ვიტაფეროლი — საკვები დანამატი D ვიტამინის მარაგის შესავსებად

ვიტაფეროლი (Vitaferol) მაღალი ხარისხის ვიტამინი D3-ია, რომელსაც კარგი ბიოშეღწევადობა ახასიათებს. როგორც წესი, პრეპარატი გვხვდება წვეთებისა და კაფსულების სახით. მისი შეძენა ურეცეპტოდ შეგიძლიათ, თუმცა, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და დარწმუნდეთ, რომ ეს საკვები დანამატი გჭირდებათ.

D ვიტამინი ჩვენთვის შეუცვლელი ნივთიერებაა, რომელიც უამრავ პროცესში მონაწილეობს და ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. 

როგორ მოწმდება D ვიტამინი?  

ეს ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს  კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში.

ეს ვიტამინი სხვადასხვა ფორმით გვხვდება — ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე ადვილად ათვისებადი და მნიშვნელოვანი ვიტამინი D3-ია. მას სამედიცინო ენაზე ქოლეკალციფეროლს უწოდებენ. 

ვიტამინ D3-ის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცნობაა მისი სინთეზი მზის საშუალებით. მართლაც, ჩვენს ორგანიზმს აქვს უნარი, კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად D3 გამოიმუშაოს. ცხადია, მზის აბაზანების მიღებას თავისი წესები აქვს - მაგალითად, მზე უნდა ასხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს, დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთს კვირაში 3-ჯერ, სწორად უნდა შეირჩეს დღის მონაკვეთი და ა.შ.

როდის უნდა მივიღოთ საკვები დანამატი?  

D ვიტამინის ნაკლებობასა თუ დეფიციტს შეიძლება სერიოზული გართულებებიც მოჰყვეს. ჩვენებები შეიძლება მოიცავდეს ოსტეომალაციას (მდგომარეობა, როცა ძვლები „რბილდება“ და ადვილად ჩნდება მოტეხილობა), ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება. მისი დაბალი კონცენტრაცია ორგანიზმში კორელაციაშია კოგნიტიური დეფიციტის განვითარების რისკთან (41-60%), ასევე მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებასთან.  D ვიტამინის დეფიციტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა (კარდიოვასკულური დაავადებები, ჰიპერტენზია, ინსულტი), საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვულ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.

სწორედ ამ ვითარებაში არის ვიტაფეროლის მიღება რეკომენდებული. მას ახასიათებს ვიტამინის მარაგების შევსება და, შესაბამისად, ნაკლებობისა თუ დეფიციტის პროფილაქტიკა. გარდა ამისა, ვიტაფეროლი D3 გამოიყენება ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, ძვალ-სახსროვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, კანისა და კანის დანამატების დაავადებათა,რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში. ვიტაფეროლის სამედიცინო ჩვენებები შეიძლება იყოს ჰიპოკალცემიური ტეტანია, მალაბსორბცია და ლაქტაზის აუტანლობაც.

ზემოხსენებულ თერაპიაში ერთნაირად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ვიტაფეროლის წვეთები, ისე კაფსულები. საკმაოდ ხშირია წარმოდგენა, რომ ვიტაფეროლი ტაბლეტის სახითაც გვხვდება, თუმცა, ეს არასწორია. 

ვინ შეიძლება მიიღოს ვიტაფეროლი?  

ამ დანამატის მიღება შეუძლიათ 12 წელს გადაცილებულ მოზარდებსა და მოზრდილებს. ხშირად დასმულია კითხვაა, რომელია ვიტაფეროლის საბავშვო დოზა. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ამ მედიკამენტის ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია და მისი არც შესაბამისი დოზა არ არსებობს. 

ასევე, დანამატის მიღება დასაშვებია ორსულებისა და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვისაც. თუმცა, როგორც ვიტაფეროლის ანოტაცია გვეუბნება, ორსულების, მეძუძური დედებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება ყოველ მეორე დღეს. ეს კი მაშინ, როცა ჩვეულებრივ მოზრდილებში საკვები დანამატის მიღება ყოველდღიურად არის რეკომენდებული.

საკვები დანამატის დოზირება და ღირებულება  

ვიტაფეროლ D3, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წვეთებისა და კაფსულების სახით გვხვდება. წვეთების ყოველი 1 დოზა (0.05მლ) შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს, ხოლო კაფსულების შემთხვევაში თითოეული კაფსული შეიცავს 2 000სე  ვიტამინ D3-ს.

ერთ-ერთი არასწორი ინფორმაცია, რაც ამ დანამატზე შეიძლება მოისმინოთ, სწორედ მის დოზას უკავშირდება, მომხმარებლებიც ხშირად ეძებენ ვიტაფეროლის 5000-იან კაფსულებს, თუმცა, ეს დოზირება არ არსებობს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ხშირად დასმულ კითხვას - რა ღირს ვიტაფეროლი? 

ვიტაფეროლ D3-ის ფასი, შეიძლება, განსხვავებული იყო სააფთიაქო ქსელებში. გარდა ამისა, ამაზე გავლენას ახდენს ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ბიზნესისთვის დაწესებული გადასახადები, ქვეყანაში არსებული ზოგადი ფინანსური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, მწარმოებლის მიერ ფასის გაზრდა და სხვა. სწორედ ამიტომ, ვიტაფეროლის ფასი ცვალებადია.

თუმცა, თუკი შეძენით ხართ დაინტერესებული, მაგალითად, PSP-ს ოფიციალურ საიტზე ვიტაფეროლის ფასის გადამოწმება ყოველთვის შეგიძლიათ.