვლენა. ამიტომ იყავით ყურადღებით ყოველგვარ დისკომფორტთან და შემაწუხებელ სიმპტომთან მიმართებაში. მაგალითად, როგორიცაა ტრემორი, ქოშინი, გულისრევა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, ჭინჭრის ციება, ან სხვა. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და აცნობეთ ექიმებს დეტალურად, თუ რომელ მედიკამენტებს იღებთ. 

 

საყურადღებოა რონოციტის სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება, ამიტომ თქვენს მკურნალ ექიმს, წამლის დანიშვნამდე, დეტალურად გააცანით სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელსაც იღებთ. 

 

არ მიიღოთ მედიკამენტი, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგიული რეაქციები მის შედგენილობაში არსებულ აქტიურ, ან დამხმარე ნივთიერებებზე. 

 

ასევე უკუნაჩვენებია რონოციტის მიღება თუკი პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი მომატებული გაქვთ. არც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიიღოთ რონოციტი, რადგანაც ამ მდგომარეობაში პრეპარატის გამოყენების ეფექტების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.