
მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ პრომლემებს შორის ერთ-ერთი რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადებებია, რომლებიც ადამიანში მწვავე ან ქრონიკული ფორმით ვლინდება.
ხაზგასასმელია, რომ სასუნთქი სისტემის პრობლემები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვა ორგანოებზე, ასევე აზიანებს ფილტვებს, ბრონქებსა და ტრაქეას, შედეგად კი ისეთი სახის რეაქციებს ვიღებთ, როგორებიცაა: ინფექციები, ანთება, ობსტრუქცია და ალერგია.
რესპირატორული დაავადებების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საშუალება ბეროდუალია — ბრონქოდილატატორი, რომელიც ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, როგორიცაა: ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, ბრონქიტი და ემფიზემა.
ვიდრე ბეროდუალის უშუალო მოქმდების მექანიზმზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ მისი შედგენილობა. ბეროდუალის პრეპარატი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას. პირველია იპროტროპიუმის ბრომიდი (ipratropium bromide), რომელიც ხელს უშლის ბრონქების კუნთების შეკუმშვას, ამცირებს ბრონქოსპაზმსა და სუნთქვის გაძნელებას. მეორე შემადგენელი ნივთიერება კი ფენოტეროლის ჰიდრობრომიდია. ფენოტეროლი იწვევს ბრონქების კუნთების მოდუნებას და მათ გაფართოებას, რის შედეგადაც მცირდება ბრონქოსპაზმი და სუნთქვა უმჯობესდება.
ბეროდუალის ფორმები და მისი გამოყენების პრინციპი
სააფთიაქო ქსელებში წარმოდგენილია ბეროდუალის საინჰალაციო აეროზოლი და ბეროდუალის საინჰალაციო ხსნარი. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს, რომელი ფორმით სჯობს პრეპარატის გამოყენება.
ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორ იყენებენ რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტები აეროზოლს. ბეროდუალის აეროზოლი ძირითადად ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (COPD) შეტევების სწრაფად შესამსუბუქებლად გამოიყენება, ვინადან იგი კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელია.
ინჰალატორი ყოველი ინჰალაციის დროს ფიქსირებულ დოზას აწვდის ადამიანს, რის შემდეგაც პრეპარატი მაქსიმალური კონცენტრაციით აქტიურდება სისხლის პლაზმაში. პრეპარატის მოქმედება უფრო სწრაფად იწყება როდესაც საინჰალაციო გზით ხდება მისი გამოყენებია, ამიტომაც იგი უსწრაფესი, გადაუდებელი დახმარებისთვის არის განკუთვნილი.
რაც შეეხება ბეროდუალის ხსნარს (ნებულაიზერის ხსნარი) იგი სითხის სახით არის წარმოდგენილი და განკუთვნილია ნებულაიზერით (ჟანგბადის ნიღაბი) შესუნთქვისთვის. ის უნდა გაზავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარში (ნატრიუმის ქლორიდი 0.9%) და შემდეგ შესაძლებელია მისი ნებულიზაცია.
ხსნარი გამოიყენება როგორც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე მძიმე შეტევების დროს, როდესაც ინჰალატორი არ არის საკმარისი, ან როდესაც პაციენტს უჭირს ინჰალატორის გამოყენება.
ორივე ფორმა შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: იპროტროპიუმის ბრომიდსა (ipratropium bromide) და ფენოტეროლის ჰიდრობრომიდს (fenoterol hydrobromide), რომლებიც ერთად იწვევენ ბრონქების გახსნასა და სუნთქვის გაუმჯობესებას.
ნებისმიერი ფორმის ბეროდუალის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მითითებით და კონტროლით, რადგან დოზის სწორად განსაზღვრა და გამოყენების მეთოდის დაცვა მნიშვნელოვანია ეფექტიანი და უსაფრთხო თერაპიისთვის.
როგორია დოზირებისა და მიღების რეჟიმი მოზრდილებში?
მოზრდილებში ბეროდუალი დოზირებული აეროზოლის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში, 1-2 დოზის ოდენობით. ბრონქული ასთმის შეტევისას გამოიყენება აეროზოლის 2 დოზა, აუცილებლობის შემთხვევაში, 5 წუთის შემდეგ დამატებითი საჭიროების დროს, 2 დოზა. ხოლო მომდევნო ინჰალაცია უნდა ჩატარდეს 2 საათის შემდეგ.
საინჰალაციო ხსნარის რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 3-6-ჯერ გამოყენებას დღეში, 20-30 წვეთის (1-4 მლ) ოდენობით, არანაკლებ 2 სთ-ის ინტერვალით. ნებულაიზერის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის 20 წვეთი გავხსნათ 3 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში და შევისუნთქოთ 5-7 წუთის განმავლობაში. ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მთლიანად.
რა დოზით შეიძლება ბეროდუალის მიღება ბავშვებში?
6 წლამდე ასაკის ბავშვებში საინჰალაციო ხსნარის თერაპიული დოზა შეადგენს 0.05 მლ-ს (1 წვეთ/კგ-ზე 3-ჯერ დღეში) და მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 4-ჯერ დღეში 0.5-დან 1 მლ-ის (10-20 წვეთი) ოდენობით. მძიმე ფორმის შეტევების დროს შესაძლებელია 2-3 მლ-ის (40-60 წვეთის) მიღება, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბეროდუალი ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ბეროდუალში არსებულმა ნივთირებებმა, კერძოდ ფენოტეროლმა შესაძლებელოა სარიკო გახადოს მშობიარობა და უარყოფითად იმოქმედოს მშობელსა და ნაყოფზე. ამიტომაც აუცილებელია, პრეპარატის გამოყენება მშობიარობამდე რამდენიმე ხნით ადრე შეწყდეს.
ხოლო, რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებას, ეს არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს, თუმცა აუცილებელია, მიღების დოზა ექიმთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვროს.
გვერდითი მოვლენები
როგორც წესი, პაციენტების უმრავლესობა ბეროდუალის მიღებისას არანაირ გვერდით მვლენებს არ განიცდის. თუმცა, როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც აქვს რიგი გვერდითი მოვლენები, რომლის ცოდნა აუცილებელია, რათა დროულად შეამჩნიოთ შესაძლო გართულებები და მიმართოთ ექიმს. მოდით დეტალურად განვიხილოთ თუ რა გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია ბეროდუალს:
- ტრემორი (კუნთების ცახცახი): ხშირად აღინიშნება ხელების, ან სხეულის სხვა ნაწილების ტრემორი;
- მოუსვენრობა და შფოთვა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ხველა: ხველა ან ყელის გაღიზიანება, განსაკუთრებით ინჰალაციის შემდეგ;
- სიცხე: სხეულის ტემპერატურის მომატება;
- ტაქიკარდია: გულისცემის სისწრაფის მომატება;
- არტერიული წნევის ცვლილება: შეიძლება აღინიშნოს წნევის მომატება ან დაქვეითება.
ასევე პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ პირის სიმშრალე, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა:
- გამონაყარი კანზე: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება;
- ანგიონევროზული შეშუპება: კანის ან ლორწოვანის შეშუპება, რომელიც მოითხოვს მყისიერ სამედიცინო ჩარევას;
- ანაფილაქსია: იშვიათად, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ჩვენებების აღნიშვნის შემთხვავაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს პრობლემის მოგვარება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account