
ამვილაბი სპირულინა ბუნებრივ საკვებ დანამატს წარმოადგენს, რომელიც შეიცავს 100 %-ით ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სპირულინას. სპირულინა მტკნარი წყლის მოლურჯო-მომწვანო ფერის წყალმცენარეა, რომელიც კალიფორნიის ტბებში მოპოვება და მას სპირალის ფორმა აქვს.
აღსანიშნია, რომ სპირულინა ერთადერთი მიკროორგანიზმია, რომელსაც მილიონი წლის განმავლობაში არანაირი ევოლუციური ცვლილებები არ განუცდია, რაც მისი უნიკალური და დაბალანსებული შედგენილობის დამსახურებაა.
სპირულინა მდიდარია უნიკალური პიგმენტით– ფიკოციანიდით , რომლის მსგავსი პიგმენტები ბუნებაში თითქმის აღარ გვხვდება , ფიკოციანიდი გამოირჩევა მისი იშვიათი სასარგებლო თვისებებით.
ამვილაბის სპირულინაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობენ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ძირითადად, სპირულინას კაფსულები განკუთვნილია, იმ ადამიანთათვის , რომელთა მიზანსაც იმუნიტეტის გაძლიერება, ენერგიის დონის ამაღლება და ორგანიზმის დეტოქსიკაცია წარმოადგენს. ბლოგში დეტალურად განვიხილავთ ამვილაბის სპირულინას შედგენილობას და მის სასარგებლო თვისებებს.
მანამდე, გამოვყოთ თუ რა ჩვენებების შემთხვევაში არის საკვები დანამატი ეფექტიანი:
როდის არის მიზანშეწონილი სპირულინას გამოიყენება?
ზოგადად, სპირულინას საკვები დანამატი მრალავფუნქციური თვისებებით გამოირჩევა და სასარგებლოა ადამიანის სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობების გასაუმჯობესებლად. აქვე, გიზიარებთ ჩვენებებს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, აქტიურად შეგიძლიათ დაიწყოთ დანამატის თამამად მიღება, ესენია :
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- სეზონური ინფექციები;
- ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- არასრულფასოვანი კვება;
- ხშირი დიეტა;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – ჭარბი წონა;
- ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა;
- ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
- თვალის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- კანის დაავადებები, თმის ცვენა, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
- ალერგიული რეაქციები:
- იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა;
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- გასტრიტი;
- ყაბზობა;
- დისბაქტერიოზი;
- კოლიტი;
გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის შემთხვევაში
- ჰიპერქოლესტერინემია;
- ჰიპერლიპიდემია;
- არტერიული ჰიპერტენზია.
ნერვული სისტემის დაავადებები
- მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება;
- ალცჰაიმერის დაავადება.
როგორ მოქმედებს სპირულინა ადამიანის ორგანიზმზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ სპირულინა გამოყენება ფართო დანიშნულებით არის შესაძლებელი და ადამიანის ორგანიზმში უამრავ სასიკეთო ქმედებას უზრუნველყოფს.
ძირითადად, მისი მოქმედება რამდენიმე სპექტრს მოიცავს:
- ამვილაბი სპირულინა აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე, კარგად აწესრიგებს მეტაბოლიზმს;
- იგი ეფექტიანად არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, გარდა ამისა, სისხლში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. პრეპარატია საუკეთესოა კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად. იგი მკვეთრად ამცირებს ალერგიულ რეაქციებს. სხვათა შორის, იგი საუკეთესო საშუალებაა მადის დასაქვეითებლად და სტრესის მიმართ გამძლეობის ზრდის გამოსამუშავებლად. ასევე, საკვები დანამატი ხასიათდება Anti - Age ეფექტით.
გამოვყოთ სპირულინას ფუნქციები კონკრეტული პრობლემების შემთხვევებში:
- სპირულინა საუკეთესო საშუალებაა ვეგეტარიანელებისთვის, რომ ორგანიზმი შეივსონ იმ ნივთიერებით, რომელიც მხოლოდ ცხოველურ საკვებში მოიპოვება.
