რა არის ურეთრიტი და როგორია მისი მკურნალობის გზები?

ურეთრიტი, ურეთრის ანთება, არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე, რაც იწვევს დისკომფორტს და ხშირად მტკივნეულ შარდვას. ეს ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ბაქტერიით, მათ შორის Escherichia coli, Neisseria gonorrhoeae და Chlamydia trachomatis. 

ზოგიერთ შემთხვევაში, არაინფექციურმა ფაქტორებმა, როგორიცაა ქიმიური გამაღიზიანებლები ან ტრავმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტი. 

საშარდე მილის ანთება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მის ცხოვრების ხარისხსა და ემოციურ კეთილდღეობაზე. ადრეულმა დიაგნოსტირებამ და მკურნალობამ კი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს შედეგები და თავიდან აგვაცილოს პოტენციური გართულებები, როგორიცაა ინფექციის გავრცელება საშარდე გზების ან რეპროდუქციული სისტემის სხვა ნაწილებზე. 

ურეთრიტის რამდენიმე სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია:

  1. გონოკოკური ურეთრიტი, რომელიც გამოწვეულია გონორეით;
  2. არაგონოკოკური ურეთრიტი (NGU) გამოწვეულია სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, გარდა გონორეისა;
  3. არასპეციფიკური ურეთრიტი (NSU) ეწოდება ურეთრიტს, რომელსაც არ აქვს ცნობილი მიზეზი.

ურეთრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კლივლენდის კლინიკის ცნობით, ყოველწლიურად ამ დაავადების მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 მილიონამდე ადამიანი ავადდება. მათგან 3 მილიონის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი არ არის გონორეა. 

გლობალური მასშტაბით ყოველწლიურად 62 მილიონამდე ახალი ქეისი გვაქვს, როცა გამომწვევი მიზეზი დაავადება გონორეაა და 89 მილიონი შემთხვევა კი მაშინ გვხვდება, როცა ურეთრიტი სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით არის გამოწვეული.

გარდა ამისა, კლივლენდის კლინიკაში სტატისტიკაზე საუბრისას გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა გამოგვრჩეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც ხშირად მხოლოდ გართულებების შემდეგ აკითხავენ ექიმს და იქამდე წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ დაავადების მატარებლები არიან.

როგორია ურეთრიტის სიმპტომები?

ურეთრიტს უმეტესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მკურნალობა დროულად მოხდეს.

ურეთრიტის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • შარდვისას წვის/ტკივილის შეგრძნება;
  • მოთეთრო გამონადენი;
  • ურეთრიტი მამაკაცებში შეიძლება სასქესო ორგანოს თავის გაღიზიანებით/ შეხებისას ტკივილის შეგრძნებით გამოვლინდეს.

აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ერთნაირად შეიძლება გამოუვლინდეს ყველა პაციენტს. თუმცა, ამ ნიშნების გამოვლენა ყოველთვის მხოლოდ ურეთრიტზე არ მიანიშნებს და საჭიროა, შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია.

მაგალითად, შარდის დროს წვა მამაკაცებში მხოლოდ ურეთრიტის მანიშნებელი არაა. სიმპტომები შარდ-სასქესო გზების სხვა დაავადებებზეც შეიძლება მეტყველებდეს.

თუკი დაავადება მართლაც სქესობრივი გზით არის გადადებული, შეიძლება დღეების ან კვირების განმავლობაშიც კი სიმპტომები არ გამოვლინდეს. ამავდროულად, მას დაავადების ნიშნები ყოველთვის არ ახლავს თან. თუკი სქესობრივი აქტის დროს ფიზიკურ თავდაცვის საშუალებას, კონდომს, არ იყენებდით, უსიმპტომო პაციენტმა შეიძლება გაცნობიერების გარეშეც გადმოგდოთ ურეთრიტი, ამიტომაც თავდაცვა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

ვის შეიძლება დაემართოს ურეთრიტი?

