დექსალგინი — ეფექტიანი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ყველას გვქონია ისეთი დღეები, როდესაც ტკივილი უეცრად იჩენს თავს და გვესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც სწრაფად მოგვგვრის შვებას. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დექსალგინი (Dexalgin), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID), რომელიც გვეხმარება ტკივილის მართვაში.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ მუშაობს დექსალგინი, მიმოვიხილავთ მისი გამოყენების წესებს, დოზირებასა და შესაძლო გვერდით ეფექტებს.

ტკივილის მექანიზმი და NSAID-ების როლი 

ტკივილი სხეულის თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც გვამცნობს, რომ სხეულში რაღაც არ არის წესრიგში. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ტრავმით, ანთებით, ნერვული დაზიანებითა და სხვადასხვა ფაქტორით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა დექსალგინი, ბლოკავენ ფერმენტებს, რომლებიც დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან და ტკივილის წარმოქმნასთან.

დექსალგინი: ძირითადი ინფორმაცია

Dexalgin sachet - დექსალგინი საშეტი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება დექსკეტოპროფენს. ის მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. მედიკამენტი გამოიყენება საშუალო და ძლიერი ტკივილის სიმპტომატურ მკურნალობაში, მაგალითად, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა:

  • ართრიტი: დექსალგინი ხშირად ინიშნება ართრიტის დროს, რათა შეამციროს ანთება და ტკივილი;
  • ოსტეოართროზი: ოსტეოართროზის დროს, რომელიც ხასიათდება ხრტილის დაშლით, დექსალგინი ეხმარება ტკივილის შემცირებაში და ფუნქციის გაუმჯობესებაში;
  • მენსტრუალური ტკივილი: პრეპარატი ეფექტიანი საშუალებაა მენსტრუალური ტკივილის სამართავად
  • კუნთოვანი ტკივილი: ეს პრეპარატი გამოიყენება კუნთოვანი ტკივილისა და ტრავმების შემდეგ წარმოქმნილი ტკივილის შესამსუბუქებლად.
  • ოპერაციის შემდგომი ტკივილი: დექსალგინი ხშირად გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად.

რა შემთხვევაში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 

დექსალგინის მიღებისას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

1. ალერგიები

თუ თქვენ გაქვთ ალერგია დექსკეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, დექსალგინი არ უნდა მიიღოთ. ამ პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ასთმის შეტევები, ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება.

2. კუჭ-ნაწლავის პრობლემები

თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა პეპტიური წყლული, სისხლდენა ან ანთებითი დაავადებები, მაგალითად, კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, დექსალგინმა შეიძლება გაართულოს თქვენი მდგომარეობა.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობა

პრეპარატი არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისთვის. ასევე, თუ თქვენ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები ან მძიმე გაუწყლოება, დექსალგინმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ეს მდგომარეობები.

4. ორსულობა და ბავშვები

ორსულობის მესამე ტრიმესტრში მყოფმა ქალებმა და 18 წლამდე ბავშვებმა არ უნდა მიიღონ დექსალგინი. ასევე, პრეპარატის მიღება არასასურველია ძუძუთი კვების დროს.

5. მზისგან გამოწვეული რეაქციები

თუ ადრე გქონდათ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიკური რეაქციები მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, განსაკუთრებით კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღებისას, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ, უმჯობესია, არ გამოიყენოთ დექსალგინი და კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

რა უნდა იცოდეთ და რა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოთ მედიკამენტის გამოყენებამდე 

 

დექსალგინის გამოყენებამდე, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, რათა განსაზღვროს პრეპარატის მიღების უსაფრთხოება კონკრეტულ შემთხვევაში.

1. ალერგია და ქრონიკული დაავადებები

 

თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ალერგია, თირკმელების, ღვიძლის ან გულის დაავადებები, დექსალგინის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არის შანსი მსგავსმა ქრონიკულმა დაავადებებმა და ალერგიებმა უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

2. გაუწყლოება და სითხის დაკარგვა

 

თუ თქვენ იღებთ შარდმდენ საშუალებებს ან გაქვთ გაუწყლოება, რომელიც გამოწვეულია დიარეით, ღებინებით ან შარდის ჭარბი გამოყოფით, ასევე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან. სითხის დაკარგვამ და სისხლის მოცულობის შემცირებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს პრეპარატის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

 

თუ გაქვთ გულის დაავადებები ან არტერიული ჰიპერტონია, დექსალგინის მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს გულის შეტევის ან ინსულტის რისკი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით.

