პროსპანი — მცენარეული სიროფი, რომელიც ხველას დაგიამებთ

ადამიანისთვის ხველა ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც ორგანიზმს  სასუნთქი სისტემის  გაწმენდაში ეხმარება. ხველის დროს ფილტვებიდან ჰაერი სწრაფად გამოდის პირის,  ან ცხვირის გავლით, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს, გაწმინდოს სასუნთქი გზები მიკრობებისა  და  უცხო სხეულისგან.  

ხველის დაწყების მიზეზი სხვადახვაგვარია,  ჩვენთვის ყველაზე ცნობილი გაციებისა და  გრიპის დროს  დაწყებული ხველაა.  ორგანიზმში ვირუსული ინფექციების არსებობის დროს, დიდი რაოდენობით  ლორწო  გროვდება, რაც სასუნთქი გზების გაღიზიანებას იწვევს. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხველა დაავადება კი არა, არამედ ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც სასუნთქი გზების დაცვასა და გაწმენდას განაპირობებს, იგი არათუ უნდა ჩავახშოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ მისთვის ბუნებრივი ფუნქცია შეასრულოს. 

ხველის გასაჩერებლად მრავალი მედიკამენტი არსებობს, ასევე ხშირია მისი მკურნალობა  ხალხური მედიცინის საშუალებითაც.  მსგავსი წინააღმდეგობების არსებობისას მიზანშეწონილია მივიღოთ  მცენარეული პრეპარატი პროსპანი, რომელიც არა მარტო ნახველს ათხელებს, არამედ მის აქტიურ გამოდევნასა და ნახველის გამოყოფის გზაზე არსებული წინააღმდეგობის — ბრონქების სპაზმის მოხსნასაც განაპირობებს.

არსებობს  მშრალი და სველი ხველის ტიპები, რომლებიც განისაზღვრება ნახველის არსებობით ან არარსებობით. ხანგრძლივი ხველა, რომელიც არ გადის რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება სერიოზული მდგომარეობის ნიშანი იყოს და ამიტომ იგი  მოითხოვდეს ექიმის კონსულტაციას.

პროსპანის ფარმაკოლოგიური თვისებები 

პროსპანი გერმანული წარმოების მცენარეული პრეპარატია, რომელიც  სუროს ფოთლის მშრალი ექსტრაქტის (Hedera helix) ბაზაზე მზადდება. მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური თვისებები დაკავშირებულია აქტიურ კომპონენტებთან, როგორიცაა საპონინები, ფლავონოიდები და ტანინები.

პრეპარატს გააჩნია სეკრეტოლიტიკური ეფექტი, იგი  ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას და მის გამოდენას ბრონქებიდან.  იგი ზრდის სეკრეტის რაოდენობას ბრონქებში, ამცირებს მის სისქეს და აუმჯობესებს მის გამოყოფას.

გარდა ამისა, პროსპანი უზრუნველყოფს ბრონქების კუნთების მოდუნებას, რაც ხელს უწყობს ბრონქების გაფართოებას და ხველის შემცირებას. ეს ეფექტი მიიღწევა β2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციისა და კალციუმის იონების შეზღუდული შეღწევის შედეგად.

პრეპარატს ასევე ახასიათებს: 

  • მაღალი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: პრეპარატი ამცირებს ანთებით პროცესს რესპირატორულ გზებში, რაც  ამცირებს ხველას და ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების სწრაფად აღდგენას.
  • ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედება: სუროს ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეულწილად შეაჩერონ მიკრობების და ვირუსების გამრავლება.
  • ანტიოქსიდანტური მოქმედება: სუროს ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ანთებისგან, რითაც აუმჯობესებენ საერთო მდგომარეობას რესპირატორული დაავადებების დროს.

რა ფორმით შეგიძლიათ პროსპანის მიღება? 

პროსპანი სააფთიაქო ქსელებში  სხვადასხვა ფორმით გვხდება, რაც პაციენტებს  მათთვის ყველაზე მოსახერხებელი და შესაფერისი ვარიანტის შერჩევის საშუალებას აძლევს. 

პროსპანის  სიროფი

პროსპანის 100მლ სიროფი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც  როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში გამოიყენება . სიროფი არ შეიცავს ალკოჰოლსა და  შაქარს, რაც მას უსაფრთხოს ხდის დიაბეტით დაავადებულთათვისა და პატარა ბავშვებისთვის.

პროსპანის წვეთები

შეიძლება მიიღებოდეს პერორალურად ან გამოიყენებოდეს ინჰალაციისთვის. პროსპანის წვეთებს ხშირად იყენებენ როგორც, მოზრდილებისთვის, ისე  მოზარდებისთვის.

შუშხუნა ტაბლეტები

განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. შუშხუნა ტაბლეტები იხსნება წყალში, რაც ქმნის სასმელს, რომელიც მარტივად მიიღება და ხშირად გამოიყენება მოზრდილებში.

პასტილები (პროსპანის აბები ხველისათვის)

პასტილები განკუთვნილია ხველის შემსუბუქებისთვის, გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედებით და მარტივად იშლება პირში.

პროსპანის მიღების წესი და დოზირება  ბავშებსა და მოზრდილებში 

პროსპანის   დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, პრეპარატის ფორმაზე და დაავადების სიმძიმეზე.   დეტალურად განვიხილოთ ზოგადი რეკომენდაციები პროსპანის სხვადასხვა ფორმის მიღების დროს.

პროსპანი სიროფი:

ბავშვები 1 წლიდან 6 წლამდე: 2.5 მლ დღეში 2-3-ჯერ (1 ჩაის კოვზი);

ბავშვები 6 წლიდან 12 წლამდე: 5 მლ დღეში 2-3-ჯერ ( 2 ჩაის კოვზი);

მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 5-7.5 მლ დღეში 3-ჯერ.(2-3 ჩაის კოვზი)

პროსპანი წვეთები:

ბავშვები 2-დან 6 წლამდე: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 20 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 20-25 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ინჰალაციისთვის: 20-25 წვეთი (შეაზავეთ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში).

შუშხუნა ტაბლეტები:

მოზარდები და მოზრდილები: 1 ტაბლეტი (65 მგ) დღეში 2-ჯერ. ტაბლეტი იხსნება წყალში და მიიღება სასმელის სახით.

პროსპანით მკურნალობის ხანგრძლივობა  ჩვეულებრივ,  7 დღემდე გრძელდება, თუმცა სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-3 დღის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ  დაავადების რეციდივი.