ლაციდოფილი — ნაწლავური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება

ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით კი ნაწლავის მიკროფლორა, მონაწილეობს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა: ნივთიერებათა ცვლა, ეპითელიუმის განვითარება, იმუნიტეტზე ზემოქმედება და სხვა.

ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორა 500-დან 1000-მდე სხვადასხვა ბაქტერიული სახეობისგან შედგება და შეადგენს 1000-ზე მეტ მიკროორგანიზმს, რაც დაახლოებით 10-ჯერ აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას. 

სხვადასხვა მიკროორგანიზმების რაოდენობის თანაფარდობა ძირითადად მუდმივია. თუმცა, ირაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის, რადიაციული და ქიმიოთერაპიის, არასწორი კვების, დასუსტებული იმუნიტეტის,  ფერმენტების თანდაყოლილი დეფექტების გამო, ბალანსი შეიძლება დაირღვეს.

მსგავსი დარღვევების აღმოსაფხვრელად თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები. ერთ-ერთი მათგანია პრეპარატი ლაციდოფილი.

რას შეიცავს და რა შემთხვევებში გამოიყენება ლაციდოფილი?

პრეპარატის 1 კაფსული შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას, Lactobacillus rhamnosus Rosell-11 – 1.9 მლრდ, Lactobacillus acidophilus Rosell-52 – 0.1 მლრდ.

დამხმარე ნივთიერებებია: ასკორბინის მჟავა, მალტოდექსტრინი და მაგნიუმის სტეარატი.

ლაციდოფილი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:

    • ნაწლავის მიკროფლორის დარღვევები – დისბატექრიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
    • საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ბოყინი, მუცლის ტკივილი (მათ შორის საკვების რაციონის შეცვლით, მოგზაურობებითა და სხვა მიზეზებით გამოწვეული);
    • ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი - როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში;
    • გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული);
  • ლაქტოზას აუტანლობა;
  • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
  • ქრონიკული დაღლილობა (ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის მომატების მიზნით);
  • Clostridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაქტობაქტერიები – ბაქტერიების სახეობაა, რომელიც აერთიანებს გარამდადებით უმოძრაო არასპორწარმომქნელ ანაეობულ ჩხირებს, რომლებიც შლის ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.

ლაქტობაქტერიები ავლენენ ანტიმიკრობულ მოქმედებას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორებიცაა Salmonella, Shigella, Streptococcus, E coli, H. influenzae, Campilobacter jejuni, Staphylococcus aureus, Helicobacter pylori მათი ზრდისა და ენტეროციტების მიმართ ადგეზიის დათრგუნვით.

ლაქტობაქტერიები ააქტიურებენ უჯრედების იმუნიტეტს და ხელს უწყობენ იმუნოგლობულინების გამომუშავებას. ასევე მონაწილეობენ ცხიმების, ცილებისა და რთული ნახშირწყლების დაშლაში, K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში და ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში. მათ უპირატესობას ასევე წარმოადგენს კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ მაღალი რეზისტენტობა.

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატს?

ლაციდოფილის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

პრეპარატის მიღების წესი და დოზები

ლაციდოფილი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეგიძლიათ კაფსული გახსნათ და მისი შიგთავსი განაზავოთ რაიმე სითხეში - წყალში, ჩაიში, წვენში და ა.შ.

პრეპარატის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და დაავადებაზე:

  • იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატს იღებთ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატი უნდა მიიღოთ შემდეგი რეჟიმით: 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 კაფსული დღეგამოშვებით;  3 წლიდან ზემოთ ბავშვებში - 1 კაფსული დღეში 1-ჯერ; მოზრდილებში – 1-2 კაფსული დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
  • თუ ლაციდოფილი უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკების პარალელურად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, დოზირება ასეთია: დალიეთ პრეპარატი ანტიბიოტიკების მიღებამდე 2 საათით ადრე ან ანტიბიტოკების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 6-12 თვემდე ბავშვებში ინიშნება 1 კაფსული დღეში; 1-დან 3 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსული  2-ჯერ დღეში; 3-დან 12 წლამდე ბავშვებში – 1 კაფსული 2-3-ჯერ დღეში; 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში კი – 1-2 კაფსული 3-ჯერ დღეში. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანტიბიოტიკების მიღების ვადაზე. 
  • თუ პრეპარატი გესაჭიროებათ საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ, მაშინ  რეკომენდებული დოზები შეადგენს: 6-12 თვის ბავშვებში – 1 კაფსული დღეში ერთხელ; 1-3 წლის ბავშვებში – 1 კაფსული 2-ჯერ დღეში; 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 კაფსული 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე; მოზრდილებში 1-2 კაფსული 3-ჯერ დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. 

გამოიყენება თუ არა ლაციდოფილი ორსულობის პერიოდში?

ორსულობის პერიოდში ლაციდოფილის დანიშნვა რეკომენდებულია დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე. მისი მიღება 3-ჯერ ამცირებს პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით Candida-ს ტიპის სოკოების რაოდენობას და ხელს უშლის ამ ფლორის მიერ საშვილოსნოს წყლების და ახალშობილის კნტ-ს კოლონიზაციას.