
ვალერიანის ექსტრაქტი ყვითელი ფერის შემოგარსული ტაბლეტებია, რომლებიც მომატებული ნერვული აგზნების — ნევრასთენიის, ასევე ძილის დარღვევების დროს გამოიყენება. შუშის ერთ ფლაკონში 50 ტაბლეტია მოთავსებული.
ამის გარდა, PSP-ის აფთიაქებში ხელმისაწვდომია ვალერიანი პიტნით, იგივე ღამის ვალერიანი, რომელიც მწვანე ფერის დრაჟეებისა და ტაბლეტების სახით არის წარმოდგენილი. მას ნერვული აგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების დროს მიმართავენ. შუშის ერთ ფლაკონში 60 დრაჟეა, თითოეულ ბლისტერზე კი 20 ტაბლეტი (მუყაოს კოლოფში 2 ბლისტერია).
ორივე პრეპარატი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტის გარეშე გაიცემა. მათი ვარგისიანობის ვადა 2 წლით არის განსაზღვრული. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება.
ყვითელი და მწვანე ვალერიანი — ანოტაცია
პრეპარატი სავაჭრო დასახელებით ვალერიანის ექსტრაქტი, რომელსაც ხშირად ყვითელი ვალერიანის სახელწოდებით მოიხსენიებენ, სედაციური მოქმედებით ხასიათდება. სედაციურ საშუალებებს ფსიქიკაზე ზოგადი დამამშვიდებელი გავლენა აქვს. ასეთი მედიკამენტების მიღება ხელს უწყობს ჩაძინების გაიოლებას და უზრუნველყოფს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
ყვითელი ვალერიანის ერთი ტაბლეტი შეიცავს კატაბალახას (ლათ. Valeriana) სქელ ექსტრაქტს 20 მგ დოზირებით. ის კატაბალახას ფესურებიანი ფესვებისგან და ექსტრაგენტისგან - ეთილის სპირტისგან (40%) შედგება.
დამხმარე ნივთიერებებს შორის კი არის მაგნიუმის კარბონატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, შაქარი, ტიტანის ორჟანგი (პიგმენტური), ფუტკრის ცვილი, პარაფინი, მზესუმზირას ზეთი, ქინოლონი ყვითელი E104, კაჟბადის დიოქსიდი (კოლოიდური).
რაც შეეხება მწვანე ვალერიანს, რომლის სავაჭრო სახელწოდებაა ვალერიანი პიტნით, იგი შეიცავს კატაბალახას სქელ ექსტრაქტსა (0,02გ) და პიტნის ზეთს (0.000289-0.000206გ). ექსტრაქტი მზადდება კატაბალახას ფესურა ფესვებისგან, ვალერიანას და იზოვალერიანის მჟავებისგან.
გარდა ამისა, პრეპარატი შეიცავს ბორნეოლს, მირტენოლს, ხოტინინს და სედაციური მოქმედების ნივთიერებებს - ვალოპოტრიატებს.
ვალერიანი ნერვული აღგზნებადობის დროს
ნევრასთენიის დროს, რაც მომატებულ აგზნებადობაში გამოიხატება, ყვითელი ვალერიანის 20 მგ-დან 100 მგ-მდე, ანუ 1-დან 5 ტაბლეტამდე, დღეში 6-ჯერ მიღებაა რეკომენდებული. დოზა შეიძლება განისაზღვროს ზოგადი ამტანობისა და სედაციური ეფექტის მიღწევიდან გამომდინარე.
რაც შეეხება მწვანე ვალერიანს, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას ამცირებს და გლუვი კუნთების მოდუნებას იწვევს, მისი დოზირება შემდეგნაირია: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.
ვალერიანი ძილისთვის
სედაციური საშუალებები, გარდა იმისა, რომ ფსიქიკაზე დამამშვიდებელი მოქმედებით ხასიათდება, ხელს უწყობს ჩაძინების გაიოლებას და უზრუნველყოფს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
ძილის დარღვევების დროს ყვითელი ვალერიანი იმავე დოზირებით გამოიყენება, როგორითაც ნევრასთენიის შემთხვევაში - 20 მგ-დან 100 მგ-მდე, ანუ 1-დან 5 ტაბლეტამდე. თუმცა ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, პრეპარატი დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე მიიღოთ. გარდა ამისა, აუცილებლობისას რეკომენდებულია სამკურნალო საშუალების საღამოს, წინასწარ მიღებაც (1-5 ტაბლეტი).
ვალერიანი პიტნით, რომელსაც ბევრი ღამის ვალერიანის სახელწოდებითაც იცნობს, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად აქტიურად გამოიყენება. ის ებრძვის უძილობას და საძილე პრეპარატების მოქმედებას აძლიერებს.
