
ლივაზო არის ეფექტური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის რეგულირებისა და კარდიოვასკულური დაავადებების რისკის შესამცირებლად. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერებაა პიტავასტატინი, თანამედროვე HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორია და ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ორგანიზმში.
ჩვენებები — როდის გამოიყენება პრეპარატი
ლივაზო გამოიყენება ისეთი პრობლემების წინააღმდეგ, როგორიცაა:
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით);
- ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით);
- დამატებითი საშუალების სახით დიეტის დროს, როდესაც მხოლოდ დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგ.: ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არასაკმარისია.
როგორია ლივაზოს დოზირება
მედიკამენტი ხელმისაწვდომია სამი განსხვავებული დოზირებით. ესენია:
პრეპარატი საქართველოში მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. სწორედ მკურნალმა ექიმმა უნდა მოგცეთ შესაბამისი ფორმა N3 რეცეპტი და მანვე უნდა განსაზღვროს, რომელი დოზირებით წარიმართოს თქვენი თერაპიის კურსი.
ლივაზოს ანოტაცია და ინსტრუქცია
ლივაზოს ინსტრუქცია დეტალურად აღწერს პრეპარატის მიღების წესებს და შესაძლო გვერდით მოვლენებს. თუმცა, მსგავსი ინფორმაცია, პირველ რიგში, მკურნალმა ექიმმა უნდა მოგაწოდოთ - მან უნდა განსაზღვროს, მედიკამენტის რომელი სახეობა ჩართოს მკურნალობაში, როგორი სიხშირითა და ხანგრძლივობით მიიღოთ ის და ა.შ.
მედიკამენტის ანოტაციებს შორის მცირედი სხვაობაა. მაგალითად, ლივაზოს 1 მგ ანოტაცია მითითებებს იძლევა შედარებით მსუბუქად მიმდინარე პრობლემების წინააღმდეგ, ხოლო ლივაზო 2მგ ანოტაცია განმარტავს, როგორია რეკომენდებული დოზა და მიღების სიხშირე შედარებით რთულად მიმდინარე ჩვენებებზე. შესაბამისად, 4მგ-იანი პრეპარატის ინსტრუქციები ყველაზე რთული პრობლემების წინააღმდეგაა მიმართული.
ზოგადი წესი კი, ლივაზოს ანოტაციის მიხედვით, ასეთია : პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს, რადგან ქოლესტერინის სინთეზის აქტივობა ამ დროს მაღალია.
ლივაზოს 1 მგ-იანი ტაბლეტები ხშირად ინიშნება როგორც საწყისი დოზა, თუმცა პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება გაიზარდოს. როგორი უნდა იყოს გაზრდილი დოზა - ამაზე გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებს ჩვენებების მიხედვით - ეს შეიძლება იყოს როგორც ლივაზოს 2მგ-იან ტაბლეტებზე გადასვლა, ისე ყველაზე მაღალი, 4მგ-იანი დოზის დანიშვნა.
ლივაზოს შეძენა PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მისი ფასი კი მრავალ ფაქტორზეა დმაოკიდებული - მათ შორის, პირველ რიგში, დოზირებაზე. როგორც წესი, ყველაზე დაბალი ღირებულების 1მგ-იანი შეფუთვაა, ხოლო შედარებით ძვირი - 4მგ-იანი ტაბლეტები. ლივაზო 2მგ-ის ფასი კი სწორედ ამ ორს შორის მერყეობს ხოლმე.
მედიკამენტის ღირებულების გადამოწმება ყოველთვის შეგიძლიათ PSP-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account