ვამელანი — რა უნდა ვიცოდეთ დამამშვიდებელი პრეპარატის მიღებამდე

თანამედროვე ცხოვრების რიტმი, დაძაბული სამუშაო რეჟიმი, პრობლემები ოჯახსა თუ სამსახურში, ხშირად არღვევს ადამიანის სულიერ სიმშვიდეს და შეიძლება ითქვას, ანგრევს ნერვულ სისტემას. 

ზოგი ადამიანი სწრაფად ახერხებს სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას, ზოგიერთებს კი მისგან თავის დაღწევა თვეობით უჭირთ და ნერვული სისტემა კიდევ უფრო უუარესდებათ.

სტრესის დაძლევაში მნიშვნელოვანია ადამიანმა მოიწესრიგოს ძილის რეჟიმი, იკვებოს ჯანსაღად, ივარჯიშოთ, ისეირნოს, შეძლებსდაგვარად გაერიდოს სტრესულ სიტუაციას და სხვა. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი პრეპარატები, რომლებიც ადამიანს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვამელანი. ის მცენარეული საკვები დანამატია და სრულიად უსაფრთხოა.

რა არის ვამელანი და რისგან შედგება

ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელიც გამოდის კაფსულების სახით და გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების — ვალერიანის, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები. 

პრეპარატი დამატებით შეიცავს: სოის ლეციტინს, ფუტკრის ცვილს, ქოქოსის ზეთს, პალმის ზეთსა და სოიოს ზეთს.

ვალერიანის ესქტრაქტი, სედაციური თვისებებიდან გამომდინარე, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, აღადგენს ნორმალურ ძილს და გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ექსტრაქტი, თავისი სპაზმოლიზური მოქმედების გამო, მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღველმდენი და კარმინაციული მოქმედებების გამო, ეფექტიანია უძილობის დროს.

ვამელანში შემავალი ბარამბოს ეთერზეთები ხსნის ტკივილსა და კრუნჩხვებს. ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. გარდა ამისა, ბარამბოს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს მადის მომატებას. 

რა შემთხვევებში და რა დოზებით უნდა მიიღოთ ვამელანი?

ვამელანი, როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა:

  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ნერვული გადაძაბვა;
  • გაღიზიანებადობა;
  • ნევროზები (ნევრასთენია, დეპრესიული ნევროზი);
  • შფოთვა;
  • ძილის დარღვევები, უძილობა.

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ვამელანი ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში, ხოლო უძილობის დროს 1-2 კაფსულა ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღების მიუხედავად, წყლის მიყოლებით. 

ოპტიმალური ეფექტისთვის პრეპარატი უნდა მიიღოთ 14 დღის განმავლობაში. თუ 14 დღის განმავლობაში სიმპტომები არ მოიხსნა ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რა უნდა ვიცოდეთ ვამელანის მიღებამდე?

ვამელანის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ხოლო ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ალერგიული რეაქციები, სისუსტე, ყაბზობა (ხანგრძლივი მიღებისას).

პაციენტებმა, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსია აქვთ, თავი უნდა აარიდონ ვამელანის მიღებას, რადგან პიტნის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ გულძმარვას. ვამელანი ასევე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, ვისაც ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების სხვა დაავადებები აქვთ.

ვამელანით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

რა შეიძლება მოჰყვეს ვამელანის ჭარბ დოზირებას და როგორია მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან? 

ჭარბი დოზირებისას შესაძლოა აღინიშნოს: თავბრუსხვევა, გუგების გაფართოება, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ასეთ დროს ამოირეცხეთ კუჭი და ჩაიტარეთ სიმპტომური თერაპია.

ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამიტომ მათი კომბინაციაში გამოყენება რეკომენდებული არ არის.