როგორც აღვნიშნეთ, მწვანე ვალერიანი შეიცავს ნაერთებს, როგორიცაა ვალერიანის მჟავა და იზოვალერინის მჟავა. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ნერვული იმპულსების რეგულირებასა და რელაქსაციას. შედეგად კი, მცირდება დასაძინებლად საჭირო დრო და უმჯობესდება ძილის ხარისხი. ეს თვისება მწვანე ვალერიანს აქცევს პოპულარულ მედიკამენტად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძილის ბუნებრივ საშუალებებს ეძებენ.
უძილობასთან საბრძოლველად მწვანე ვალერიანიც იგივე დოზირებით მიიღება, როგორითაც ნერვული აღგზნებადობის წინააღმდეგ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. თუმცა ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად მედიკამენტის დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მიღებაა რეკომენდებული.
ექიმი აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას დაავადების თავისებურებებიდან გამომდინარე დაგიდგენთ. ამაზე გავლენა ასევე შეიძლება მოახდინოს მიღწეულმა შედეგმა და სამკურნალო საშუალების მიმართ პაციენტის მიერ გამოვლენილმა ამტანობამ.
ვალერიანი და ბარამბო
PSP-ის აფთიაქებში ასევე შეხვდებით ვალერიანთან კომბინაციაში დამზადებულ პრეპარატებს შემდეგი სავაჭრო დასახელებით: ვალერიანი და ბარამბო სიროფი, ვალერიანი და ბარამბო პიტნით, ვალერიანი ბარამბოს სიროფი.
ვალერიანი და ბარამბო სიროფი 100მლ - შეიცავს ვალერიანის სქელ ექსტრაქტს (5 მლ), ბარამბოს სქელ ექსტრაქტს (2 მლ) და კამის თესლის სქელ ექსტრაქტს (3 მლ).
პრეპარატი დაგეხმარებათ დაძაბულობის, შფოთვისა და გაღიზიანებადობის შემცირებაში. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და გააჩნია გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები. სიროფის მიღება ეფექტიანი პატარებსა და დიდებში ნაწლავური კოლიკის დროს.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ მოცემული დოზირებით:
- 0 თვიდან 6 თვემდე ასაკი: ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ,
- 6 თვიდან 1 წლამდე: 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ,
- 1 წლიდან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ,
- 6 წლიდან 16 წლამდე: 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ,
- მოზრდილებსა და ზრდასრულებში 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა 3 კვრიდან 6 კვირამდე მერყეობს.
ვალერიანი ბარამბოს სიროფი 125გ - შემადგენლობაში შედის ვალერიანის 70%-იანი სპირტიანი ნაყენი (0.06მლ), ბარამბოს 70%-იანი სპირტიანი ნაყენი (0.09მლ) და სიროფი (0.85გრ).
ეს პრეპარატი ამცირებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნებადობას. ამასთან ერთად, სიროფი ხასიათდება სპაზმოლიზური და სედატიური ეფექტით. მას მიმართავენ ნერვული აგზნების, უძილობის, ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის და შაკიკის მსუბუქი ფორმის დროს.
რაც შეეხება დოზირებას, ჭამის შემდეგ:
- მოზრდილები: 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში;
- 2-დან 6 წლამდე ბავშვები: ½ 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში;
- 6-დან 15 წლამდე ბავშვები: 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
ვალერიანი და ბარამბო პიტნით 40 ტაბლეტი - ქართული წარმოების პრეპარატის შემადგენლობაში შედის: კატაბალახას ექსტრაქტი - 0,025გ; ბარამბოს ექსტრაქტი - 0,0125გ და პიტნის ზეთი - 0,0025გ.
იგი გამოიყენება ნერვული აგზნებადობის, უძილობისა და ძილის დარღვევის, საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმისა და ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება შემდეგნაირია:
- მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
- უძილობის დროს: 1 ან 2 ტაბლეტი ძილის წინ 1 საათით ადრე.
ვალერიანის წვეთები
გარდა ჩამოთვლილი ვარიანტებისა, ვალერიანი ნაყენის სახითაც არის ხელმისაწვდომი. 1 ფლაკონი შეიცავს ვალერიანის ფესვებისა და ფესურების ნაყენის (1 : 5) 25 მლ-ს, ასევე დამხმარე ნივთიერების სახით ეთილის სპირტს (70%).
ვალერიანის ნაყენი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის სამკურნალოდ, მათ შორის მომატებული ემოციური აგზნებადობის, გაღიზიანების, ძილის დარღვევისა და სხვ ჩვენებების დროს. ამასთან, მას წარმატებით იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობის ფუნქციური დარღვევების დროს და საჭმლის-მომნელებელი ტრაქტის ორგანოების სპაზმების განვითარებისას.
რაც შეეხება ვალერიანის ნაყენის დოზებს, რეკომენდებულია გამოვიყენოთ პრეპარატის 20-30 წვეთი, დღეში 3-4-ჯერ დღეში. 12 წლის ზემოთ ბავშვებში მისაღები დოზა არის — 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account