სარჩევი:
ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
მაღალი წნევა გავრცელებული მდგომარეობა და ის გავლენას ახდენს არტერიებზე. მას ასევე ჰიპერტენზიასაც უწოდებენ. თუ გაქვთ მაღალი წნევა, არტერიების კედლებზე სისხლის ზეწოლის ძალა თანმიმდევრულად ძალიან მაღალია. ამიტომ, გულს მეტად უწევს მუშაობა სისხლის გასატუმბად.
რა არის არტერიული ჰიპერტენზია
წნევა იზომება ვერცხლისწყლის მილიმეტრებში (mm Hg). ზოგადად, ჰიპერტენზია არის წნევის მაჩვენებელი 130/80 მმ Hg ან მეტი.
ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯი და ამერიკის გულის ასოციაცია წნევას ყოფს ოთხ ძირითად კატეგორიად. იდეალური წნევა კატეგორიზებულია, როგორც ნორმალური.
- ნორმალური წნევა. წნევა 120/80 მმ Hg-ზე დაბალია.
- მომატებული წნევა. ზედა მაჩვენებელი მერყეობს 120-დან 129 მმ Hg-მდე, ხოლო ქვედა მაჩვენებელი 80 მმ Hg-ზე დაბალია, არა მაღალი.
- 1-ლი ხარისხის ჰიპერტენზია. ზედა მაჩვენებელი მერყეობს 130-დან 139 მმ Hg-მდე ან ქვედა მაჩვენებელი 80-სა და 89 მმ Hg-ს შორისაა.
- მე-2 ხარისხის ჰიპერტენზია. ზედა მაჩვენებელი 140 მმ Hg ან მეტია, ან ქვედა მაჩვენებელი 90 მმ Hg ან მეტია.
წნევა, რომელიც 180/120 მმ Hg-ზე მაღალია, მიიჩნევა ჰიპერტენზიულ საგანგებო მდგომარეობად. როდესაც ადამიანს აღენიშნება ასეთი მაღალი წნევა, აუცილებელია რომ მან დროულად მიმართოს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ჰიპერტენზია ზრდის გულის შეტევის, ინსულტისა და სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. მნიშვნელოვანია, რომ წნევა შეამოწმოთ მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ 18 წლის ასაკიდან. ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად შემოწმება სჭირდება.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორიცაა მოწევის შეწყვეტა, ვარჯიში და კარგი კვება, შეიძლება დაგვეხმაროს ჰიპერტენზიის პრევენციასა და მკურნალობაში. ზოგიერთ ადამიანს მაღალი წნევის სამკურნალოდ მედიკამენტები სჭირდება.
ჰიპერტენზიის სიმპტომები
ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წნევის მაჩვენებლები ძალიან მაღალ დონეს აღწევს. ადამიანს შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს მაღალი წნევა ყოველგვარი სიმპტომის გარეშე.
რიგ შემთხვევაში ჰიპერტენზიის სიმპტომები ხასიათდება:
- თავის ტკივილი
- სუნთქვის უკმარისობა
- ცხვირიდან სისხლდენა
თუმცა, ეს სიმპტომები არ არის სპეციფიკური. ისინი ჩვეულებრივ არ ვლინდება, სანამ მაღალი წნევა არ მიაღწევს მძიმე ან სიცოცხლისთვის საშიშ სტადიას.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
წნევის სკრინინგი ზოგად ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ წნევა, დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და ზოგად ჯანმრთელობაზე.
რეკომენდებულია წნევის გაზომვა მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ 18 წლის ასაკიდან. თუ ხართ 40 წლის ან უფროსი, ან 18-დან 39 წლამდე მაღალი წნევის მაღალი რისკით, წნევა შეიმოწმეთ ყოველწლიურად.
ექიმი, სავარაუდოდ, გირჩევთ უფრო ხშირ გაზომვებს, თუ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის დაავადების სხვა რისკ-ფაქტორები.
ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები
წნევას განსაზღვრავს ორი რამ: გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობა და რამდენად რთულია სისხლის მოძრაობა არტერიებში. რაც უფრო მეტ სისხლს ტუმბავს გული და რაც უფრო ვიწროა არტერიები, მით უფრო მაღალია წნევა.
არსებობს მაღალი წნევის ორი ძირითადი ტიპი.
პირველადი ჰიპერტენზია, ასევე ცნობილი როგორც ესენციური ჰიპერტენზია
უმეტესი ზრდასრული ადამიანისთვის მაღალი წნევის იდენტიფიცირებადი მიზეზი არ არსებობს. ამ ტიპის მაღალ წნევას უწოდებენ პირველად ჰიპერტენზიას ან ესენციურ ჰიპერტენზიას. ის, როგორც წესი, თანდათანობით ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში. არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაზრდა ზრდის მაღალი წნევის რისკს.
მეორადი ჰიპერტენზია
ამ ტიპის მაღალი წნევა გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობით. ის, როგორც წესი, უეცრად ვლინდება და იწვევს უფრო მაღალ წნევას, ვიდრე პირველადი ჰიპერტენზია. მდგომარეობები და მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მეორადი ჰიპერტენზია, მოიცავს:
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები
- სისხლძარღვთა პრობლემები, რომლებიც არსებობს დაბადებიდან, ასევე ცნობილი როგორც თანდაყოლილი გულის დეფექტები
- ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი, კონტრაცეპტივები და სხვა რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები
- ნარკოტიკები
- თირკმლის დაავადება
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
ზოგჯერ მხოლოდ ჯანმრთელობის შემოწმების გავლამაც კი შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება. ამას ეწოდება "თეთრი ხალათის ჰიპერტენზია".
