როგორ მოვუაროთ პირის ღრუს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ პირის ღრუს სახლის პირობებში

პირის ღრუს მოვლა ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც მრავალ კომპონენტს აერთიანებს

 ლამაზი ღიმილი დიდხანს რჩება ადამიანის ცნობიერებაში და იქცევა ერთგვარ სავიზიტო ბარათად, რომლითაც სხვებს ამოიცნობს. ამ ყველაფრის უკან კი, პირის ღრუს მოვლის მთელი ხელოვნება დგას, რომელიც ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის შესაბამის ჰიგიენას აერთიანებს.

გაიხეხეთ კბილები

რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, სტომატოლოგიური კაბინეტში ვიზიტის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია კბილების გახეხვის სწორ ტექნიკას ვფლობდეთ. გახეხვის ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში:

-         არ წარმოიქმნება ნადები კბილზე

-         შესაბამისად, გაჭიანურდება ან საერთოდ არ მოხდება კბილის დაზიანება

-         ნაკლებია კარიესის განვითარების რისკი

რჩევები:

-         განსაზღვრეთ გსურთ მანუალური თუ ელექტრო ჯაგრისის გამოყემება და სწორად შეარჩიეთ ის. მოერიდეთ ძალიან ხისტ, ან ზედმეტად რბილ ჯაგრისს. სასურველია გაიაროთ კონსულტაცია სტომატოლოგთან და ერთად შეარჩიოთ ჯაგრულების სისქე და სიხშირე

-         გაითვალისწინეთ ჯაგრისის დახრის კუთხე. ჯაგრულების ზედაპირი თანაბრად უნდა ეხებოდეს როგორც ღრძილს, ასევე კბილს.

-         იყავით ფრთხილი. აქცენტი გააკეთეთ წრიულ, ნაზ მოძრაობებზე

-         ხეხვის პროცესი უნდა გაგრძელდეს 1-2 წუთის მანძილზე

იზრუნეთ მთლიან პირის ღრუზე

ხშირი შეცდომაა მხოლოდ კბილების გასუფთავება. რეალურად, ბაქტერია თავს კომფორტულად გრძნობს თქვენს ენაზეც, ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეთ სპეციალური ჯაგრისით მისი გასუფთავება.

მართლაც მთლიან პირის ღრუზე

საკვები ნარჩენების დიდი რაოდენობა კბილთაშორის, რთულად მისადგომ სივრცეებში რჩება. საბედნიეროდ, სამედიცინო მიღწევები ამარტივებს მათგან გათავისუფლებას. შეგიძლიათ აირჩიოთ კბილის ძაფი, იგივე ფლოსი, რომელიც დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. სწორად შერჩეული ტექნიკით არ დაიზიანებთ ღრძილს, თუმცა იდეალურად გაისუფთავებთ კბილთაშორის სივრცეებს.

პასტა/სავლები - ანუ ყველაფერი რაც გჭირდებათ პროცედურისთვის

პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ კბილის პასტის შერჩევისას სწორი მოლოდინი უნდა გვქონდეს. ის არ გააღიავებს მინანქარს, სრულად ვერ დაიცავს  დაზიანებისგან და ვერ ჩაანაცვლებს სტომატოლოგიურ კაბინეტში წმენდის საჭიროებას. მისი მთავარი ფუნქციაა ნაკლებად ქიმიური შემადგენლობით სრულყოფილად მოაშოროს ნადები კბილის ზედაპირს.

მოცემულ ეტაპზე ბაზარზე ფართო არჩევანია. პასტები დაყოფილია კონკრეტული პრობლემის მოგვარების ან ჩვენების მიხედვით.

 

1) საბავშვო

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პატარა შეეჩვიოს კბილების რუტინულ ხეხვას. ამას კიდევ უფრო ამარტივებს საბავშვო პასტები გემრიელი არომატითა და სპეციალიზირებული ფორმულით.

2) მათეთრებელი

მიუხედავად იმისა, რომ მითია თითქოს რომელიმე კბილის პასტას შეეძლოს მინანქრის გათეთრება, ფაქტია, რომ სტომატოლოგის კაბინეტში ჩატარებული მანიპულაციის ეფექტის გახანგრძლივება ნამდვილად შეუძლია.

3) მგრძნობიარე/პრობლემური ღრძილებისთვის

პაროდონტიტის მკურნალობის პროცესში სპეციალური საშუალების შერჩევაა აუცილებელი, რისთვისაც კონსულტაციის გავლა სტომატოლოგთან აჯობებს.

4) მგრძნობიარე კბილებისთვის

5)ნადების საწინააღმდეგო

6) მინანქრის აღმდეგნი

7) სხვა.

შემდეგი ეტაპი - სავლები

ანტიბაქტერიული მოქმედებისა და კბილის პასტის ეფექტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებას სავლები წარმოადგენს, რომელიც ასევე სხვადასხვა ჩვენების მიხედვით ირჩევა. ზემოთ აღნიშნული მოქმედების გამო აჯანსაღებს სუნთქვას და ახანგრძლივებს სისუფთავის შეგრძნებას.

გამოიყენეთ ირიგატორი

სრულყოფილი ჰიგიენა წარმოუდგენელია ირიგატორის გარეშე. სხვადასხვა სიმძლავრის იმპულსით წყლის ჭავლის  კბილის ყველა მხარეს მიმართვა სრულყოფილად მოგაშორებთ საკვების ნარჩენებს ყველაზე მიუღწევადი წერილებიდანაც კი, არ დააზიანებს მინანქარს, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დაგიამებთ ღრძილებს. ირიგატორები სხვადასხვა კატეგორიისაა:

საოჯახო ირიგატორის წყლის ავზი გაცილებით დიდია, მორგებულია ოჯახის 3-4 წევრის საჭიროებებს, მოყვება რამდენიმე თავი და გამოყენებისას საჭიროებს დენის წყაროს.

ინდივიდუალური ირიგატორი კომპაქტურია. დატენვის შემდგომ 2-3 დღის მანძილზე შეძლებთ მანიპულაციის შესრულებას ელემენტის დამუხტვის გარეშე.

ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელია, როგორც დილის, ასევე ღამის რუტინაში.

აღნიშნული მარტივი ინსტრუქცია დიდი ხნით აგარიდებთ თავიდან სტომატოლოგის კაბინეტში ვიზიტის აუცილებლობას, შეგინარჩუნებთ ლამაზ ღიმილს და პირის ღრუს სრულყოფილ ჰიგიენას.