
როგორც ამლესას ანოტაციაში ვკითხულობთ, ის შედგება ორი ინგრედიენტის პერიდოპრილისა და ამლოდიპინისგან. პრეპარატის შეფუთვაზე მითითებული მილიგრამები სწორედ ამ ორი ინგრედიენტის პროპორციულ შემცველობას გვამცნობს.
მაგალითად, ამლესა 4მგ/5მგ შეიცავს პერიდოპრილის 4, და ამლოდიპინის 5 მილიგრამს, ხოლო ამლესა 8მგ/10მგ შესაბამისად პერიდოპრილის 8, ხოლო ამლოდიპინის 10 მილიგრამს.
ამ ინგრედიენტების კომბინაცია გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შესამცირებლად. მაღალი წნევების შემამსუბუქებელი თერაპია ამცირებს გულის შეტევის, გულის უკმარისობის ან თირკმლების პრობლემების რისკებს.
პერიდოპრილი აფერხებს ანგიოტეზინი II-ის მაწარმოებელ ფერმენტს. ანგიოტეზინი II არის ჰორმონი, რომელიც ავიწროებს არტერიებს და ამაღლებს არტერიულ წნევას. მისი შეფერხება საშუალებას აძლევს არტერიებს, რომ გაფართოვდნენ და წნეხი შეიმსუბუქონ.
ამლოდიპინის მაგვარ პრეპარატებს კალციუმის არხების ბლოკატორებს უწოდებენ. კალციუმის დაგროვება გულისა და არტერიების კუნთოვან ქსოვილში მათ შეკუმშვას და სისხლის მიმოქცევის გართულებას იწვევს. ამლოდიპინი კალციუმის ნაკადის შეფერხებით ახერხებს არტერიების კუნთოვანი ქსოვილის განტვირთვას და გაფართოებას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამლესას ორივე ინგრედიენტი ამსუბუქებს წნეხს არტერიებზე და აადვილებს გულის მიერ სისხლის გადაზიდვას.
როგორ მივიღოთ ამლესა
ამლესას ინსტრუქცია ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის. მისი გამოყენება აუცილებლად უნდა შეათანხმოთ ექიმთან და მიჰყვეთ მის დანიშნულებას.
არსებობს ამლესას 4/5 ან ამლესას 4/10 და სხვა დოზის კომბინაციები. ძირითად შემთხვევებში, საწყისი დოზირება დაბალია და თერაპიის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, რათა უკეთესად მოერგოს თქვენს საჭიროებებს. მედიკამენტის მიღება შეგიძლიათ ორალურად.
ამლესას უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
ამლესას გამოყენებამდე აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ გაქვთ რამე სახის ალერგიები, რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.
ფეხმძიმობის დროს მოერიდეთ ამლესას გამოყენებას, რადგან მედიკამენტმა შეიძლება მძიმე ზიანი მიანიჭოს ჩანსახს. ამლესას გამოყენება ასევე არაა რეკომენდებული საკუბიტრილის ან ალისკირენის შემცველობის მედიკამენტებთან ერთად.
ამლესას გამოყენების დროს ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია:
- სახის, ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება;
- ხელების ან ტერფების დაბუჟებას და ჩხვლეტის შეგრძნება;
- უჩვეულო მომატება ან დაკლება წონაში.
ამ სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ მიმართოთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account