სარჩევი:
კანდიდოზის გამომწვევი მიზეზები
ორალური კანდიდოზი, იგივე პირის ღრუს კანდიდოზი
არსებობს სოკოს მრავალი სახეობა, რომლებიც ადამიანის სხეულში ბინადრობს. ერთ-ერთ ასეთ სახეობას კანდიდა ეწოდება. ეს არის საფუარის ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით ბინადრობს ადამიანის პირის ღრუში, მუცელში ან კანზე. როგორც წესი, ის პრობლემებს არ იწვევს, თუმცა, როდესაც შესაფერისი გარემო იქმნება, შესაძლოა გამრავლდეს და კონტროლს გარეშე გაიზარდოს.
ამ სოკოს მიერ გამოწვეულ ინფექციას კანდიდოზი ეწოდება და მას რამდენიმე განსხვავებული ფორმა აქვს. უმეტესობა მათგანი ადვილად განკურნებადია.
კანდიდოზის სიმპტომები
ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებობს კანდიდას ბუნებრივი პოპულაცია, მაგრამ როდესაც ის ზედმეტად იზრდება და სოკოვან ინფექციად გადაიქცევა, შესაძლოა გამოვლინდეს კანდიდოზის სიმპტომები, მათ შორის:
- გამონაყარი, წითელი კანი
- ბუშტუკები
- თეთრი ლაქები, რომლებიც ხორკლიანია შეხებისას
- წვა
- გამონადენი
ეს სიმპტომები შეინიშნება სხეულის იმ ნაწილში, სადაც არსებობს ინფექცია. სიმპტომები ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს იმისდა მიხედვით, თუ სად იზრდება კანდიდა და რა ტიპის ინფექციასთან გვაქვს საქმე.
კანდიდოზის გამომწვევი მიზეზები
კანდიდოზი ვითარდება მაშინ, როდესაც სოკო, რომელიც ჩვეულებრივ ბინადრობს ადამიანის სხეულში ან მის ზედაპირზე, ზედმეტად იწყებს ზრდას. ეს ყველაზე ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა ბაქტერიების ან სხვა მიკროორგანიზმების ბალანსი. კანდიდოზის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც იწვევენ ასეთ დისბალანსს, შეიძლება იყოს:
- სტრესი
- დიაბეტი, რომელიც არ კონტროლდება შესაბამისად
- სუსტი ან დათრგუნული იმუნური სისტემა
- დიეტა, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ მარტივ ან რაფინირებულ ნახშირწყლებს, საფუარს ან შაქარს
- გარკვეული მედიკამენტების მიღება, მათ შორის ანტიბიოტიკების, სტეროიდების, ჰორმონების ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების
კანდიდოზის ტიპები
ექიმები გამოყოფენ კანდიდოზის სხვადასხვა ტიპს იმის მიხედვით, თუ სად იზრდება სოკოვანი ინფექცია. ესენია:
- ვაგინალური კანდიდოზი
- კანის კანდიდოზი
- ორალური კანდიდოზი ან ლაქები პირის ღრუში, ყელში, ენაზე ან საყლაპავში
- ინვაზიური ან სისტემური კანდიდოზი სისხლში და მთელ სხეულში
- ფრჩხილების კანდიდოზი თითების ან ფეხის თითების ფრჩხილების ძირში ან კიდეებზე
ორალური კანდიდოზი, იგივე პირის ღრუს კანდიდოზი
თუ კანდიდას სოკო გავრცელდება პირის ღრუსა და ყელში, მას შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია, რომელსაც ორალური კანდიდოზი ეწოდება. ეს ყველაზე ხშირია ახალშობილებში, ხანდაზმულებსა და ადამიანებში დასუსტებული იმუნური სისტემით. პირის ღრუს კანდიდოზის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, თუ ადამიანი:
- იტარებს სიმსივნის მკურნალობას
- იღებს ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები
- ატარებს კბილის პროთეზს
- აქვს დიაბეტი
ორალური კანდიდოზის სიმპტომებია:
- თეთრი ან ყვითელი ლაქები ენაზე, ტუჩებზე, ღრძილებზე, პირის ღრუს ზედა ნაწილში და ლოყის შიდა მხარეს
- სიწითლე ან ტკივილი პირის ღრუსა და ყელში
- ტკივილი ყლაპვისას, თუ ინფექცია ყელში გავრცელდა
ორალური კანდიდოზის მკურნალობა ხდება ანტისოკოვანი მედიკამენტებით, როგორიცაა, ფლუკონაზოლი და ნისტატინი.
ვაგინალური კანდიდოზი
4 ქალიდან სამს სიცოცხლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც აქვს ვაგინალური კანდიდოზი. ეს ხდება მაშინ, როდესაც საშოში ზედმეტად იზრდება საფუარი სოკო.
