პრობიოტიკი — რამდენიმე პრეპარატი, რომელიც “მეგობარი ბაქტერიებით” გვამარაგებს

როგორც კი სიტყვა ბაქტერიას ვახსენებთ, ჩვენი გონება უამრავ ჯანმრთელობის პრობლემასა და დაავადებას გაგვახსენებს, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ნამდვილად გახლავთ სამყაროში, ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში არსებული ბაქტერიები.

ასოციაციები, რომლებიც ბაქტერიების შესახებ არსებობს, ნამდვილად არ არის აზრსმოკლებული; მართლაც, ისინი ბევრი პრობლემის წარმომქმნელნი არიან, მაგრამ ამასთან, არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში პოზიტიურ და გადამწყვეტ როლს ასრულებენ. 

ასეთი ბაქტერიების რიცხვს განეკუთვნებიან პრობიოტიკები. სწორედ ამ სახელწოდებით ვიცნობთ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმში (განსაკუთრებით ნაწლავებში). ისინი ხელს უწყობენ მიკრობიომის ბალანსს. მათი დანაკლისის შემთხვევაში კი სხვადასხვა პრეპარატის დახმარებით შეგვიძლია ამის კომპენსირება. 

ტერმინი "პრობიოტიკი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან "προ" (pro) და "βίος" (bios), რაც ნიშნავს "სიცოცხლისთვის" ან "ცხოვრებისთვის." 

სახელწოდება პირველად XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, თუმცა პრობიოტიკების სარგებლიანობის შესწავლა და მათი გამოყენება გაცილებით ადრე დაიწყო, როცა ფერმენტირებული პროდუქტები ხალხში განიხილებოდა, როგორც ჯანმრთელობის გამაუმჯობესებელი საშუალებები. 

ვიდრე პრობიტიოკების უფრო დეტალურ განხილვაზე გადავალთ განვსაზღვროთ, რომ პრობიოტიკი სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანებისთვის რამდენიმე ფორმით გვხდება, ესენია: ტაბლეტები, კაფსულები, საღეჭი ტაბლეტები, სითხეები, ფხვნილები და საკვები პროდუქტები.

როგორ მოქმედებს და გამოიყენება პრობიოტიკები

პრობიოტიკებს ხშირად “მეგობარ ბაქტერიებს“ უწოდებენ, ყველაზე გავრცელებული პრობიოტიკური ბაქტერიებია ლაქტობაცილები (Lactobacillus) და ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium). მათ შეუძლიათ შეამცირონ ნაწლავის დისბალანსი, გააძლიერონ იმუნური სისტემა და დაარეგულირონ საჭმლის მომნელებელი პროცესები. 

დეტალურად გამოყოთ მეგობარი ბაქტერიების   რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია:

საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულაცია: ისინი აქტიურად გამოიყენება საკვების მოსანელებლად, ხელს უწყობს ნუტრიენტების შეწოვას და ხელს უშლისსაჭმლის მომნელებელი პრობლემების განვითარებას.

იმუნური სისტემის გაძლიერება: ბაქტერიები ეხმარებიან ორგანიზმს მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლაში და იმუნიტეტის გაუმჯობესებაში. 

პათოგენების დათრგუნვა: მეგობარი ბაქტერიები ხელს უშლიან პათოგენების (ავთვისებიანი მიკროორგანიზმების) გავრცელებას, რადგან ისინი საკვებისა და სივრცის მოპოვებისთვის ეკონკურენტებიან მათ. 

მიკრობიოტური ბალანსის მხარდაჭერა: ისინი ხელს უწყობენ ნაწლავებში მიკრობიოტური ეკოსისტემის ბალანსის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია  ჯანმრთელობისთვის.

სააფთიაქო ქსელებში ყველა ფორმის საუკეთესო პრობიოტიკების არჩევანის საშუალება გვაქვს, რომლის საჭიროება ბაზარზე არსებული თანამედროვე არაჯანსაღი საკვები პროდუქტებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტად იზრდება. 

პრობიოტიკი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

ზემოთ უკვე ვახსენეთ,  რომ პრობიოტიკის ფორმები, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმის რეკომენდაციით ინიშნება, ერთ-ერთი პრობიოტიკის წამალი კაფსულებია, სახელწოდებით —  პრობიტეკი, რომელიც  პრობიოტიკების ნაკრებს წარმოადგენს. 

პრეპარატი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაციას. მასში თავმოყრილი ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც ხელს უშლის მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავს ტოქსინების ზემოქმედებისაგან. 

