
ვიზორელი (Vizorel) არის თვალისა და ყურის წვეთები, რომლებიც გთავაზობთ მკურნალობის კომბინაციურ ხასიათს დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B სულფატის საშუალებით. ამ კომბინაციის მეშვეობით, წამალი გამოსადეგია არა მხოლოდ ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ანთების შესასუსტებლადაც.
პრეპარატი წარმოადგენს უსუნო, თეთრ მიკროდისპერსიულ სუსპენზიას, რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივ მკურნალობას.
ვიზორელის წვეთები შეიცავს შემდეგ ქიმიურ ნივთიერებებს:
- დექსამეტაზონი (1.0 მგ) – აქტიურად ამცირებს ანთებით პროცესებს და ეხმარება კაპილარების სიმკვრივის შემცირებას.
- ნეომიცინი (3.5 მგ) – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც მოქმედებს მიკრობების წინააღმდეგ და ეხმარება ორგანიზმს მათი განადგურების პროცესში. ის ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. თუმცა, მისი მოქმედება უფრო ნაკლებად შეიმჩნევა ზოგიერთი ბაქტერიის, მაგალითად Pseudomonas aeruginosa-სა და სტრეპტოკოკების მიმართ.
- პოლიმიქსინ B (6000 სე) – ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს მიკრობების მემბრანაზე, აქტიური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, როგორც Escherichia coli და Haemophilus influenzae. ის ეფექტურია ბევრ ინფექციასთან საბრძოლველად, თუმცა, ნაკლებად მოქმედებს პათოგენურ სოკოებზე.
გარდა ამისა, ისეთი დამხმარე ნივთიერებები, როგორიცაა ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა და ბენზალკონიუმის ქლორიდი, ხელს უწყობენ წამლის სტაბილურობას და მის ეფექტურობას, ხოლო საინექციო წყალი უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ხარისხს.
ჩვენებები — როდის უნდა მივიღოთ ვიზორელი?
ვიზორელის ყურისა და თვალის წვეთები ეფექტურია როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა:
- ბლეფარიტი – თვალის ქუთუთოს ანთება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით.
- კონიუნქტივიტი – თვალის სიფუშის ანთება, რომელიც ხშირად მიკრობების მიერ ხდება.
- კერატიტი – თვალის რქოვანას ანთება, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიებმა.
- ირიდოციკლიტი – თვალის გარსის ანთება, რომელიც გავლენას ახდენს თვალის ირგვლივ.
ვიზორელი ასევე გამოიყენება თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის.
რაც შეეხება ყურის დაავადებებს, მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები – ინფექციები, რომლებიც ხშირად ვლინდება ყურის სხვადასხვა ნაწილში, - ასევე შედის პრეპარატის გამოყენების ჩვენებებში. გარდა ამისა, ის ეფექტურია ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციების მართვაშიც.
როგორია პრეპარატის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ ვიზორელი ეფექტიანი პრეპარატია, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული რამდენიმე შემთხვევაში:
- კერატიტი, რომელიც გამოწვეულია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი) ვირუსით.
- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა).
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები.
- თვალის სოკოვანი დაავადებები.
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ვიზორელი არ გამოიყენება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.
წვეთების გამოყენებამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ისე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, მათ შორის მათი კომბინაციით. ალერგიული რეაქციები შეიძლება მოიცავდეს:
- ქავილს,
- ქუთუთოების შეშუპებას,
- კონიუნქტივის შეწითლებას, რაც ხშირად დაკავშირებულია ანტიბიოტიკების მოქმედებასთან.
ამიტომ, აუცილებელია პრეპარატის გამოყენებისას ექიმის რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების დაცვა.
როგორია ვიზორელის დოზირება და მიღების წესი
ვიზორელის თვალისა და ყურის წვეთები გამოიყენება მკურნალობისთვის, და მისი დოზირება ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს დაავადების სიმძიმეს. სწორედ ამიტომ, მისი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდირებული.
ვიზორელის ანოტაცია კი გვაცნობს ზოგად წესებს, როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი. მაგალითად, თვალის და ყურის მსუბუქი ინფექციების დროს, რეკომენდირებულია 1-2 წვეთი ჩაიწვეთოთ კონიუნქტივალურ პარკში 4-6-ჯერ დღეში. როდესაც ინფექცია უფრო რთული ფორმისაა, პრეპარატი შეიძლება გამოიყენოთ ყოველ საათში, სანამ სიმპტომები არ შემცირდება. სიმპტომების შესუსტების შემდეგ, დოზის შეამცირება შესაძლებელია.
გარეთა ყურის ინფექციების დროს, რეკომენდირებულია 4 წვეთი 3-4 ჯერ დღეში, ხოლო შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებისგან გამოწვეული ინფექციური გართულებებისა და ინფექციური ოტიტების დროს – 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღეში.
ხშირია შეკითხვა, გამოვიყენოთ თუ არა ვიზორელი ბავშვებში - ამის შესახებაც რეკომენდაცია ექიმმა უნდა გასცეს. თვითნებურად მკურნალობა რეკომენდირებული არ არის.
ეს წვეთები განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად, მაგალითად, 10 დღის განმავლობაში გამოყენებისას აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული კონტროლი (ტონომეტრია).
მკურნალობის პერიოდში კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდირებული. ასევე, პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან აიცილოს ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ პრეპარატის ფლაკონი უნდა შეინჯღრეს გამოყენების წინ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიწვეთოთ თვალსა თუ ყურში.
შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება ორსულობა-ლაქტაციის პერიოდში და სად შევიძენთ მას
ვიზორელის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მხოლოდ მკურნალ ექიმის დანიშნულებით, თუკი მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. ხოლო ლაქტაციის პერიოდში ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეწყდეს თუ არა ძუძუთი კვება.
თვალისა და ყურის წვეთები შეგიძლიათ PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ. აქ ვიზორელის ფასი ბიუჯეტურია, თუმცა, მცირედად შეიძლება შეიცვალოს - მისი გადამოწმება ყოველთვის შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account