
ჰემოროი, იგივე ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელს მსოფლიოში, პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის კი პირველ ადგილზეა.
დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში სისხლის უკუდინების დარღვევაა, რა დროსაც სწორი ნაწლავისა და ანუსის ქვედა ნაწილში ვენები შეშუპებული და გაფართოებულია.
ბუასილის შესახებ - რამდენად ხშირია და როგორ მკურნალობენ ჰემოროის?
ჰემოროი უფრო ხშირად გვხდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და ასაკის მატებასთან ერთად მისი განვითარების რისკი იზრდება. იგი უფრო ხშირია კაცებში, მაგრამ ზოგიერთ კვლევებში სქესის მიხედვით განაწილება თანაბარია.
ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული და სახიფათო პათოლოგია განვითარდეს, როგორიცაა: გამოვარდნილი კვანძების დაზიანება, მათი თრომბოზი, მაცერაცია. მწვავე ბუასილი შესაძლოა ასევე გართულდეს მასიური სისხლდენით, ჰემოროიდული კვანძის ქსოვილების ნეკროზით, ჩირქოვანი პარაპროქტიტით, სეფსისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, ექიმ პროქტოლოგს მიმართოთ.
ბუასილის მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით - მედიკამენტურად ან ქირურგიულად. კონკრეტული მეთოდი დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და სიმძიმეზე.
მედიკამენტური მკურნალობისას, ძირითადად ინიშნება ბუასილის საწინააღმდეგო, ლოკალურად სახმარი სუპოზიტორები ე.წ სანთლები ან კრემები, რომლებიც შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ხშირად დანიშნვადი პრეპარატია - რელიფი, რომელიც წარმოდგენილია როგორც რექტალური სანთლების, ასევე მალამოს სახით და გამოიყენება ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი გამოვლინებების სამკურნალოდ.
რა ნივთიერებები შედის რელიფის შედგენილობაში?
რელიფის რექტალური სანთლების შედგენილობაში შედის: ჰიდროკორტიზონის აცეტატი, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი, კაკაოს ცხიმი, კალციუმის გაუწყლოებული ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
რელიფის მალამოს შედგენილობაში შედის: ზვიგენის ღვიძლის ქონი, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილ- და პროპილპარაბენი, ლანოლინი, ბენზონის მჟავა, სიმინდის ზეთი, გლიცერინი, ლანოლინის სპირტი, პარაფინი, გამოხდილი წყალი, ქონდრის ზეთი, ვიტამინი, თეთრი ცვილი.
როგორ და რა დოზებით უნდა გამოიყენოთ რელიფი?
რექტალური სანთლები - შეიყვანება უკანა ტანში, ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ, თითო სუპოზიტორია 4-ჯერ დღე-ღამეში - დილას, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ.
რელიფის მალამო - გამოიყენება ასევე ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. თავდაპირველად აპლიკატორს უნდა მოხსნათ დამცავი თალფაქი, მიამაგროთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნოთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად უნდა დაიდოთ დაზიანებულ უბანზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე - დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ. ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე თბილი წყლით და მოათავსოთ დამცავ თალფაქში.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ, დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ამტანობისა და მიღებული ეფექტების გათვალისწინებით.
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
პრეპარატის რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია, აღინიშნოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, უძილობა, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერნატრიემია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, იმუნური სისტემის დაქვეითება, ტკივილი და დისკომფორტი გულის არეში, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გაძნელება, ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, გაღიზიანება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ოლიგოურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ეროზია და წყლული, ოსტეოპოროზი.
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. მკურნალობა სიმპტომატიკურია.
როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი?
რელიფის რექტალურ სანთლები და მალამო ინიშნება ქრონიკული ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სისხლძარღვთა შემავიწროებელი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
იგი ამცირებს ქავილის ინტენსივობას, ასევე ხელს უწყობს ჭრილობების და ეროზიების შეხორცებას, ამცირებს ექსუდაციას (სითხის გადმოსვლა ქსოვილის ანთებად უბანში), აჩერებს სისხლდენას.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს რელიფის გამოყენებისას?
როგორც რექტალური სანთლების, ასევე მალამოს გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად (ძირითადად დოზის გადაჭარბების შემთხვევაში), შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორებიცაა:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი: გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, რეფლექტორული ბრადიკარდია.
- კანისა დაკანქვეშა ქსოვილების მხრივი: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.
- ნერვული სისტემის მხრივი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი, უძილობა, შფოთვა, წამოხურება.
იმ შემთხვევაში თუ განვითარდა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღწერილი არ არის, აუცილებელია შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და შეატყობინოთ მკურნალ ექიმს.
ვისთვის არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება და ვინ უნდა მოიხმაროს იგი სიფრთხილით?
რელიფის სანთლებისა და მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის:
- ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით პრეპარატის ინგრედიენტებზე;
- 12 წლამდე ასაკში;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის რითმის ტაქსისქოლური დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმისა ან ღვიძლის დაავადებები, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება, თრომბოემბოლური დაავადება (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ექიმთან შეთანხმებითა და მეთვალყურეობით.
როგორია რელიფის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული რელიფის ერთდროული გამოყენება: სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან (მათი ორგანიზმიდან გამოსვლის გზების მიუხედავად) და ანტიჰიპერტენზული საშუალებებთან ერთად (ბეტა-ადრენობლოკატორები).
სიფრთხილეა საჭირო რელიფის ერთდროული გამოყენებისას: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, პრეპარატებთან, რომლების გავლენას ახდენენ გულის გამტარებლობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები); შაქრის დონის დამწევ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ბარბიტურატებთან; ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნას (მაგ: შარდმდენები);
პრეპარატ რელიფის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი მიღების შეწყვეტიდან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account