4. ხანდაზმული ასაკი და უნაყოფობა

 

ხანდაზმული ასაკის ადამიანებში იზრდება პრეპარატის გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება, ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია. ქალები, რომლებსაც აქვთ უნაყოფობის პრობლემა, უნდა მოერიდონ დექსალგინის მიღებას, რადგან მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილურობაზე.

5. სხვა მედიკამენტები და კომბინაციები

 

თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ან თრომბოციტების აგრეგაციის დამაქვეითებელ საშუალებებს, აუცილებელია ექიმს აცნობოთ ამის შესახებ. დექსალგინის და სხვა მედიკამენტების კომბინაცია ზოგჯერ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ან დოზის კორექტირებას, რათა თავიდან აირიდოთ გართულებები.

6. საკვები და სასმელი

 

მწვავე ტკივილის დროს მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია მშიერ კუჭზე, საკვების მიღებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე, რათა პრეპარატმა უფრო სწრაფად იმოქმედოს.

7. გავლენა ტრანსპორტის მართვაზე

პრეპარატის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოთენთილობა და მხედველობის პრობლემები. ეს სიმპტომები შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს უნარზე უსაფრთხოდ მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ სხვადასხვა მექანიკურ მოწყობილობასთან.

თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან მოთენთილობას, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მანქანის მართვისგან ან მექანიკური მოწყობილობების გამოყენებისგან მანამ, სანამ ეს სიმპტომები სრულად არ გაქრება. თქვენი უსაფრთხოებისთვის, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

8. ბავშვები და მოზარდები

 

დექსალგინი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

დექსალგინის დოზირება და გამოყენების წესი 

პრეპარატი ხელმისაწვდომია ტაბლეტებისა და ფხვნილის ფორმით. მისი დოზირება და მიღების რეჟიმი დამოკიდებულია ტკივილის სიმძიმესა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

დექსალგინის ტაბლეტები 

ტაბლეტების მიღება ხდება წყლით, საკვების მიღებამდე ან შემდეგ. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 12,5 მგ-დან 25 მგ-მდე, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 75 მგ-ს. ტკივილის სიმძიმის მიხედვით, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ უფრო მცირე ან უფრო დიდ დოზაზე.

დექსალგინი საშეტი 

დექსალგინი საშეტი უნდა გაიხსნას წყალში. რეკომენდებულია მისი წყალში გახსნისთანავე მიღება. ეს ფორმა უფრო კომფორტულია პაციენტებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სითხეს, ტაბლეტებთან შედარებით.

გამოყენების რეკომენდაციები 

დექსალგინის მიღებისას აუცილებელია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • სამედიცინო ისტორია: პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები, უნდა განიხილონ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
  • ორსულობა და ლაქტაცია: დექსალგინი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა ნაყოფზე ან ახალშობილზე.
  • თანამხლები მედიკამენტები: თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა ანტიკოაგულანტები ან სხვა NSAID-ები, საჭიროა სიფრთხილე დექსალგინის მიღებისას.

დექსალგინის გვერდითი მოვლენები და რისკები 

მიუხედავად იმისა, რომ დექსალგინი ეფექტიანად ეხმარება ტკივილის მართვას, მას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ზოგიერთი მათგანი მოიცავს:

ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1 პაციენტში):

  • გულისრევა და ღებინება;
  • მუცლის ტკივილი ;
  • ფაღარათი;
  • საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეპსია).

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. შესაძლებელია განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, რაც ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. პრეპარატის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი და კოლიტის ან კრონის დაავადების გაღრმავება. იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

როგორც სხვა NSAID პრეპარატების დროს, შეიძლება გამოვლინდეს სისხლის სისტემის რეაქციები, როგორიცაა პურპურა, აპლასტიური ან ჰემოლიზური ანემია, და იშვიათად აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია.