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უმეტესწილად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამოწვეულია ხოლმე, ურეთრიტი შეიძლება სხვა მიზეზებითაც დაგემართოთ. რაც მთავარია, ურეთრიტი ყველას შეიძლება დაემართოს.

უნივერსალური არ არის, თუმცა, არსებობს ურეთრიტის გამომწვევი რისკ ფაქტორები. ასეთებია:

  • ურეთრიტი ბავშვებში საკმაოდ იშვიათია, თუმცა, ცალკეული შემთხვევები გვხვდება;
  • 15-დან 24 წლამდე ასაკში ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია;
  • რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლა;
  • ურეთრიტი ქალებში და კაცებში მოზრდილ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ნივთების გამოყენებამ, მაგალითად, დეოდორანტებმა, სპერმიციდებმა, ლუბრიკანტებმა და ა.შ.;
  • ურეთრიტი შეიძლება გამოიწვიოს საშარდე მილის ტრავმამ, მისმა ფიზიკურმა დაზიანებამ ან შარდსაწვეთში უცხო სხეულის მოთავსებამ (მაგალითად, საშარდე კათეტერმა).

როგორ მკურნალობენ დაავადებას?

ურეთრიტის წამალი, რაიმე უნივერსალური პრეპარატი მხოლოდ ამ დაავადების წინააღმდეგ, არ არსებობს. ურეთრიტის მკურნალობა ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებული შეიძლება იყოს დაავადების წარმოშობის, მიმდინარეობისა და სირთულის მიხედვით.

ურეთრიტს კაცებში, ისევე როგორც ქალებში, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს ისეთი თანმდევი გართულებები, როგორიცაა ინფექციის გავრცელება საშარდე გზების სხვა ნაწილებზე ან თუნდაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. სიმპტომების ადრეული ამოცნობა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია ამ დაავადების ეფექტური მართვისთვის.

ურეთრიტის ეფექტიანი მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ბაქტერიული ინფექციების დროს ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ურეთრიტი ანტიბიოტიკით უნდა დამარცხდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს მედიკამენტების მთელი კურსის მიღება, მაშინაც კი, თუ სიმპტომები ადრეულად გაუმჯობესდება, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების ახლიდან გაჩენის რისკები.

იმ შემთხვევებში, როდესაც ურეთრიტი გამოწვეულია არაინფექციური მიზეზებით, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს გამაღიზიანებლების თავიდან აცილებას, მედიკამენტების კორექტირებას ან სიმპტომების მართვას ანთების საწინააღმდეგო საშუალებების საშუალებით. გარდა ამისა, უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების პრაქტიკა და სათანადო ჰიგიენის დაცვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ურეთრიტის შემდგომი შემთხვევები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ურეთრიტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა და თუკი დაუცველი აქტი გქონდათ პარტნიორთან, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი პარტნიორმაც უნდა ჩაიტაროს როგორც გამოკვლევების, ისე შესაბამისი მკურნალობის კურსი.

მაგალითად, გავრცელებული და ხშირად ექიმების რჩეული მედიკამენტი ურეთრიტის წინააღმდეგ არის ამვილაბის წარმოებული მედიკამენტი ურობერი - ის გამოიყენება არა მხოლოდ ურეთრიტის არამედ საშარდე გზების სხვა ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მათ შორის ცისტიტის, პიელონეფრიტისა და პროსტატიტის წინააღმდეგ. თუმცა, უმჯობესია არ მიმართოთ თვითმკურნალობის გზას და ნებისმიერ შემთხვევაში დაავადებას ექიმის კონსულტაციითა და მისი უშუალო ჩართულობით ებრძოლოთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან ურეთრიტი?

