ომესამი - როგორია ნუტრიციული დანამატის მრავალმხრივი გამოყენება

ალბათ, ყველა დათანხმდებოდა წინადადებას, რომ ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჯანსაღი კვებაა. სხვადასხვა სახის სასარგებლო დიეტების სახელმძღვანელოთა ნაკრები შეგვიძლია მარტივად მოვძებნოთ ინტერნეტში და გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. 

მასობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქტებით ჩვენი კვების დაბალანსება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ამიტომ, ჯანსაღი კვების გასაძლიერებლად, ერთ-ერთი მედიცინურად გამოვლენილი სასარგებლო ინგრედიენტი შეგვიძლია ვიპოვოთ, ომესამის პრეპარატების სახით.  

რა არის ომესამი

ომესამი არის ნუტრიციული დანამატი, შესაბამისად ის გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშეც, უშუალოდ ფარმაცევტული დახლებიდან.

ომესამის პროდუქტები შეიცავენ ყველასთვის ნაცნობ სასარგებლო ნივთიერება ომეგა-3-ს. ამ ნივთიერების გამომუშავება ჩვენს ორგანიზმს თავისით არ შეუძლია, ამიტომ მისი მიღება დამოკიდებულია ჩვენს კვების რაციონზე.

 ომეგა-3-ით ყველაზე მეტად გაჯერებულია უხვცხიმოვანი თევზები, სწორედ მათი საშუალებით მზადდება ომესამი. როგორც ანოტაციაში ვკითხულობთ, ომესამი იწარმოება მაღალი ხარისხის, ცივი წყლის ზღვის თევზის ქონისგან.

ომესამის პრეპარატები

ომესამის სახელით შეიძლება განსხვავებული ფორმის პრეპარატები შეგვხვდეს, ამიტომ აქ გთავაზობთ ომესამის პროდუქტების მოკლე მიმოხილვას. 

ომესამი 1000 არის ბაზისური პრეპარატი მისი 1000მგ-იანი რბილი კაფსულები შეიცავს თევზის ქონს. ომესამი D3 1000, 2000 ან 5000, გარდა თევზის ქონისა, ასევე შეიცავს D ვიტამინის შესაბამის დოზებს. 

ომესამი გამოირჩევა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი პროდუქტებით როგორიცაა ომესამი ჯუნიორი, რომელიც არის არომატული დასაღეჭი კაფსულები. ომესამი ჟელი  - ჟელიბონის მსგავსი ფაქტურის მქონე პროდუქტი. ომეგა-3-ის გარდა ის ასევე შეიცავს D და C ვიტამინებს. ასევე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი ომესამი სიროფი, რომელსაც ჟოლოს გემო აქვს. ომესამის ამ პრეპარატების გამოყენება, რა თქმა უნდა, ზრდასრულებისთვისაც შეიძლება. 

ბაზარზე შეხვდებით ასევე ომესამი კარდიოს. ის სპეციალურად გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღისთვის არის შექმნილი. ომესამის ამ პრეპარატს, გარდა ბაზისური თევზის ქონისა, ასევე შეადგენს ანტიოქსიდანტები ასტაქსანთინი და კოფერმენტი Q10.  

რისთვის გამოიყენება ომესამი - გავლენა იმუნურ სისტემაზე

ომესამი სხვადასხვა მხრივ აჯანსაღებს და ხელს უწყობს ჩვენ ორგანიზმს გამართულ ფუნქციონირებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ომესამის ზოგ პრეპარატში დამატებითი ინგრედიენტებიც გვხვდება, თუმცა ძირითადად მთავარ ინგრედიენტზე, ომეგა-3-ის სასარგებლო მაჩვენებლებზე, გიამბობთ. 

ომეგა-3-ით დაინტერესება სულ უფრო და უფრო იზრდება მკვლევრებს შორის, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ომეგა-3-ის სარგებლიანობა ბავშვებისთვის, ადრეულ ასაკში. გამოყენების შემდეგ ომეგა-3 ვრცელდება მთელს ორგანიზმში, მისი ეფექტების განხილვა შეგვიძლია დავიწყოთ ზოგადად იმუნური სისტემით. 

