
ზოგჯერ ადამიანებს კონკრეტული მოვლენის გახსენება გვიჭირს, მაგალითად, სად დავდეთ ესა თუ ის ნივთი, დავკეტეთ თუ არა კარი, გვავიწყდება ჩანიშნული შეხვედრები და სხვა.
ამის მიზეზი მეხსიერების პრობლემაშია, რომელსაც თავის მხრივ სხვა მიზეზები ედება საფუძვლად; მაგალითად: ყურადღების დეფიციტი, დეპრესია, შფოთვა, ძლიერი სტრესი, ძილის დარღვევები, ზოგიერთი მედიკამენტი (განსაკუთრებით სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები), ვიტამინების ნაკლებობა (განსაკუთრებით B, B12-ის), ასაკი (რისკ-ფაქტორებს შორისაა 75 წელს ზემოთ ასაკი), ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ჩუმი ინფარქტი), თავის ტრავმა და სხვა.
მეხსიერების დაქვეითების დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. მკურნალობის სტრატეგიაც სწორედ ამის მიხედვით შეირჩევა.
მეხსიერების გასაუმჯობესებელი არაერთი პრეპარატი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბილობილი, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
როგორია ბილობილის შედგენილობა და გამოყენების ჩვენებები
ბილობილი მცენარეული პრეპარატია, რომლის ერთი კაფსული შეიცავს 120 მგ გინკო ბილობას ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, 26.4 – 32.4 მგ ფლავონურ გლიკოზიდს, 3.36 – 4.08 მგ A, B, C გინკგოლიდებს, 3.12 – 3.84 მგ ბილობალიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის (მაისის) სახამებელი, ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი შეიცავს: რკინის შავ, წითელ და ყვითელ ოქსიდებს, ტიტანის დიოქსიდს და ჟელატინს.
ბილობილი ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობისათვის შემდეგი შემთხვევის დროს:
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებით, თავბრუხვევით, ყურებში ხმაურით, თავის ტკივილით, ძილის დარღვევით, აპათიითა და საერთო სისუსტით;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია, შემდეგი გამოვლინებებით: ტკივილი სიარულის დროს, დაბუჟება, სიცივის შეგრძნება და ჩხვლეტა კიდურებში.
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
- დიაბეტური რეტინოპათია.
მიღების წესი და დოზები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და ფუნქციის დარღვევების დროს: უნდა მიიღოთ 1 კაფსული ბილობილი 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადიისას რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღეში 1-ჯერ, სასურველია დილით.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა.
მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ გამოვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), მკურნალობის კურსის ხანგრძლივობამ სულ მცირე 3 თვე უნდა შეადგინოს. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ბილობილის მიღება, გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ, რადგან თუ ბილობილის მომდევნო დოზის მიღების დრო დადგა, პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება და მკურნალობა ჩვეული სქემის მიხედვით უნდა განაგრძოთ.
რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ბილობილის მიღებას?
პრეპარატის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა გინკგოს ექსტრაქტის ან ბილობილის შედგენილობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბილობილმაც შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს:
- თავის ტკივილი;
- კუჭ-ნაწლავის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევები;
- ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, გაწითლება, შეშუპება).
მძიმე გვერდითი მოვლენების, ან ისეთი ნიშნების განვითარების შესახებ, რომლებიც ანოტაციაში აღნიშნული არ არის, აუცილებლად მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოთ.
ბილობილის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული ბილობილის მიღება სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებთან ერთად (კუმარინული ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), რადგან ამ პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი.
ასევე სიფრთხილით უნდა მიიღოთ ბილობილი შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან:
- ანტიეპილეფსიური პრეპარატები (მაგალითად. ვალპროატი, ფენიტოინი) - ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ეპილეფიის შეტევების განვითარების შესაძლებლობა.
- პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემით.
შეიძლება თუ არა ბილობილის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში? — სიფრთხილის ზომები
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბილობილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
ბილობილის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში ბილობილის მიღება უნდა შეწყდეს.
ასევე, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევა, ლაქტოზური უკმარისობა და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევები.
არ არის რეკომენდებული ბილობილის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account