
ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ თევზი ადამიანისთვის არ მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო პროდუქტია. დროთა განმავლობაში, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, დადგინდა, რომ ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცხიმოვანი მჟავა. სწორედ ამ ნივთიერებას შეიცავს თევზის ქონი, რომელსაც დღეს ომეგა 3-ს ვუწოდებთ.
თუ ადამიანი სისტემატურად ვერ იღებს ზუთხს, ორაგულს, სკუმბრიას, ქაშაყს, რომლებიც უხვად შეიცავს ომეგა 3-ს, მის ორგანიზმში წარმოიშვება ცხიმმჟავას დეფიციტი, რასაც თან ახლავს უამრავი დაავადება.
როდის უნდა მივიღოთ ომეგა 3?
ამ ცხიმოვანი მჟავის მიღება სხვადასხვა ტიპის დაავადების პრევენციისთვის ან მიმდინარეობისასაა რეკომენდებული. ასეთ მდგომარეობებს შორისაა:
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია ანუ სისხლში ქოლესტერინის ფრაქციების მომატება;
- მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია (ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა);
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა;
- ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა.
- ართრიტი, ართროზი;
- გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა.
- თვალის დაავადებები.
ომეგა 3-ს ასევე იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე ორსულობისას, რადგან ორსულობის პერიოდში მისი დეფიციტი იწვევს გარკვეულ დარღვევებს, როგორიცაა ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.
დღეს ომეგა 3-ს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აწარმოებს და აფთიაქებშიც მრავალფეროვანი არჩევანია სხვადასხვა დასახელებით - მიოლერის ომეგა 3, ტეტესეპტის ომეგა 3, სოლგარის ომეგა 3. ომეგა 3 ბავშვებისთვისაცაა ხელმისაწვდომი (მაგ. გერმანიაში წარმოებული Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ომეგა-3 საბავშვო) და უფროსებისთვისაც.
Amvilab - ამვილაბის ომეგა 3
ამვილაბი ომეგა 3 ამერიკული პრეპარატია და 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონცეტრირებული ცხიმოვანი მჟავების ერთობლიობაა. იგი ისეთი მაღალი ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან მზადდება როგორიცაა ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია.
ამვილაბი ომეგა 3 მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, რის გამოც ის არ აღიზიანებს კუჭს და დალევისასც არ იგრძნობა თევზის გემო. (აღსანიშნავია, რომ ხშირად ადამიანები სწორედ სუნის და გემოს გამო არიდებენ თავს ომეგა 3-ის დალევას, ამ პრეპარატში კი ეს პრობლემა მოგვარებულია).
ეს პრეპარატი დამატებით შეიცავს ვიტამინი E-ს, ჟელატინს, გლიცერინს და მასში არანაირი ხელოვნურ არომატიზატორები და კონსერვანტები არ არსებობს.
ომეგა 3-ის მიღების წესი
ომეგა 3-ის მიღება შესაძლებელია დღეში 1 ან 2 კაფსულის სახით, საკვებთან ერთად, წყლის დაყოლებით. თუმცა დოზის განსაზღვრა უშუალოდ ექიმს მიანდეთ, რადგან დოზის გადაჭარბებას შესაძლოა სასურველი ეფექტი არ მოჰყვეს. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ კი შედეგს უშუალოდ უჯრედების სტრუქტურის დონეზე იგრძნობთ.
ომეგა 3-ის ეფექტი
პრეპარატს ჩვენს ჯანმრთელობაზე სხვადასხვა სახის ეფექტი აქვს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დანაკლისები თუ საჭიროებები აქვს ჩვენს სხეულს. ომეგა 3:
- აძლიერებს იმუნურ, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციულ, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას;
- ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს (სხეულის ენერგეტიკულ რეზერვები), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს, თრომბის წარმოქმნის, გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკებს, არტერიულ წნევას, ასევე ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს;
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, სისხლის მიმოქცევას, მათ შორის თავის ტვინში, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, შრომისუნარიანობას, ორგანიზმის საერთო ტონუსს
- ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას;
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადებების რისკს;
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, არეგულირებს წონას.
ომეგა 3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეგნობაში. იგი აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას.
ერთი სიტყვით, ომეგა 3 ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ცხიმოვანი მჟავაა ორგანიზმისთვის. იგი ჩვენი ენერგიის წყაროა, თუმცა მისი შენახვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოარიდეთ ბავშვებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account