იმუნური სისტემა ჩვენი სხეულის მთავარი დაცვითი მექანიზმია. ომეგა-3 ავლენს იმუნური სისტემის მარეგულირებელ ეფექტებს. ზოგიერთ უჯრედთან შეხვედრისას ის აფერხებს მათ რეაქტიულობას, ხოლო სხვებს კი, პირიქით, ამძლავრებს. დაბალანსებული იმუნური სისტემა უკეთესად არის მზად გაუმკლავდეს დამაზიანებელ ორგანიზმებს: ბაქტერიებს, ვირუსებსა და ა.შ. 

ეფექტი ნერვულ სისტემასა და მხედველობაზე 

ომეგა-3 გვეხმარება ნერვული სისტემის ფუნქციების გაუმჯობესებაში. ტვინის ქსოვილის უჯრედებში ის ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების (მემბრანა არის ერთგვარი ბარიერი რისი გავლითაც ხდება ნივთიერებათა ცვლა უჯრედსა და მის გარემოს შორის) ჯანმრთელობას და ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას. 

ცნობილია, რომ ომეგა-3 ხელს უწყობს ადამიანის მხედველობასაც. ის ამცირებს თვალის სხვადასხვა დაზიანებების რისკებს, განსაკუთრებით მშრალი თვალის სინდრომსა და ასაკობრივი მაკულის დეგენერაციას.   

თანამედროვე მკვლევართა ინტერესი გახდა ომეგა-3-ის გამოყენება ADHD-ის სიმპტომების შესამცირებლად. ADHD-ის, იგივე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევის სიმპტომები ძირითადად ადრეულ ასაკში ვლინდება. როგორც აღვნიშნეთ, ომეგა-3 აუმჯობესებს ტვინის ქსოვილის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში კი საყურადღებოა ომეგა-3-ის სასარგებლო ეფექტი ნეირომედიატორების (დოფამინი, სერატონინი) ფუნქციის შესრულების კუთხით. ფართო მასშტაბზე ომეგა-3-ის ეფექტი ვლინდება, როგორც გაუმჯობესებული ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარები.   

ომეგა-3-ის სარგებელი ძვლებისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის 

ომეგა-3 ასევე სასარგებლოა ძვლებისთვის, ის შეიძლება მოგვეხმაროს რაქიტისა ან მოტეხილობების დროს განკურნების პროცესში. ის აძლიერებს ძვლებს, რადგან ამაღლებს მათში კალციუმის კონცენტრაციას. ძვლებთან დაკავშირებული პრობლემებისთვის რეკომენდებულია ომესამის, ომეგა-3-ის და D ვიტამინის კომბინირებული პრეპარატის მიღება.   

ომეგა-3 სხვადასხვა გზით ეხმარება ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც, ყველაზე გამოკვეთილად ის ამცირებს ტრიგლიცერიდების რაოდენობას სისხლში. 

ტრიგლიცერიდები არის ლიპიდების (ცხიმის) ერთ-ერთი სახეობა (ცნობილი როგორც ქოლესტეროლი). როცა ზედმეტი კალორია გროვდება ჩვენს ორგანიზმში და არ იხარჯება, მაშინ ამ კალორიებს ჩვენი სხეული გარდაქმნის ტრიგლიცერიდებად. მათი მაღალი შემცველობა სისხლში დაკავშირებულია გულის ავადმყოფობების რისკებთან. მომატებულმა ტრიგლიცერიდებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული კედლების გასქელება და უკიდურეს შემთხვევებში, გულის შეტევა. 

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების შესამცირებლად რეკომენდებულია ომესამი კარდიოს მიღება, რადგან ის ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს ასტაქსანთინს და კოფერმენტ Q10-ს. 

ასტაქსანთინი, როგორც ომეგა-3, ასევე ზღვის პროდუქტებიდან მოიპოვება. ის აფერხებს ცუდი ქოლესტეროლის რეაქტიულობას, შესაბამისად აფერხებს არტერიებთან დაკავშირებულ პრობლემებს. კოფერმენტ Q10-ს ჩვენი ორგანიზმი თავისითაც გამოიმუშავებს. ის, როგორც ასტაქსანთინი, ასევე ეხმარება გულს თავისი ფუნქციის შესრულებაში, რადგან აადვილებს სისხლის ცირკულაციას.