
აქტივირებული ნახშირის შავმა ფერმა, მრგვალმა და ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტებმა არ შეგაშინოთ. სწორედ ასეთი ფორმითა და ფერით არის, ორგანიზმიდან ტოქსინების გამომყვანი მედიკამენტი, სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი. ნახშირი 250მგ. 10 ტაბლეტი ნაწლავებში აირწარმოქნმის შემამცირებელი პრეპარატებისა და ადსორბენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
ნახშირი შეიძლება მიიღონ პაციენტებმა შემდეგი ჩვენებების დროს:
- შებერილობა — მეტეორიზმი
- მოწამლვა
- საჭმლის მონელების დარღვევა — დისპესია
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნე
- კუჭიდან სისხლდენა
- რენტგენოლოგიური თუ ენდოსკოპიური გამოკვლევბისთვის მომზადების წინ, გაზების წარმოქმნის შესამცირებლად.
ნახშირს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, ანუ შთანთქავს გაზებსა და მავნე ნივთიერებებს. თავად მედიკამენტი ტოქსიკური არ არის. იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავში, არამედ გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავების გავლით 8-24 საათის განმავლობაში.
ნახშირის მიღების წესი და დოზები
იმის დაზუსტებით გასაგებად, თუ როდის და როგორ უნდა მიიღოთ ნახშირი, რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. მედიკამენტის ანოტაციის მიხედვით კი, დოზირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნობრიობით იღებთ წამალს:
- ნახშირი შებერილობის (მეტეორიზმის) დროს, ასევე დისპეპსიისას (საჭმლის მონელების დარღვევისას) მოზრდილებში ინიშნება 1-3 ტაბლეტი, 3-4-ჯერ დღეში;
- კუჭის ამოსარეცხად, ან მოწამვლის შემთხვევებში შეგიძლიათ ნახშირის აბებისგან მოამზადოთ სუსპენზია. ამისთვის ტაბლეტი უნდა დაფშვნათ და გააჯეროთ 0.5 ჭიქა წყალში. ამ ფორმით მედიკამენტის მიღება, შესაძლოა, უფრო ეფექტიანი იყოს;
- ნახშირი მოწამვლის დროს, ან კუჭის ამორეცხვის მიზნით, მოზრდილმა პაციენტებმა უნდა მიიღონ 20-30 გრამი, 1-2 ჭიქა წყალში გაჯერებული;
- სიმჟავის მომატების სამკურნალოდ კი, მოზრდილ პაციენტებს დაენიშნებათ 1-2 გრამი პრეპარატი 3-4-ჯერ დღეში.
თუკი დაავადება მწვავედ მიმდინარეობს, ნახშირით მკურნალობის კურსი უნდა შეადგენდეს 3-5 დღეს, ენდოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში კი, მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს 10-15 დღის განმავლობაში. თქვენს მდგომარეობასა და შესაბამისად, საჭიროებებზე მორგებული დოზირება უნდა დააზუსტოთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
შავი ნახშირი და გვერდითი ეფექტები
გააქტიურებულმა ნახშირმა, გვერდითი ეფექტების სახით, შესაძლოა, შეკრულობა ან ფაღარათი გამოიწვიოს. ამ დროს რეკომენდებულია პრეპარატის შეწყვეტა და სიმპტომური თერაპია. ხოლო ნახშირის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ორგანიზმს მოაკლდეს ვიტამინები, ჰორმონები, ცხიმები და ცილები.
ყურადღებითა და სიფრთხილით მიიღეთ ნახშირი სხვა მედიკამენტებთან ერთად. გააქტიურებულ ნახშირს, აბსორბაციული თვისებების გამო შეუძლია, შეამციროს სხვა წამლების ეფექტიანობა მასთან კომბინაციით მიღებისას.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ანოტაციის მიხედვით კი, ნახშირი უნდა მიიღოთ სხვა წამლების მიღებამდე, ან მიღების შემდეგ 1,5 საათის ინტერვალით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account