თუ შეამჩნევთ გვერდითი ეფექტების გაუარესებას ან რაიმე სხვა არასასურველ ეფექტს, რაც ამ ჩანართში არ არის აღწერილი, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ნებისმიერი ახალი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც მოცემულ ჩანართში არ არის აღნიშნული.

ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1 პაციენტში):

  • ტრიალის და თავბრუსხვევის შეგრძნება;
  • ძილიანობა და ძილის დარღვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გულისცემის გახშირება;
  • კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი);
  • შეკრულობა;
  • პირის სიმშრალე;
  • მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა);
  • კანის გამონაყარი;
  • კიდურების კანკალი და ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება.

 

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში):

  • პეპტიური წყლული (ჩართული პერფორაციის ან სისხლდენის სახით);
  • გულისფეთქვა და მომატებული არტერიული წნევა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • პერიფერიული შეშუპება (მაგალითად, კოჭის შეშუპება);
  • ხორხის შეშუპება;
  • მადლის დაკარგვა (ანორექსია);
  • გამონაყარი ქავილით და აკნე;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • ზურგის ტკივილი;
  • გახშირებული შარდვა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • ღვიძლის ფუნქციური დარღვევები (ჰეპატიტი);
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა.

 

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა აღინიშნოს 10000-დან 1 პაციენტში):

 

ანაფილაქსიური რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც შესაძლოა შოკამდე მივიდეს), კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების მოუშუშებელი ჭრილობები (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები), პირის, ტუჩების და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, არამკვეთრი მხედველობა, შუილი ყურებში (ტინიტუსი), კანის მომატებული მგრძნობელობა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ქავილი, დარღვევები თირკმელების მხრივ, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).



თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, განსაკუთრებით თუ იგი ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მნიშვნელოვანი დარღვევით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით უნდა დააკვირდეთ კუჭის ტკივილის, სისხლდენის ან გაწვდილი ლორწოვანი გარსების სიმპტომებისას.

 

სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები: (H3)

  • თუ გაქვთ რაიმე ალერგიული რეაქცია ან კანის დაზიანება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს;
  • სითხის შეკავება და შეშუპება: შესაძლებელია სითხის შეკავება და შეშუპება, ასევე არტერიული წნევის მომატება;
  • გულის შეტევების და ინსულტის რისკი: დექსალგინის მიღებისას, შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს გულის შეტევების და ცერებრო-ვასკულური დარღვევების რისკი.

რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება დექსალგინის მიღება 

დექსალგინის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სიმპტომებსა და ექიმის რეკომენდაციებზე. 

ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

  1. მოკლე პერიოდი: დექსალგინი ხშირად გამოიყენება, როგორც დროებითი გადაწყვეტა ისეთი ტკივილისთვის, როგორიცაა ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ წარმოქმნილი ტკივილი. ასეთ შემთხვევებში, პრეპარატს ხშირად იყენებენ რამდენიმე დღით, ჩვეულებრივ 3-5 დღის განმავლობაში.
  2. ხანგრძლივი გამოყენება: თუ საჭიროა წამლის ხანგრძლივი გამოყენება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გვერდითი ეფექტები და პრეპარატის ეფექტურობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
  3. არ გადააჭარბოთ პრეპარატის გამოყენების რეკომენდებულ ხანგრძლივობას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები ან სხვა გვერდითი მოვლენები.

შენიშვნა: ყოველთვის უნდა დაიცვათ ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ დაიწყოთ ან შეწყვიტოთ წამლის მიღება დამოუკიდებლად. თუ გაქვთ შეკითხვები ან გამოჩნდება რაიმე უსიამოვნო სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

როგორ მივიღოთ დექსალგინის საშეტი 

 

პრეპარატის მიღების ინსტრუქცია ასეთია: გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში და კარგად მოურიეთ, რათა სრულად გაიხსნას. მიიღეთ  ხსნარი უმალვე.

თუ დექსალგინის საშეტის დოზა ზედმეტი მოგივიდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა ან ინსტრუქცია.

 

თუ დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ დანიშნული დოზა დანიშნულ დროს, როგორც მითითებულია პრეპარატის მიღების წესებში.

 

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები პრეპარატის მიღების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დექსალგინის გამოყენების პრაქტიკული რჩევები 

  • სწორი დრო და დოზა: მნიშვნელოვანია, რომ დექსალგინი მიიღოთ მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია, და არა პროფილაქტიკური მიზნით. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.
  • ალერგიების შემოწმება: თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქციები NSAID-ებზე, აუცილებლად შეამოწმეთ ეს ექიმთან.
  • ალკოჰოლის მიღება: ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის პრობლემების რისკი დექსალგინის მიღების დროს. რეკომენდებულია ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ან შეწყვეტა პრეპარატის გამოყენების პერიოდში.
  • წონის მართვა: დამატებითი წონა შეიძლება გაზარდოს ტკივილის სიმძიმე, განსაკუთრებით ოსტეოართროზის ან ართრიტის დროს. წონის მართვა დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებაში და მედიკამენტის საჭიროების შემცირებაში.

დექსალგინის გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებები

Dexalgin გამორჩეული პრეპარატია, რადგან ტკივილის დროს სწრაფად გვრის ადამიანს შვებას და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია სწრაფად მოგვაშოროს ტკივილი და ანთება, რაც აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. 

თუმცა, ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგანაც არსებობს გვერდითი მოვლენების რისკი, მათ შორის კუჭ-ნაწლავის პრობლემები და გულ-სისხლძარღვთა გართულებები.

დექსალგინის ალტერნატივები და კომბინირებული თერაპია 

დექსალგინი არ არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტკივილის მართვისთვის. მისი ალტერნატივები შეიძლება იყოს სხვა NSAID-ები, როგორიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი, ასევე ოპიოიდები უფრო ძლიერი ტკივილის შემთხვევაში. 

გარდა ამისა, ხშირად გამოიყენება კომბინირებული თერაპია, სადაც დექსალგინი გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად, რათა დადგეს უკეთესი შედეგი და შემცირდეს გვერდითი მოვლენები.

მიუხედავად იმისა, რომ დექსალგინი ეფექტურად ეხმარება ტკივილის მართვას, ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად საჭიროა პრეპარატის მიღება და რა დოზით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც იყენებენ სხვა მედიკამენტებს.

პრეპარატის შენახვისა და გამოყენების წესები 

 

დექსალგინის სწორი შენახვა და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც მისი ეფექტურობის შენარჩუნებისთვის, ასევე უსაფრთხოებისთვის. 

 

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეარჩიეთ გრილი, მშრალი ადგილი, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცული. ამიტომ მნიშვნელოვანია არ შეინახოთ აბაზანაში ან სამზარეულოში, სადაც ტენიანობა მაღალია.

გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მითითებული დოზირებით. ყოველი გამოყენების წინ შეამოწმეთ პაკეტის მთლიანობა. არ გამოიყენოთ, თუ პაკეტი დაზიანებულია ან შეიცვალა პრეპარატის ფერი/კონსისტენცია.

 

დექსალგინი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. თუმცა, რეკომენდებულია შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C) და დაიცავით მაღალი ტემპერატურისა და ჭარბი ტენიანობისგან.

არასოდეს გადაყაროთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. ამის მაგივრად, ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. გახსოვდეთ, რომ სწორი უტილიზაცია ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა 4 წელია წარმოების თარიღიდან. რეგულარულად შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. კატეგორიულად აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამედიცინო პრეპარატი, მათ შორის დექსალგინი, გამოიყენოთ პასუხისმგებლობით. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები პრეპარატის შენახვის ან გამოყენების შესახებ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გახსოვდეთ, თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. სწორად შენახული და გამოყენებული მედიკამენტები ხელს უწყობს ეფექტურ მკურნალობას და თავიდან აგაცილებთ არასასურველ გართულებებს.

დექსალგინი პსპ-ში

ამ მედიკამენტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-ს ქსელში. დექსალგინის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ასევე შეგახსენებთ, რომ ხშირად მოქმედებს ფასდაკლება.

დექსალგინი არის მძლავრი და ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც გვეხმარება ტკივილისა და ანთების მართვაში. მისი სწორი და ზომიერი გამოყენება უზრუნველყოფს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა, მნიშვნელოვანია გვერდითი მოვლენების გათვალისწინება და ექიმთან კონსულტაცია, რათა მაქსიმალურად დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა.