ვიბურგელი გელი 10გ

განსაკუთრებული ფასი 13,55 GEL რეგულარული ფასი 14,26 GEL
მარაგშია
SKU
58909_626

ჩვენება: ახალშობილები მცირე ასაკის ბავშვების და მოზრდილების შეწითლებული  და გაღიზიანებული ღრძილების მოვლის და დამშვიდებისთვის გამოსაყენებელი გელი.

ვიბურგელი გელი  / Viburgel gel 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: გელი 10მლ.

შემადგენლობა:

10 მლ გელი შეიცავს: Aqua Xylitol, Glycerin, Hydroxythylecellulose, Chamomilla recutita flower extract, Salvia triloba leaf extract, Eugenia caryophyllus oil, Helianthus annus seed oil, Caprylic/capryc triglycerides, Xanthan gum, Sodium citrate, Aroma, Sucrose laurate, Ethylhexylglyglycerin, Phenoxethanol, Eugenol.

ვიბურგელი (Viburgel) შეიცავს გვირილას, სალბის ექსტრაქტს და მიხაკის ზეთს, რომელთაც აქვთ ღრძილების მოვლის და დამამშვიდებელი თვისებები. 

გელს აქვს სასიამოვნო გემო და არ შეიცავს შაქარს. 

ასევე, იხილეთ: Viburcol - ვიბურკოლი 12 სანთელი

ჩვენება:

ახალშობილები მცირე ასაკის ბავშვების და მოზრდილების შეწითლებული  და გაღიზიანებული ღრძილების მოვლის და დამშვიდებისთვის გამოსაყენებელი გელი.

ღრძილების გაღიზიანება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება განვითარდესზრდასრულ ასაკში, ეს შეიძლება გამოვლიდეს დროდადრო, მაგალითად როდესაც კბილების გამოხეხვის ტექნიკა უხეშია და მის ფონზე ღრძილები ზიანდება , ან სხვა უფრო ქრონიკული პროცესების დროს, მათ შორის პროთეზის გამოყენებით გამოწვეული ღრძილების გაღიზიანებისას, ბავშვებში ყველაზე ტიპიური მაგალითია კბილების ამოსვლის პროცესი. ვიბურგელი ნაკლებად უსიამოვნოს ხდის, როგორც კბილების ამოსვლის ბუნებრივ პროცესს, ასევე მოზრდილებში ღრძილების გაღიზიანების გამომწვევ ნებისმიერ სხვა პროცესს.

ბავშვებში ასევე სარძევე კბილების ამოსვლისას, მოუსვენრობის მიზეზი შეიძლება გაღიზიანებული ღრძილები იყოს. ვინაიდან ვიბურგელი კარგად გადაიტანება ჩვილების მიერ, პრეპარატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზარდისა და მოზრდილების მიერ. ვიბურგელი უზრუნველყოფს გაწითლებული და გაღიზიანებული ღრძილების დამშვიდებას. 

ღრძილების მოვლისთვის ვიბურგელი შესაძლებელია გამოყენებულ იყოს, როგორც კბილების ამოსვლის პირველი ნიშნების გამოვლენამდე - რა დროსაც ღრძილები თხელდება და წითლდება, ხოლო ახალი სარძევე კბილი კანს არღვევს, ასევე ბავშვებში და მოზრდილებში ღრძილების სიწითლის და გაღიზიანების შემთხვევაში, მაგალითად კბილებზე ბრეკეტების ან პროთეზის ტარებისას. მარკეტინგულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვიბურგელი (Viburgel), კბილების ამოჭრის ეტაპზე ძალიან კარგად გადაიტანება ბავშვების მიერ. 

მიღების წესი და დოზირება:

ტუბიდან დაიტანეთ დაახლოებით 2 სმ სიგრძის გელი და ნაზად შეიზილეთ ღრძილის გაღიზიანებულ ნაწილზე. ვიბურგელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დღეში 3-ჯერ. უმჯობესია კვების შემდეგ და ძილის წინ.

ვიბურგელის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ გთხოვთ ზედმიწევნით დაიბანოთ ხელები.

რეკომენდებულია 4 თვის ასაკიდან.

გელის ღრძილზე წასასმელად შესაძლებელია გამოიყენოთ ბამბის ჩხირი ან საკუთარი თითი.

უკუჩვენება:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. 

ორსულობა / ლაქტაცია:

ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები:  

დამატებითი გამაგრილებელი ეფექტისთვის, ვიბურგელის ტუბი შეგიძლიათ შეინახო მაცივარში.

*საყინულეში შენახვა არ არის რეკომენდირებული.

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას. 

არ შეინახოთ 25 ° ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 10 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy