ტონზილინი ხსნარი 50მლ
ჩვენება:ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება,ქრონიკული და ქრონიკულად მორეციდივე ტონზილარული ანგინა.
ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება
შემადგენლობა: მლ/100მლ.
აქტიური სუბსტანცია:
ექინაცეა (Echinacea angustifolia) D6 20 მლ
გუაიკი (Guaiacum) D6 10 მლ
ჭიაფერა (Phitolacca americana) D6 10 მლ
ტუია (Thuja occidentalis) D6 20 მლ
არააქტიური სუბსტანცია: ეთილის სპირტი 43% საჭირო რაოდენობით 100 მლ-მდე.
აღწერილობა: დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო, გამჭირვალე სითხე.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი:ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.
ჩვენებები
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
- ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება;
- ქრონიკული და ქრონიკულად მორეციდივე ტონზილარული ანგინა;
- ნუშურა ჯირკვლების მკურნალობა: ოპერაციულად მოშორების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
ტონზილინი მიიღება პერორალურად.
მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი გახსენტ 1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად ყოველ 30წთ-ში, მდგომარეობის გაუჯობესებამდე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3სთ-ში სიმპტომების სრულ მოხსნამდე.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.
საპროფილიქტიკო მიზნით: 4-5 წვეთი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და მიიღეთ პერორალურად 2-ჯერ დღეში.
მიღებისწინ შეანჯღრიეთ.
უკუჩვენება:არ არის გამოვლენილი.
გვერდითიმოვლენები: არ არის გამოვლენილი.
პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების
ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:შეზღუდვები არ გააჩნია.
ჭარბი დოზირება:ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან
მომუშავე პერსონალზე გავლენა:არ ახდენს ზეგავლენას.
განსაკუთრებული მითითება
ვინაიდან ტონზილინი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვისმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:3 წელი.
დაუშვებელია გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account