
ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ადამიანები ხველის სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ. ცნობილია, რომ უძველესი ცივილიზაციების მედიცინაში ფართოდ გავრცელებული იყო მცენარეული ნაყენების, თაფლისა თუ სხვა ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება.
რა გზა გაიარა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებმა — ანტიკური ეპოქიდან დღემდე
ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში ხველის სამკურნალოდ ლოკვინიუსის მცენარეს, ანისსა და ბუნებაში არსებულ სხვა მცენარეებს იყენებდნენ.
მოგვიანებით, მე-18-19 საუკუნეში ფარმაკოლოგიის განვითარებასთან ერთად, ექიმებმა ხველის სამკურნალოდ სინთეზური პრეპარატების შექმნა დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა პირველი პრეპარატები, რომლებსაც ხველის რეფლექსის ჩასახშობად ოპიუმსა და მის მსგავს ნაერთებს შეიცავდნენ.
მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი პრეპარატების შემუშავება დაიწყეს. შეიქმნა საშუალებები, რომლებსაც ნაკლები გვერდით მოვლენები ჰქონდათ. შესუსტდა მათთვის ოპიოიდური ნაერთების დამატების პრაქტიკაც.
დღესდღეობით კი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები სხვადასხვა მექანიზმით არის წარმოდგენილი ბაზარზე. არსებობს როგორც ხველის რეფლექსის ჩასახშობად განკუთვნილი, ისე ნახველის გამოყოფის გაძლიერებისთვის საჭირო მედიკამენტები (ექსპექტორანტები).
ხველის საწინააღმდეგო საშუალებების ისტორია ადრეული მცენარეული ნაყენებიდან დღემდე, ფარმაკოლოგიის განვითარებასთან ერთად, წარმოადგენს მედიცინისა და ფარმაკოლოგიის მნიშვნელოვან ასპექტს.
სწორედ თანამედროვე ფარმაკოლოოგიის მიერ შექმნილი პრეპარატია ხველის საწინააღმდეგო საშუალება სინეკოდი, რომლის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად მოგიყვებით.
რა თვისებები აქვს სინეკოდს და როგორ მოქმედებს იგი?
როგორც აღვნიშნეთ, სინეკოდი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატს წარმოადგენს, რომლის აქტიური ნივთიერება ბუტამირატის ციტრატია.
სინეკოდი გამოიყენება მხოლოდ მშრალი ხველის დროს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ ასტიმულირებს ნახველის გამოყოფას, მისი გამოყენება მხოლოდ მშრალი ხველის შემთხვევაშია რეკომენდებული.
მოგეხსენებათ, ზამთარში გაციებულ ადამიანთა რიცხვი ყოველთვის იმატებს, სინეკოდისადმი მოთხოვნა კი სულ უფრო მეტად იზრდება. ექიმები მას ისეთი დაავადებების დროს ნიშნავენ, როგორებიცაა ბრონქიტი, გრიპი და რესპირატორული დაავადებები.
სინეკოდი მოქმედებს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე, რის შედეგადაც ახშობს ხველის რეფლექსს, ამცირებს მის სიხშირესა და ინტენსივობას. ასევე, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოდილატაციურ (ბრონქების გაფართოება) ეფექტებს, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ხველის შემსუბუქებას.
რაც შეეხება მისი გამოყენების ჩვენებებს, იგი მიიღება ყველანაირი მშრალი ხველის დროს, ასევე ქირურგიული ჩარევის წინ, რათა თავიდან აიცილონ ხველა ოპერაციის დროს (პრედოსტომიური პერიოდში).
სინეკოდის ფორმები
სინეკოდი ხელმისაწვდომია რამდენიმე ფორმით: სიროფი, წვეთები, და ტაბლეტები. ამ მხრივ პაციენტებს საშუალება აქვთ, აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი წამლის ფორმა, ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით. თითოეულ ფორმას აქვს თავისი სპეციფიკური გამოყენების წესები და დოზირების სქემა, ამიტომაც აუცილებელია მათი მიღება ექიმის რეკომენდაციით მოხდეს.
დეტალურად გამოვყოთ, თუ რომელი ფორმა რა ასაკობრივ სეგმენტისთვის არის განკუთვნილი:
- სინეკოდის სიროფი ადვილად მისაღები თხევადი ფორმისაა, იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში მშრალი ხველის დროს.
- სინეკოდის წვეთები გამოიყენება უმთავრესად ბავშვებში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ასაკში. ამ ფორმით შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს დოზა. წვეთები შეიძლება დაუმატოთ წყალს ან რძეს, რაც ბავშვს მიღების პროცესს უადვილებს.
- სინეკოდის ტაბლეტები კი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.
როგორია სინეკოდის დოზირება?
სინეკოდის დოზები განსხვავდება პაციენტის ასაკისა და პრეპარატის ფორმის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია დოზირების ზოგადი სქემები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის:
სიროფი:
- ბავშვები 3-6 წლის: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
- ბავშვები 6-12 წლის: 10 მლ 3-ჯერ დღეში.
- ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 15 მლ 3-4-ჯერ დღეში.
წვეთები:
- ბავშვები 2 თვიდან 1 წლამდე: 10 წვეთი 4-ჯერ დღეში.
- ბავშვები 1-3 წლის: 15 წვეთი 4-ჯერ დღეში.
- ბავშვები 3 წელზე ზემოთ: 25 წვეთი 4-ჯერ დღეში.
- მოზრდილები: 25-50 წვეთი 4-ჯერ დღეში.
ტაბლეტები:
- მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
სინეკოდი მიიღება საკვების მიღებამდე. გამოიყენეთ საზომი კოვზი, ჭიქა ან წვეთების შემთხვევაში — წვეთოსანი, რათა უზრუნველყოთ სწორი დოზის მიღება.
რა დროს არ შეიძლება სინეკოდის მიღება?
რაც შეეხება სინეკოდის უკუჩვენებებს, მისი მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ალერგიული, ან აქვს ქრონიკული დაავადებები. სინეკოდის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ალერგიულნი არიან ბუტამირატის ციტრატის, ან პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ.
რესპირატორული დაავადებების და ქრონიკული ხველის დროს აუცილებელია პრეპარატი მიიღოთ ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულები სინეკოდს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით იყენებენ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლაქტაციაზეც, აქაც ექიმის ჩართულობა უპირობოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეპარატის აქტიური ნივთიერება შეიძლება მოხვდეს დედის რძეში.
ხაზგასასმელია ასაკობრივი შეზღუდვებიც, პრეპარატის ზოგიერთი ფორმა (მაგალითად, ტაბლეტები) არ არის რეკომენდებული ბავშვებში და გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. ბავშვების ასაკისა და საჭიროების შესაბამისად დოზირება ექიმმა უნდა განსაზღვროს.
იგივე ექიმის კონსულტაციას საჭიროებენ შეზღუდული იმუნური სისტემის მქონე პაციენტები, რომელთაც დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account