
მოქსიკუმი (moxicum) გავრცელებული ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც ფართო სპექტრით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობის დროს: მწვავე სინუსიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია და რბილი ქსოვილების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები.
მოქსიკუმ 400 მგ-ის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მოქსიფლოქსაცინი – მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით. პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებებს შორის არის: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მანიტოლი და მაგნიუმის სტეარატი.
ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ პრეპარატის ჩვენებები და მისი მოქმედების მექანიზმი.
რა ჩვენებების დროს გამოიყენება და როგორ მოქმედებს მოქსიკუმი?
მოქსუკუმის ტაბლეტები აქტიურად ინიშნება შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში:
- მწვავე სინუსიტი;
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი;
- გართულებული ინფექციები;
- ინტრააბდომინალური ინფექციები;
- პოლიმიკრობული ინფექციები – აბსცედირება;
პრეპარატი ასევე ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების გაურთულებელი ანთებითი დაავადებების, მათ შორის, სალპინგიტები და ენდომეტრიტების დროს.
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედებას, იგი ამგვარია:
მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ტოპოიზომერაზა II-ს (დნმ-გირაზა) და ტოპოიზომერაზა IV-ს ინჰიბირებას, იგი ბლოკავს ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციას და აღდგენას, რაც იწვევს უჯრედის განადგურებას. ზემოთ აღნიშნული ფერმენტები მნიშვნელოვანია ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიპფციის, რეპარაციისა და რეკომბინაციის პროცესებისთვის. მათი ფუნქციის ბლოკირება იწვევს მიკრობის უჯრედში შეუქცევად ცვლილებებს და ბაქტერიის განადგურებას.
როგორც წესი, პრეპარატი გამოირჩევა ბაქტერიციდული ეფექტით. აღსანიშნია, რომ მისი მოქმედების ეფექტიანობა თითქმის არ განსხვავდება მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციისაგან.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
მოქსიკუმის ანტიბიოტიკი გამოიყენება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: პრეპარატი უნდა მიიღით შინაგანად, რეკომენდებული დოზით, რომელიც წარმოადგენს – 400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში.
რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, იგი განისაზღვრება ინფექციის სიმძიმისა და კლინიკური ეფექტის მიხედვით. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობას წარმოადგენს:
- მწვავე სინუსიტის დროს – 7 დღე;
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისას – 5 დღე;
- არაჰოსპიტალური პნევმონიისას საფეხურებრივი თერაპია – 7-14 დღეს;
- კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციებისას – 7 დღე;
- კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციებისას – 7-21 დღე;
- გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციებისას, პოლიმიკრობული ინფექციების ჩათვლით – 5-14 დღე;
- მცირე მენჯის ორგანოების გაურთულებელი ანთებითი დაავადებებისას, მათ შორის, სალპინგიტები და ენდომეტრიტები – 14 დღე.
რაც შეეხება, ხანდაზმული ასაკის პაციენტებს: დოზირების რეჟიმის კორექცია არ ესაჭიროებათ პაციენტებს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების უმნიშვნელო დარღვევებით, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე და ხანგრძლივ ამბულატორიულ პერიტონეულ დიალიზზე.
როგორია პრეპარატის გვერდითი ეფექტები?
ისევე როგორც ყველა წამალს მოქსიკუმსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მსუბუქად გადაიტანება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის შემთხვევაში:
- ტკივილი მუცელში;
- დისპეფსია;
- მეტეორიზმი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ყაბზობა;
- დიარეა;
ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მომატება:
- პირის სიმშრალე;
- ანორექსია;
- სტომატიტი;
- გლოსიტი;
- გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება.
ნერვული სისტემის შემთხვევაში:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ასთენია;
- უძილობა ან ძილიანობა;
- ნერვული აგზნებადობა;
- განგაშის შეგრძნება;
- ტრემორი;
- პარესთეზიები;
- გემოს შეცვლა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემთხვევაში:
- ტაქიკარდია;
- არტერიული წნევის მომატება;
- გულისცემის შეგრძნება;
- მკერდში ტკივილი;
- Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.
სასუნთქი სისტემის შემთხვევაში:
- ქოშინი იშვიათად;
- ძალიან იშვიათად – ბრონქული ასთმა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შემთხვევაში:
- იშვიათად – ართრალგია, მიალგია.
შარდსასქესო სისტემის დროს:
- იშვიათად – ვაგინალური კანდიდოზი;
- ვაგინიტი.
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი;
- ქავილი.
ხოლო ლაბორატორიული მაჩვენებლები, ამგვარია :
- ლეიკოპენია;
- პროთრომბინის დროის გახანგრძლივება;
- ეოზინოფილია;
- თრომბოციტოზი;
- ამილაზას აქტივობის მომატება.
რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს — შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ქვემოთ გიზიარებთ იმ ჩვენებებს, რომლის დროსაც პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, ესენია:
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ორსულობა;
- ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მისი გამოყენება დასაშვებული არ არის.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს: მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
როგორია მოქსიკუმის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
დოზის კორექცია საჭირო არ არის ქვემოთ მოცემული პრეპარატების შემთხვევაში:
- ატენოლოლი;
- ვარფარინი;
- რანიტიდინი;
- კალციუმის შემცველი დანამატები;
- თეოფილინი;
- პერორალური კონტრაცეპტივები;
- გლიბენკლამიდი;
- იტრაკონაზოლი;
- დიგოქსინი;
- მორფინი;
- პრობენეციდი.
აღსანიშნია მოქსიკუმის ურთიერთქმედება ანტაციდებსა და მინერალებზე: მინერალური ნივთიერებები და პოლივიტამინები ამცირებენ მოქსიკუმის აბსორბციას.
რაც შეეხება, I A და III კლასის ანტიარითმიული პრეპარატების მიღებას , Qთ ინტერვალის გამახანგრძლივებელ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება ზრდის Qთ ინტერვალის გახანგრძლივების რისკს.
აქვე შეგახსენებთ, ყველა სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა დრუილად გაგიწიონ დახმარება და აღმოფხვრან არსებული პრობლემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account