ბიფიდობაქტერიები აჩერებენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, ხელს უწყობენ კალციუმის, რკინის, ვიტამინების შეწოვას; არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას და მონაწილეობენ ჰორმონების, K და B-ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში; 

ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს, მათ ახასიათებთ ბაქტერიციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ,  განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას. 

პრობიტეკის მიღება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს 6 წლის ასაკის ზემოთ  შეუძლიათ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისი არანაირი უკუჩვენება, ჯერჯერობით, არ არის გამოვლენილი.

მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი საკვები დანამატი პრობიოტიკი გოლდი, რომელიც გაღიზიანებული ნაწლავებისა და მწვავე დარღვევების დროს აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ორმაგი დაფარვის ტექნოლოგიის წყალობით, პრობიოტიკური ბაქტერიები ნაწლავებში აღწევს მათი თავდაპირველი რაოდენობითა და მოცულობით, კუჭის მჟავე გარემოში ზემოქმედების გარეშე. იგი შეიცავს: A, B1,  B2, B6, E, და C ვიტამინებს. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 პაკეტი დღეში ჭამის დროს, ან  შერეული საკვებით, წყალთან, რძესთან, ხილის წვენთან ან იოგურტთან ერთად. 

სპეციალურად  ბავშვებისთვის შექმნილია ამვილაბის პრობიოტიკი ქიდსი, საღეჭი მარმელადები მარწყვის არომატით. ამ პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიდიარეული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს და აღადგენს ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობას.  

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ხსნის მუცლის ტკივილს, სპაზმს, აუმჯობესებს პერისტალტიკას, არეგულირებს აირწარმოქმნას. თრგუნავს სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდას (განსაკუთრებით  E.coli, Salmonela, Staphylococcus).

როდის უნდა მიიღონ ამვილაბის პრობიოტიკი ქიდსი ბავშვებმა?

ამვილაბის პრობიოტიკი ქიდსი ინიშნება საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს, ასევე ანტიბიოტიკების გამოყენების ან გადატანილი სტრესის შემდეგ. ბავშვებში პრეპარატის დანიშვნის ჩვენებებია: 

დიარეა: თუ ბავშვს ვირუსული ინფექციების, ან ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განვითარებული აქვს დიარეა. პრობიოტიკები ეხმარება ნაწლავის მიკრობიომის აღდგენას და დიარეის ხანგრძლივობის შემცირებას უზრუნველყოფს. 

ყაბზობა: პრეპარატი ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მოქმედებას და ამცირებს ყაბზობის სიმპტომებს.

შებერილობა და გაზები: ნაწლავის ფლორის ბალანსის აღდგენა ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავების პროცესის ნორმალიზაციას, რაც ამცირებს შებერილობას და გაზების წარმოქმნას.

დისბიოზის პრევენცია: ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ ხშირად ირღვევა ნაწლავის მიკრობიომი, რაც იწვევს დისბიოზს. ამვილაბის პრობიოტიკი ეხმარება ორგანიზმს ამ დისბალანსის აღდგენაში და არასასურველი შედეგების პრევენციაში.

გაციება და გრიპი: პრობიოტიკები ეხმარებიან იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც ამცირებს ინფექციების, მათ შორის რესპირატორული ინფექციების რისკს.

საჭმლის მომნელებელი პრობლემების პრევენცია: სტრესი ხშირად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, პრობიოტიკები კი ბავშვს სტრესულ გარემოში ნორმალური საჭმლის მომნელებელი ფუნქციების შენარჩუნებაში ეხმარება. 

როგორია პრობიოტიკის დოზირება? 

რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას —  4 წლიდან ბავშვებში რეკომენდებულია 1 საღეჭი მარმელადის 1- ჯერ დღეში მიღება. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვის კუჭ-ნაწლავის ფლორის დასაცავადაა შექმნილი, ასევე ნეო პეკეს პრობიოტიკი სიროფის ფორმით.  ნეოპეკეს პრობიოტიკი არ იწვევს გლუკოზის დონის მატებას, სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. 10 მლ ფლაკონში სხვადასხვა ხილის არომატის სიროფია მოთავსებული და მიიღება ერთჯერადად, ერთხელ დღეში სასურველია დილით. 

ამრიგად პრობიოტიკი მეგობარ ბაქტერიათა კომპლექსია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ის სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფორმითაა ხელმისაწვდომი, როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვისაც.