როგორ შევარჩიოთ შამპუნი ცხიმიანი სკალპისთვის?

ცხიმიანი სკალპი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ზედმეტი ცხიმი არამარტო ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის, არამედ შეიძლება, უამრავ პრობლემაში გადაეზარდოს. თუ ყოველდღიური დაბანა უკვე ჩვევად გექცათ და თმა მაინც სწრაფად გიცხიმიანდებათ, ეს იმის ნიშანია, რომ სკალპის მოვლის სტრატეგია უნდა შეცვალოთ. 

ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ უნდა შევარჩიოთ შამპუნი ცხიმიანი სკალპისთვის, რა ინგრედიენტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ ავიცილოთ თავიდან პროდუქტის არასწორი არჩევანი და რა ნაბიჯებით შეიძლება თმისა და სკალპის ჯანმრთელობა აღვადგინოთ. სწორი შამპუნის არჩევა არა მხოლოდ თქვენს თმას მისცემს სასურველ იერს, არამედ ხელს შეუწყობს ცხიმის ბალანსის რეგულირებას და თავის კანის გაჯანსაღებას. 

რა იწვევს ცხიმიან სკალპს? 

ცხიმიანი სკალპის პრობლემა ხშირად განპირობებულია ჰორმონალური დისბალანსით, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებებით ან ცხოვრების სტილით. ამასთან, არასწორი შამპუნი კიდევ უფრო მეტად ართულებს სიტუაციას, რადგან შეუძლია კანის ზედმეტი გაშრობა, რაც ცხიმის გამოყოფას უწყობს ხელს. ცხიმიანი კანის შემთხვევაში მემკვიდრეობაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თუ მშობლებს აქვთ ცხიმიანი კანი ან თმა, დიდი ალბათობით თქვენც გექნებათ მსგავსი პრობლემა.

ცხიმიანი საკვები, სწრაფი კვების პროდუქტები და ზედმეტი შაქარი, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ცხიმის გამომუშავებაზე. ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, განსაკუთრებით B ვიტამინების ნაკლებობაც იწვევს მსგავს პრობლემას. აღსანიშნავია, ქრონიკული სტრესი და ნერვიულობა, რაც ზრდის კორტიზოლის დონეს ორგანიზმში. ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.

ცხელი და ტენიანი კლიმატი, მტვერი და დაბინძურებული გარემო ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას. ამასთანავე, არასწორმა და არასაკმარისმა ჰიგიენამ (მაგალითად, თავის კანის იშვიათი დაბანა) შეიძლება გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება.

როგორ ვუმკურნალოთ ცხიმიან სკალპს? 

ცხიმიანი სკალპის მკურნალობა მოიცავს სწორი მოვლის საშუალებების შერჩევას, ცხოვრების სტილის შეცვლასა და თავის კანის ბალანსის აღდგენას. შეარჩიეთ სწორი შამპუნი, უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ შამპუნებს, რომლებიც არ აშრობენ სკალპს და არ აძლიერებენ ცხიმის გამომუშავებას. კარგი არჩევანი იქნება თიხაზე, სალიცილის მჟავაზე ან ჩაის ხის ზეთზე დაფუძნებული პროდუქტები.

ცხიმიანი სკალპის შემთხვევაში, ხშირი დაბანა პრობლემას არ წყვეტს და პირიქით, აძლიერებს ცხიმის გამომუშავებას. სცადეთ თმის დაბანა ყოველ მეორე ან მესამე დღეს, რათა ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება აღდგეს. თმის დაბანის დროს ნაზი მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სკალპიდან ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად შამპუნის ეფექტურ მოქმედებას.

მოერიდეთ ცხიმიანი და სწრაფი საკვების მოხმარებას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას. დაამატეთ რაციონში ბოსტნეული, ხილი და ვიტამინებით მდიდარი საკვები. დასვენება, მედიტაცია ან სტრესის შემცირების სხვა მეთოდები ხელს შეუწყობს პრობლემის მართვას.

თავი აარიდეთ ძლიერი ქიმიური საშუალებების, როგორიცაა ალკოჰოლის შემცველი სპრეები ან გელის გამოყენებას და, პირიქით, გამოიყენეთ ცხიმიანი სკალპისთვის ეფექტური ბუნებრივი საშუალებები.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ცხიმიან სკალპთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

  1. Vichy-ის შამპუნი ცხიმიანი თმისთვის — ვიშის ეს შამპუნი, რომელიც სულფატების, პარაბენებისა და სილიკონისგან თავისუფალია, განკუთვნილია ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის; ასევე, მგრძნობიარე სკალპისთვის. ის არა მხოლოდ ამშვიდებს თავის კანს, არამედ იცავს მას სხვადასხვა ქიმიური ფაქტორისგან — ხსნის გაღიზიანებისა და ქავილის ნიშნებსაც. შამპუნის შემადგენლობაში შედის სენსირილი და გლიცერინი, რაც თმის დატენიანებას, კვებასა და გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან დაცვას უწყობს ხელს. ამასთან, ამაგრებს თმის ძირებს.
  2. Bioderma-ს NODE შამპუნი G ცხიმიანი თმისთვის — ბიოდერმას გამწმენდი შამპუნი სპეციალურად ცხიმიანი თმისა და სკალპისთვისაა შექმნილი. Nodé G შამპუნი ნაზად ასუფთავებს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ასუფთავებს თავის კანს. შედეგად, თმა უფრო რბილი და მსუბუქია. რაც მთავარია, იცავს თმისა და სკალპის ბალანსს, შეიცავს რბილ, გამწმენდ საშუალებებს. ნაზად ასუფთავებს თმას და ამცირებს გაღიზიანების რისკს. დაბალანსებულ ფორმულას აქვს გამწმენდი, მოცულობის გამაძლიერებელი და ანტისტატიკური თვისებები. 
  3. Echosline-ის შამპუნი დელიკატური Balance — ეკოსლაინის შამპუნი ხელს უწყობს ქავილისა და გაღიზიანების შემცირებას. განკუთვნილია ცხიმიანი და ქერტლიანი თმისთვის — დეტოქსისა და ცხიმის დამაბალანსებელი აქტიური ინგრედიენტების წყალობით, აშორებს ქერტლს და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას. შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს.