ნელადექსი — პრეპარატი ცხვირის, თვალისა და ყურის პრობლემებისთვის

ნელადექსი თვალის, ყურისა და სასუნთქი გზების პრობლემების სამკურნალო მედიკამენტია. მას ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს იყენებენ.

ეს პრეპარატი გვხვდება წვეთების, სპრეისა და მალამოს სახით. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შესაძლებელია მისი სამივე სახით შეძენა და ამისთვის რეცეპტის ქონა საჭირო არ არის.

ნელადექსის მალამო თვალის ინფექციური თუ ანთებითი პროცესების დროს გამოიყენება, სპრეი - ცხვირისთვისაა განკუთვნილი, წვეთები კი - თვალისა და ყურისათვის.

 

რა არის ნელადექსი?

ეს არის ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატი ოტორინოლარინგოლოგიაში, რომლის სხვადასხვა ვარიაცია განსხვავებულ მიდამოზე გამოიყენება. 

მასში წამყვანი აქტიური ნივთიერებები დექსამეტაზონი, პოლიმიქსინი და ნეომიცინია. თუმცა, ეს ნივთიერებები სპრეის, წვეთებისა და მალამოს შემადგენლობაში, შესაძლოა, განსხვავებული რაოდენობით შედიოდეს.

 

ნელადექსის ცხვირის სპრეი

ნელადექსის სპრეი ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციური და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული რინიტი, მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ან სინუსიტი.

ხშირია შემთხვევები, როცა მას ნელადექსის ცხვირის წვეთებად მოიხსენიებენ. როგორც სხვა მედიკამენტების გამოყენების წინ, ნელადექსის გამოყენებამდეც მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია და დადგენა, რა სირთულის პროცესი მიმდინარეობს სასუნთქ გზებზე. 

როგორც წესი, სპრეი მოზრდილებში დღე-ღამეში 3-5-ჯერ ინიშნება - 1 შესხურება თითო ნესტოში. ნელადექსი ბავშვებში 2,5 წლიდან 15 წლამდე ინიშნება 1 შესხურება თითოეულ ნესტოში, 3-ჯერ დღე-ღამეში. 

საგულისხმოა, რომ მკურნალობის ხანგრძლივობაც უნდა განისაზღვროს სპეციალისტთან ერთად და შეიძლება 5-10 დღემდე გაგრძელდეს.

 

ნელადექსი თვალისთვის

თვალზე არსებული ანთებითი პროცესებისათვის გამოიყენება ნელადექსის თვალის მალამო და წვეთები. თვალის წვეთები გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი ან ირიდოციკლიტი. ექიმის დანიშნულებით, შეიძლება, გამოვიყენოთ პოსტოპერაციულ პერიოდში - თვალის წინა სეგმენტის ანთებითი პროცესების პროფილაქტიკის მიზნით.

ნელადექსის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია მივმართოთ ექიმს - სწორედ სპეციალისტმა უნდა დაადგინოს ინფექციის სირთულე და ამის მიხედვით დაინიშნოს დღე-ღამეში ჩაწვეთების სიხშირე და წვეთების ოდენობაც.

მაგალითად, ნელადექსის თვალის წვეთები მსუბუქი ინფექციების დროს დღე-ღამეში 4-6-ჯერ იწვეთებენ. მისი 1-2 წვეთი თვალის კონიუნქტივალურ პარკზე დაიტანება. რთული ინფექციის დროს, შესაძლოა, წვეთები საათში ერთხელაც იყოს დანიშნული. 

აქვე, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ სიმპტომების შესუსტებისას წვეთების მიღების სიხშირე, შესაძლებელია, შევამციროთ - კვლავაც ექიმთან კონსულტაციით.

მალამოს გამოყენებამდეც რეკომენდებულია, მივმართოთ ექიმს და გავიაროთ კონსულტაცია, თუ როგორი სიხშირით შეგვიძლია მისი დატანა თვალის მიდამოზე. 

როგორც წესი, ნელადექსის მალამო ინიშნება დღეში  2-ჯერ - დილით და საღამოს, ძილის წინ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, მალამო მხოლოდ ძილის წინ გამოვიყენოთ და დღის განმავლობაში თვალის წვეთები ჩავიწვეთოთ.

 

ნელადექსი ყურის ანთებითი პროცესების წინააღმდეგ

ნელადექსი ყურის სამკურნალოდ წვეთების სახით გამოიყენება - ისევე, როგორც თვალის შემთხვევაში. 

ნელადექსის ყურის წვეთები იდენტურია თვალის ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატის და მისი შეძენაც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

წვეთები გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები, ან სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

ნელადექსის სხვა ფორმების გამოყენების მსგავსად, ყურის სამკურნალო წვეთებიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მივიღოთ და თვითნებურად მკურნალობის ნაცვლად სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია. 

წვეთები გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი  ინიშნება, 3-4 ჯერ დღე-ღამეში. უფრო რთული შემთხვევებისას, მაგალითად, შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების სამკურნალოდ, შესაძლოა, 4-10 წვეთიც იყოს რეკომენდირებული, 3-4-ჯერ დღე-ღამეში.  

 

ნელადექსის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

ნელადექსის გამოყენებას თვალის, ყურისა თუ ცხვირის მიდამოში შესაძლოა, თან ახლდეს გარკვეული უსიამოვნო პროცესები. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პრეპარატის ექიმის დანიშნულებით მიღება.

თვალისა და ყურის წვეთებმა, შეიძლება, ალერგია (ქავილი, შეშუპება, თვალის შეწითლება) გამოიწვიოს. ეს რეაქციები, როგორც წესი, დაკავშირებულია დექსამეტაზონთან და წვეთებში შემავალ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებთან.

თუკი პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ხართ, შეიძლება, თვალის მალამომაც გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მსგავსი უკუჩვენება გამორიცხული არ არის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება ნელადექსის ცხვირის სპრეის - მის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება.

თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემავალი ნივთიერების მიმართ, არსებობს ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე, გაქვთ რაიმე ვირუსული დაავადება, ან თირკმელებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, ხართ ორსულად ან ლაქტაციაზე მყოფი დედა - პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის უკუჩვენება. გვერდით ეფექტებს იწვევს სპრეის მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებაც.

უკუჩვენებების ჩამონათვალში შედის სხვადასხვა გამოვლინებები კანის მხრიდან, ბრონქოსპაზმი და თავის ტკივილი. არ არსებობს მონაცემები სპრეის გამოყენებით გამოწვეული ალერგიული რეაქციების შესახებ.