ინფექციის განვითარება ტიპურად ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა ვაგინაში არსებული ბალანსი. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს:
- ორსულობა
- დიაბეტი
- ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიბიოტიკები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
- ზოგიერთი საშოს რეცხვის საშუალების, სპრეის, ლუბრიკანტის ან სპერმიციდების გამოყენება
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- სველი საცურაო კოსტიუმის ან ვარჯიშის ტანსაცმლის ტარება, ან არა ჰაეროვანი საცვლების ჩაცმა
ზოგჯერ ინფექციამ შესაძლოა გადაედოს ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის დროს.
სიმპტომებია:
- ძლიერი საშოს ქავილი
- საშოსა და ვულვის (ქალის გარეთა სასქესო ორგანოს) სიწითლე და შეშუპება
- ტკივილი და წვა შარდვისას
- დისკომფორტი სექსის დროს
- სქელი, თეთრი "ხაჭოს მსგავსი" გამონადენი საშოდან
რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს სხვა ინფექციების, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინოზი (ბაქტერიების ზედმეტი ზრდა საშოში) და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ ეს სიმპტომები აღინიშნება.
კანდიდოზი მამაკაცის სასქესო ორგანოზე
კანდიდას შეუძლია დააინფიციროს მამაკაცის სასქესო ორგანოებიც. ეს არც ისე გასაკვირია, რადგან სოკო, რომელიც მას იწვევს, ჩვეულებრივ არსებობს კანზე. მაგრამ მამაკაცებს აქვთ კანდიდოზის განვითარების მეტი შანსი პენისის თავზე, თუ მათ აქვთ სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც აქვს ვაგინალური კანდიდოზი.
მამაკაცებში პენისის კანდიდოზი უფრო მოსალოდნელია, თუ ისინი:
- არ არიან წინადაცვეთილები
- ხშირად იღებენ ანტიბიოტიკებს
- აქვთ დიაბეტი
- აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა
- არიან ჭარბწონიანები
- არ იცავენ ჰიგიენას
სიმპტომებია:
- ნოტიო კანი პენისზე
- თეთრი ნივთიერება კანის ნაკეცებში
- თეთრი ან მბზინავი კანი
- სიწითლე, ქავილი ან წვა
კანის კანდიდოზი
კანდიდოზური ინფექციები ყველაზე ხშირად ვითარდება ადგილებში, სადაც თბილა და ნესტიანი, მათ შორის:
- იღლიებში
- საზარდულში
- ჭიპში
- ძუძუს ქვეშ
- თითებსა და ფეხის თითებს შორის არსებულ სივრცეებში
- სასქესო ორგანოებზე
- მუცლის ნებისმიერ კანის ნაკეცში
მდგომარეობები, რომლებიც ზრდის კანის კანდიდოზის განვითარების ალბათობას, მოიცავს:
- ცხელი ან ნესტიანი ამინდი
- მჭიდრო ან სინთეტური საცვლების ან ტანსაცმლის ტარება
- არასაკმარის ჰიგიენა
- საცვლების ან საფენების არასაკმარისად ხშირ გამოცვლა
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- ორსულობა
- ჭარბი წონა
- ანტიბიოტიკების ან სხვა მედიკამენტების მიღება
- სხვა კანის დაავადებების, მაგალითად ფსორიაზის არსებობა
კანის კანდიდოზს შეგიძლიათ უმკურნალოთ დაავადებული არის მაქსიმალურად მშრალ მდგომარეობაში შენარჩუნებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისოკოვანი კრემები. ჰკითხეთ ექიმს, რომელია საუკეთესო იმის მიხედვით, თუ სად არის ინფექცია. თუ ჯანმრთელი ხართ, კანდიდოზისგან ადვილად განიკურნებით. ასევე შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები, რათა შეამციროთ ინფექციის განმეორებით განვითარების ალბათობა.
კანდიდოზის მკურნალობა
არსებობს სხვადასხვა ანტიმიკოზური საშუალებები:
- ფლუკანოლი ინიშნება სხვადასხვა დაავადებების დროს: მწვავე ან რეციდიული ვაგინალური კანდიდოზი. ლორწოვანი გარსის კანდიდოზი. პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ლორწოვანის, კანისა და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზის დროს.
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალება კანდიფიქსი
- Dizolo - დიზოლო გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კანდიდას ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
- ჰელიოკანდიდონორმი გახლავთ სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო საშუალება.
- Mikozan - მიკოზანი ფრჩხილის სამკურნალო ნაკრები ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ინიშნება.
- Terbifin - ტერბიფინი კანისა და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული Trichophyton-ით, Microsporum canis-ით და Epidermophyton floccosum-ით.
- დიფლუკანი ვენის
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account