რისკ-ფაქტორები
ჰიპერტენზია ბევრ რისკ-ფაქტორს მოიცავს, მათ შორის:
- ასაკი. ჰიპერტენზიის რისკი იზრდება ასაკთან ერთად. დაახლოებით 64 წლამდე მაღალი წნევა უფრო გავრცელებულია მამაკაცებში. ქალებს 65 წლის შემდეგ უფრო ხშირად უვითარდებათ მაღალი წნევა.
- რასა. მაღალი წნევა განსაკუთრებით გავრცელებულია შავკანიანებში. ის უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება შავკანიანებში, ვიდრე თეთრკანიანებში.
- ოჯახური ისტორია. ჰიპერტენზიის განვითარების შანსი უფრო მაღალია, თუ მშობელს ან და-ძმას აქვს ეს მდგომარეობა.
- ჭარბი წონა და ჰიპერტენზია. ზედმეტი წონა იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვებში, თირკმლებსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ეს ცვლილებები ხშირად ზრდის წნევას. ზედმეტი წონა ან სიმსუქნე ზრდის გულის დაავადებისა და მისი რისკ-ფაქტორების, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი, განვითარების შანსს.
- ვარჯიშის ნაკლებობა. ვარჯიშის არ ქონა იწვევს წონის მომატებას. წონის მატება ზრდის მაღალი წნევის რისკს. არააქტიურ ადამიანებს ასევე, როგორც წესი, უფრო მაღალი აქვთ პულსი.
- თამბაქოს მოხმარება ან ვეიპინგი. თამბაქოს მოწევა აზიანებს სისხლძარღვების კედლებს და აჩქარებს არტერიების გამაგრების პროცესს.
- ზედმეტი მარილი. ბევრი მარილი სხეულში შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ სხეულმა შეინარჩუნოს სითხე. ეს ზრდის წნევას.
- კალიუმის დაბალი დონე. კალიუმი ეხმარება სხეულის უჯრედებში მარილის ბალანსის შენარჩუნებას. კალიუმის სათანადო ბალანსი მნიშვნელოვანია გულის კარგი ჯანმრთელობისთვის. კალიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებში კალიუმის ნაკლებობით ან გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემებით, მათ შორის დეჰიდრატაციით.
- ზედმეტი ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია წნევის მატებასთან, განსაკუთრებით მამაკაცებში.
- სტრესი. სტრესის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს წნევის დროებითი მატება. სტრესთან დაკავშირებულმა ჩვევებმა, როგორიცაა უფრო მეტი ჭამა, თამბაქოს მოხმარება ან ალკოჰოლის მიღება, შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს წნევა.
- გარკვეული ქრონიკული მდგომარეობები. თირკმლის დაავადება, დიაბეტი და ძილის აპნოე არის ზოგიერთი ის პრობლემა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა.
- ორსულობა. ზოგჯერ ორსულობა იწვევს მაღალ წნევას.
მაღალი წნევა ყველაზე ხშირია ზრდასრულებში. მაგრამ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ მაღალი წნევა. ბავშვებში მაღალი წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლების ან გულის პრობლემებით. მაგრამ სულ უფრო მეტ ბავშვში მაღალი წნევა გამოწვეულია ცხოვრების ისეთი ჩვევებით, როგორიცაა არაჯანსაღი კვება და ვარჯიშის ნაკლებობა.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა
ცხოვრების წესის შეცვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია არტერიული ჰიპერტენზიის მართვისა და კონტროლისთვის. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, მათ შორის:
- მიირთვათ ჯანსაღი საკვები ნაკლები მარილით
- იყოთ რეგულარულად ფიზიკურად აქტიური
- შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა
- შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება
- არ მოწიოთ
- იძინოთ დღეში 7-დან 9 საათამდე
ზოგჯერ ცხოვრების წესის ცვლილებები საკმარისი არ არის მაღალი წნევის სამკურნალოდ. თუ ისინი არ გეხმარებათ, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტი წნევის დასაწევად.
მედიკამენტები
მედიკამენტის ტიპი, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, დამოკიდებულია თქვენს ზოგად ჯანმრთელობასა და იმაზე, თუ რამდენად მაღალია თქვენი წნევა. ორი ან მეტი წნევის დამწევი მედიკამენტი ხშირად უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ერთი. შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, რათა მოძებნოთ ის მედიკამენტი ან მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც თქვენთვის საუკეთესოდ მუშაობს.
- trandate - ტრანდატი გამოიყენება ყველა დონის არტერიული ჰიპერტენზიის დროს, როდესაც საჭიროა პერორალური ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარება.
- Cardosal - კარდოსალი აქვეითებს არტერიულ წნევას სისხლძარღვების მოდუნების ხარჯზე
- Emcor - ემკორი ინიშნება სხვადასხვა დაავადებების დროს: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობა.
- Omesam - ომესამი კარდიო ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- Ena-denk - ენა-დენკი მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა,გულის უკმარისობის მკურნალობა.
- კორტელი ინიშნება რიგ შემთხვევებში: ჰიპერტენზია: ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა. მოზრდილებში. კარდიოვასკულური პრევენცია: კარდიოვოასკულური ავადობის შემცირება მოზრდილებში.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account