
ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია მუცლის შებერილობას, მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, რომელთა შორის არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, კვების დარღვევა, ორსულობა, სტრესი, საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰორმონული დარღვევები და სხვა.
ევროპული წარმოების, შებერილობის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტს წარმოადგენს დიალაკი, დიალაკი ფორტე (Dialac Forte), რომელიც განკუთვნილია ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვების (მეტეორიზმი) შესამცირებლად და მუცლის შებერილობის მოსახსნელად.
მისი აქტიური ნივთიერება ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთი სიმეტიკონია, რომელიც არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. ის ამცირებს ნაწლავებში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, იწვევს მათ შებოჭვას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან გამოდევნას.
რა სახით იწარმოება დიალაკი
სააფთიაქო ქსელებში დიალაკი სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი, შესაბამისად პაციენტებს მათთვის ყველაზე მოსახერხებელი და შესაფერისი ფორმის შერჩევის საშუალება აქვთ. ძირითადად, დიალაკი აფთიაქებში კაფსულების და წვეთებისა სახით გვხვდება.
დიალაკი, დიალაკი ფორტეს კაფსულები სწრაფად ამცირებს ნაწლავებში აირების დაგროვებას და ხსნის მუცლის შებერილობას.დიალაკის 1 კაფსულა შეიცავს 120 მგ, ხოლო დიალაკი ფორტეს 1 კაფსულაში 240 მგ სიმეტიკონია სიმეტიკონს, ამიტომაც ისინი გამოიყენება მეტეორიზმის სიმპტომური მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და 15 წლის ასაკიდან მოზარდებში.
რაც შეეხება დიალაკის წვეთებს, ძირითადად იგი გამოიყენება გამოიყენება ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, მომატებული აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების დროს და ეფექტურად ხსნის მუცლის შებერილობას.
რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს პრეპარატი
დიალაკი და დიალაკი ფორტეს კაფსულები და დიალაკის წვეთები გამოიყენება შემდეგი შემთხვევების დროს:
- მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი);
- მუცლის გადავსების შეგრძნება;
- ჩვილებსა და ახალშობილებში გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი.
ასევე, წამლის მიღება რეკომენდებულია მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისა და გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად:
- რენტგენოგრაფია;
- სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა);
- ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია);
- კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებზე დანამატის სახით.
რაც შეეხება დიალაკის მოქმედების მექანიზმს, იგი ამგვარია: სიმეტიკონი ნაწლავებში ცვლის არსებული აირების ზედაპირულ დაჭიმულობას, იგი იწვევს მათ შებოჭვასა და გამოდევნას. გარდა ამისა, სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ფეკალურ მასებთან ერთად.
როგორი დოზირებით მივიღოთ დიალაკი — მისი გამოყენების მეთოდები
ჩვეულებრივ, დიალაკის მიღების დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკსა და პრეპარატის ფორმაზე. თუმცა დოზირების ზოგად წესებს აქვე გიზიარებთ:
დიალაკის და დიალაკი ფორტეს კაფსულების შემთხვევაში:
პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს საუზმის და სადილის შემდეგ — 1 კაფსულა ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია, მისი მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება. რაც შეეხება კაფსულებით მკურნალობის ხანგრძლივობას — იგი შეადგენს საშუალოდ 10 დღეს.
დიალაკის და დიალაკი ფორტეს საჭირო დოზაზე მეტის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენების გამოვლენა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პრეპარატი არ აბსორბირდება რეკომენდებულზე გაცილებით მაღალი დოზით.
დიალაკის წვეთები გამოიყენება შემდეგ შემთხვევაში:
- ახალშობილებსა და ჩვილებში 25 წვეთი (1 მლ) ყოველი კვების წინ, უმატებენ საკვებ ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ;
- 1-6 წლის ასაკის ბავშვებში 25 წვეთი (1 მლ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში;
- 6-14 წლის ბავშვებში 25-50 წვეთი (1-2 მლ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში;
- 14 წლის მოზარდებსა და მოზრდილები 50 წვეთი (2 მლ) 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
დიალაკის წვეთების მიღება რეკომენდებულია ოპერაციის შემდეგ. მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად:
- დილით, ულტრაბგერით გამოკვლევამდე 24 საათით ადრე, 2 მლ (50 წვეთი) 3-ჯერ დღე-ღამეში;
- კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით მიიღება 4- 8 მლ ანუ 100-200 წვეთი ორმაგი კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე;
- ენდოსკოპიის წინ 4-8 მლ (100-200 წვეთი).
როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები — რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, დიალაკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დიალაკის მიღების დროს გვერდითი ეფექტები გამოვლინდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევების გზით — გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში. გარდა ამისა, ხშირია იმუნოლოგიური რეაქციებიც: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. ასევე, კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: კვინკეს შეშუპება, კანზე გამონაყარი და ქავილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ყველა პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატში არსებული ნივთიერებების მიმართ. შესაბამისად, თუ რაიმე სახის გვერდითი ეფექტებს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
დიალაკი ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ჩვეულებრივ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ყველა სახის პრეპარატის მიღება საყურადღებოა, მიუხედავად იმისა, რომ დიალაკის აბსორბცია არ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმჯობესია, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართოთ ექიმს და მან განსაზღვროს თქვენთვის პრეპარატის გამოყენების საჭიროება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account