ურეთრიტის თავიდან აცილება გულისხმობს პროაქტიული ზომების მიღებას ინფექციების და გამღიზიანებლების ზემოქმედების შესამცირებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს არასასიამოვნო მდგომარეობა. გაეცანით წესებს, რითაც მაქსიმალურად შეამცირებთ დაავადების გაჩენის რისკებს:

  1. დაცული სქესობრივი ცხოვრება

ვინაიდან ურეთრიტის მრავალი შემთხვევა დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან (სგგი), როგორიცაა გონორეა და ქლამიდია, უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სექსუალური აქტივობის დროს კონდომის გამოყენება ამცირებს სგგი-ით დაინფიცირების რისკს. გარდა ამისა, სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის შეზღუდვა და პარტნიორთან ერთად სგგი-ის რეგულარული სკრინინგის ჩატარება დაგეხმარებათ ინფექციების ადრეულ გამოვლენასა და გადადების თავიდან აცილებაშიც.

  1. პირად ჰიგიენაზე ზრუნვა

ჰიგიენაზე რეგულარულად და საფუძვლიანად ზრუნვა, განსაკუთრებით სასქესო ორგანოების მიმდებარე არეში, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ბაქტერიული ინფექციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტი. მოერიდეთ პირადი ნივთების გაზიარებას, როგორიცაა პირსახოცები და საცვლები - ასე თავიდან აიცილებთ ბაქტერიების გავრცელებას და შეამცირებთ დაავადების გადადების რისკებს.

  1. თავი აარიდეთ ქიმიურ გამაღიზიანებლებს 

ზოგიერთი თავის მოვლის საშუალება, როგორიცაა საპნები, ლოსიონები და სპერმიციდები, შეიცავს ქიმიკატებს, რომლებსაც შეუძლიათ შარდსადენი გზების გაღიზიანება. მოერიდეთ სურნელოვანი ან უხეში პროდუქტების გამოყენებას სასქესო ორგანოსთან და ამის ნაცვლად აირჩიეთ რბილი, ჰიპოალერგიული პროდუქტები. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია სიფრთხილე საპოხი მასალების ან სხვა სექსუალური დამხმარე საშუალებების მიმართ, რომლებიც შეიცავს ძლიერ ქიმიურ ნივთიერებებს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს არაინფექციური ურეთრიტის განვითარებას.

  1. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი 

ადეკვატური რაოდენიბით წყლის დალევა ხელს უწყობს ბაქტერიების გამოდევნას საშარდე გზებიდან, ამცირებს ბაქტერიების დაგროვების ალბათობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურეთრიტი. რეგულარული შარდვა საშარდე გზების ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან პოტენციური პათოგენების მოცილებას.

  1. დაიცავით ჰიგიენა სქესობრივი აქტივობების შემდეგ

სქესობრივი აქტის შემდეგ კარგი პრაქტიკაა შარდვა და სასქესო არეალის გაწმენდა. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი ბაქტერიის გამოდევნას, რომელიც შესაძლოა შევიდეს ურეთრაში სქესობრივი აქტის დროს. ასეთი მარტივი პრაქტიკა შეიძლება ეფექტური იყოს ინფექციების და ანთების თავიდან ასაცილებლად.

  1. გაუფრთხილდით საშარდე კათეტერებს

თუ იყენებთ საშარდე კათეტერს, დარწმუნდით, რომ ის სწორად არის ჩასმული და დამაგრებული, რადგან კათეტერებს შეუძლიათ ბაქტერიების შეყვანა საშარდე გზებში. კათეტერის მოვლის შესახებ მკაფიო ინსტრუქციები უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმისგანაც, რათა ინფექციების გავრცელების რისკი შეამციროთ.

  1. მოერიდეთ შარდის დიდხანს შეკავებას

შესაძლოა ეს რჩევა მარტივად და ცოტათი სასაცილოდაც ჟღერდეს, მაგრამ შარდის დიდი ხნის განმავლობაში შეკავება საშუალებას აძლევს ბაქტერიებს საშარდე გზებში გამრავლდეს. ამ რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია, არ შეიკავოთ თავი დიდხანს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიდრეკილი ხართ საშარდე გზების ინფექციებისკენ და მსგავსი დაავადებები გადაგიტანიათ, ან გიმკურნალიათ.