
პრეპარატი ვიაგრა გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, საფრანგეთში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს შეიცავს, რომელიც ერექციული დისფუნქციის პრობლემას აღმოფხვრის.
ვიაგრაში სილდენაფილის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 50მგ და 100მგ სილდენაფილის შემცველი ვიაგრას ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. ვიაგრა 50მგ-ისა და ვიაგრა 100მგ-ის ერთ შეკვრაში 4-4 ტაბლეტია.
ვიაგრა III ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რა არის ვიაგრა?
ვიაგრა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო, პერორალური მედიკამენტია. ის, სილდენაფილის დახმარებით, მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლმომარაგებას აუმჯობესებს და, შედეგად, სქესობრივი აქტის დროს ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ სქესობრივი აქტის დროს ერექციის დისფუნქციას ფოსფოდიესტერაზა 5-ის (PDE5) სახელწოდებით ცნობილი ფერმენტის მიერ ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (cGMP) რღვევა განაპირობებს. ეს არის მოლეკულა, რომელიც გლუვი კუნთების უჯრედების მოდუნებას უწყობს ხელს და სისხლძარღვებს აფართოებს. შედეგად, სასქესო ორგანოს სისხლსავსეობა იზრდება, რაც ერექციას იწვევს.
ფოსფოდიესტერაზა 5-ის მიერ ციკლური გუანოზინმონოფოსფატის რღვევის შედეგად სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადი მცირდება. ვიაგრაში შემავალი სილდენაფილი კი აღნიშნულ ფერმენტს ბლოკავს, ხელს უწყობს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დონის ზრდას და ორგანოს სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
როგორ მივიღოთ ვიაგრა?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ვიაგრა ქალებისთვის არ არის განკუთვნილი. მისი მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვისაც.
რაც შეეხება ვიაგრას გამოყენების წესსა და დოზირებას, ის ორგანიზმში პერორალური გზით, პირის ღრუს გავლით უნდა მოხვდეს. ზრდასრულებში ვიაგრას რეკომენდებული დოზა 50 მგ-ის შეადგენს. ეფექტიანობისა და ორგანიზმის ამტანობის გათვალისწინებით ზოგჯერ დოზის კორექტირებაა საჭირო - ის შეიძლება 100 მგ-მდე გაიზარდოს, ან 25 მგ-მდე შემცირდეს.
გასათვალისწინებელია, რომ ვიაგრას მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 100 მგ-ის შეადგენს. გარდა ამისა, პრეპარატის მიღება მხოლოდ დღეში ერთხელ არის დასაშვები.
აღსანიშნავია, რომ საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის მოქმედება უზმოზე მიღებასთან შედარებით შეიძლება გვიან დაიწყოს.
ხანდაზმულებში სილდენაფილის კლირენსი შემცირებულია, აქედან გამომდინარე, ვიაგრას საწყისი დოზა 25 მგ-ით უნდა განისაზღვროს. ეფექტიანობისა და პრეპარატის მიმართ ორგანიზმის ამტანობის გათვალისწინებით, დოზის კორექტირება ამ შემთხვევაშიც შეიძლება - 50 ან 100 მგ-მდე გაზრდა.
საინტერესოა, რამდენ ხანში მოქმედებს ვიაგრა? პრეპარატში შემავალი სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. ვიაგრას უზმოზე მიღებისას, პლაზმაში მისი კონცენტრაცია პიკს 30-120 წუთში (საშუალოდ 60 წუთი) აღწევს. აქედან გამომდინარე, მედიკამენტი სქესობრივი აქტის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ.
გვერდითი მოვლენები
მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ვიაგრას მიღებასაც ახლდეს თან. მათ შორის, პრეპარატის მომხმარებელთა ნაწილი თავის ტკივილს, თავბრუსხვევასა და ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას უჩივის. გარდა ამისა, ვიაგრას მიღებისას შეიძლება აღინიშნოს დისპეფსია, საჭმლის მონელების დარღვევა.
გვერდით მოვლენებს შორის არის ასევე მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის მხედველობის დარღვევები, რაც ფერების და სინათლის აღქმის ცვლილებაში გამოიხატება. მომხმარებლების ნაწილი კი მხედველობის დაბინდვას უჩივის.
ვიაგრას მოხმარებისას შეიძლება აღინიშნოს პრიაპიზმის შემთხვევები. ეს არის უნებლიე ერექცია, რომელსაც სქესობრივ აღგზნებასთან კავშირი არ აქვს. მდგომარეობა შეიძლება 4-6 საათის განმავლობაში გაგრძელდეს.
ვიაგრას რეკომენდებულზე უფრო ხშირად მიღების შემთხვევაში ზოგჯერ კუნთების ტკივილი აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ დოზის გაზრდასთან ერთად გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე იმატებს.
ვიაგრა vs ადორა
ვიაგრას შესახებ უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ადორას, მას შეიძლება „ქართული ვიაგრა“, ან „ბუნებრივი ვიაგრა“ ვუწოდოთ. ეს საქართველოში წარმოებული, 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რომელიც კონსერვანტებსა და მინარევებს არ შეიცავს.
ადორა არის სიროფი, რომელიც პოტენციის მატებას, მყარ და ხანგრძლივ ერექციას, ასევე ლიბიდოს ამაღლებას უზრუნველყოფს, ამას კი მცირე მენჯის ორგანოებისკენ სისხლის ნაკადის გაძლიერებით ახერხებს.
გარდა ამისა, პრეპარატი სქესობრივი აქტის გახანგრძლივებასა და სპერმოგენეზის (სათესლე ჯირკვლებში სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი) სტიმულაციას იწვევს. ის იმუნიტეტს აძლიერებს და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს.
ადორას რეკომენდებული დოზა 1 ჩაის კოვზს შეადგენს. შედეგი კი მიღებიდან დაახლოებით 40 წუთში მიიღწევა. ადორას გამოყენება უსაფრთხოა, რადგან პრეპარატს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ერექციის დისფუნქციის სამკურნალო სხვა პრეპარატების გამოყენების დროს შედარებით მძიმე გვერდითი ეფექტები ვლინდება, ის შეიძლება ალტერნატიულ საშუალებად, მათ შორის ვიაგრას შემცვლელად მოვიაზროთ.
აღსანიშნავია, რომ ადორას მიღება სექსუალური სურვილის გასაძლიერებლად და ჰორმონალური ბალანსისთვის ქალებსაც დასაშვებია. თუმცა ქალებში ადორას გამოყენებამდე უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account