- როგორც წესი, სპირულინა მცენარეული ცილის უმდიდრესი წყაროა, მას მწვანე ხორცსაც’’ კი უწოდებენ, რადგან 10 გრ სპირულინა შეიცავს იმდენივე ცილას, რაც 1 კგ ხორცშია. გამომდინარე აქედან, იგი იდეალურია იმ ადამიანებისთვის ვინც ვეგეტარიანელები არიან ან თუნდაც, რძის პროდუქტებს მიუღებლობა აქვთ.
- აღსანიშნია, რომ სპირულინას კვებითი ღირებულება ცხოველური წარმოშობის ყველაზე კალორიულ პროდუქტზე მეტია – მაგალითად , სპირულინა კალორიულად მწყრის კვერცხზე , წითელი თევზზე და ხიზილალაზე მეტია.
სპირულინას მოქმედება გახდომის დროს:
სპირულინა, როგორც ცილების და ამინომჟავების მდიდარი წყარო ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის წვას და კუნთოვანი მასის ზრდას, აქვეითებს მადას, შესაბამისად იწვევს წონის კორექციას. სპირულინას მიღება ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის დროს გაცილებით ეფექტურს ხდის წონის კორექციის პროცესებს. ამრიგად, სპირულინა იდეალურია საშუალება წონის კლების პროცესის გასამარტივებლად.
სპირულიანა, როგორც პრობიოტიკი:
სპირულინა მდიდარია საკვები ბოჭკოებით და ფერმენტებით, იგი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი და აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. პრეპარატის კუჭში მოხვედრისთანავე იგი მყისიერად ეკვრის ლორწოვან გარს და ხსნის გულძმარვის შეგრძნებას. სპირულინა ასევე ძალიან ეფექტიანია, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული და ასე შემდეგ.
სპირულინას მოქმედება ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე:
სპირულინა დიდწილად ამაღლებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. როგორც წესი, სპირულინა ასტიმულირებს ციტოკინების პროდუქციას და ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიულ/ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში. ასევე, იგი ხელს უწყობს მაკროფაგების გააქტიურებას და აქტიურადაა ჩართული იმუნოგლობულინის სინთეზში.
აღსანიშნია, ის ფაქტი რომ, ბოლო კვლევებზე დაყრდნობით დადასტურდა სპირულინა მონაწილეობა ნერწყვში შემავალი IgA -ს სინთეზში, რომელიც საკვებ პროდუქტებში არსებული ტოქსინებს უგულებელყოფს. ასევე, საკვები დანამატი პირის ღრუში აქრობს უსიამოვნო სუნს.
სპირულინა ანტიოქსიდანტური ფუნქცია:
სპირულინა შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ. ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმის დაცვას უჯრედულ დონეზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
როგორია სპირულინას შედგენილობა და რა სასარგებლო თვისებებით გააჩნია მას
სპირულინა მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით, რაც მას ეფექტიან საკვებ დანამატად აქცევს. მასში გაერთიანებული პროტეინები, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები, ხელს უწყობენ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
აქვე, გამოვყოთ მისი ძირითადი შედგენილობა, რომელიც მოიცავს:
70% - ზე მეტი სახეობის ცილებს , ამინომჟავებს , მათ შორის 8 შეუცვლელი სახის ესენციურ ამინომჟავას: ცისტინს, ფენილალანინს, არგინინს და ასე შემდეგ, სწორედ ისინი არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლიზმის პროცესს. ისინი, ასევე მონაწილეობენ ჰორმონების, ანტისხეულების და ფერმენტების სინთეზში.
პრეპარატის შედგენილობაშია ისეთი ძლიერი ანტიოქსიდანტები, როგორებიცაა: ქლოროფილი, ბეტა კაროტინი, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები (გამა ლინოლენის მჟავა).
