
პლავიქსი საფრანგეთი, პლავიქსი თურქული, პლავიქსი 75მგ, პლავიქსის ანოტაცია, პლავიქსის გვერდითი მოვლენები — ამ მედიკამენტს სხვადასხვა სიტყვათაშეთნხმებით ეძებენ ინტერნეტში, შესაბამისად ინტერესი დიდია.
ამ ბლოგში შევეცდებით პლავიქსის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და თქვენც მიმოფანტულ წყაროებში აღარ მოგიწევთ ინფორმაციის მოძიება.
პლავიქსის ანოტაცია — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის შესახებ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფით პლავიქსი თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორია. მის შედგენილობაში აქტიური ნივთიერების სახით კლოპიდოგრელი შედის. ეს მედიკამენტი გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისთვის.
და რა არის ათეროსკლეროზი? — ეს არის ერთგვარი ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას.
შესაბამისად, ჩვენებები, რა დროსაც თქვენმა მკურნალმა ექიმმა, შესაძლოა პლავიქსი დაგინიშნოთ, შემდეგია: მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომი პერიოდი, მწვავე კორონალური სინდრომით დაავადებული პაციენტები, ან სხვა მონათესავე მდგომარეობა.
ანოტაციის მიხედვით, პრეპარატის მიღება შეუძლიათ მოზრდილებსა და ხანდაზმულ პირებს, ერთხელ დღეში. არ არის აუცილებელი საკვების მიღების წინ, ან მერე დავლიოთ პრეპარატი, შეგიძლიათ ის კვებისგან დამოუკიდებლად მიიღოთ. თუმცა უფრო დეტალურ დანიშნულებას, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ თქვენი მკურნალი ექიმი გამოგიწერთ.
როგორია პრეპარატის უკუჩვენებები და განსაკუთრებული მითითებები
ყურადღებით გაეცანით პლავიქსის შედგენილობას. თუკი რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოხატული გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, ან ალერგიული რეაქციები, არ მიიღოთ ის.
ასევე არ უნდა მიიღოთ პლავიქსი ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ან თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე სისხლდენა პეპტიდური წყლულით, ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით.
გაითვალისწინეთ: პლავიქსი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა, ან 18 წლამდე მოზარდებმა. პრეპარატის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული მწვავე იშემიური ინსულტის სამკურნალოდ. ხოლო პლავიქსი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პლავიქსის შედგენილობაში შემავალ აქტიურ ნივთიერება კლოპიდოგრელის ხანგრძლივად მიღებისას შეიძლება თრომბოზული, თრომბოციტოპენიური პურპურა განვითარდეს. ეს მდგომარეობა კი, დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს, ამიტომ ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.
თუკი თქვენ დაიწყეთ პლოვიქსის მიღება და ამ პერიოდში გამოგივლინდათ სისხლდენა, ან ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პლოვილიქსი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც სისხლდენის მომატებული რისკი აქვთ, ტრავმების, ქირურგიული ოპერაციების, ან სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობებიდან გამომდინარე.
გაითვალისწინეთ: პრეპარატის მიღებამდე და შემდეგ უმნიშვნელოვანესია პაციენტების მდგომარეობის კონტროლი, ხომ არ აღენიშნებათ სისხლდენა, თუნდაც ფარული.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account