სპირულინა შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს, იგივე მცენარეულ “ჰემოგლობინს”, რომელიც სისხლს ამდიდრებს ჟანგბადით და მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ქლოროფილი ორგანიზმის ბუნებრივ ,,გამწმენდ“ საშუალებას წარმოადგენს. იგი ძლიერ დეტოქსიკანტია, რომელიც ბოჭავს ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს , შემდეგ კი გამოდევნის ორგანიზმიდან.
ქლოროფილი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და კანცეროგენებს, რომლებიც აზიანებენ დნმ -ს და ავითარებენ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების ორგანიზმში.
გარდა ამისა, ქლოროფილი ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით, იგი აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი და ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას.
როგორც აღვნიშნეთ, ამვილაბი სპირულინა შეიცავს ბეტა-კაროტინს, ესენციურ ამინომჟავებს, თუთიას, რომლებიც აუცილებელია თვალის, კანის, ჯანმრთელობისათვის და ძლიერი იმუნური სისტემისათვის, ხელს უშლის მხედველობის ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებების განვითარებას, როგორიცაა ყვითელი ხალის დეგენერაცია და კატარაქტა.
გარდა ამისა, დანამატი მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინებით, მათ შორის არის A, E, B ჯგუფის ვიტამინები, დანამატი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიცავს ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, ვიტ. B12 -ს , რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთ და რეპროდუქციული, ენდოკრინული სისტემების, ასევე, მხედველობის და ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
რაც შეეხება მიკროელემენტების და მინერალებს:
ამვილაბის სპირულა შეიცავს - თუთიას, რკინას, იოდს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, საკვებ ბოჭკოებისა და ფერმენტებს. ჩამოთვლილი მინერელაბი თუ მიკროელემენტები აუცილებელია თმის, კანის, ფრჩხილის ფორმირებასა და აღდგენისთვის, ასევე ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
სპირულინას ერთ-ერთ უნიკალურ კომპონენტს წარმოადგენს ფიკოციანინი, სწორედ მის გამო აქვს მას მოლურჯო ფერი. ჩვეულებრივ, ფიკოციანინი არის ძლიერი ანტიკანცეროგენი და ანტიოქსიდანტი. იგი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და გამრავლებას, ამცირებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე, არეგულირებს ღეროვანი უჯრედების ფუნქციებს და აძლიერებს იმუნიტეტს.
როგორია პრეპარატის დოზირება — რჩევები გვერდითი ეფექტების დროს
რაც შეეხება ამვილაბის სპირულინა მიღების წესს და დოზირებას, იგი ძალზე მარტივია: პაციენტმა უნდა მიიღოს 1 კაფსული 1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს.
როგორც წესი, ყველა ადამიანს პრეპარატებზე ინდივიდუალური რეაქციები უვლინდებათ, თუმცა, სპირულინას სახიფათო გვერდითი ეფექტი ჯერ-ჯერობით არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას , რათა თავიდან აირიდოთ ინდივიდუალურ ეფექტები:
- მიიღეთ წყალი საკმარისი რაოდენობით: სპირულინამ შესაძლოა გაზარდოს დეტოქსიკაციის პროცესები, ამიტომ საკმარისი წყლის მიღება მნიშვნელოვანია;
- დაგეგმეთ ექიმთან კონსულტაცია: თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები ან თირკმლის პრობლემები, მკურნალის რჩევა მიღებამდე მნიშვნელოვანია.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალბატონებმა და ასევე, 18 წლამდე ასაკის პირებმა საკვები დანამატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ამრიგად, ამერიკული წარმოების ამვილაბი ორ ძირითად პრინციპს – მეცნიერებას და ბუნების ძალას ემყარება, ისინი თვლიან, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად როგორც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება, ისე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ინტეგრაციაა. სწორედ, მსგავსი მიდგომის კარგ მაგალითს წარმოადგენს ამვილაბი სპირულა, რომელიც რიგი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება.
შეგახსენებთ, რომ რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ თანმდევი გართულებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account