Influcid-A - ინფლუციდი-A 40 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 18,40 GEL რეგულარული ფასი 26,07 GEL
მარაგშია
SKU
73404_2002

ჩვენება:ცხელებით მიმდინარე გრიპისმაგვარი ინფექციების და ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

სავაჭრო დასახელება

ინფლუციდი ა (INFLUCIDÒ A)

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები: Aconitum trit. D3 25 მგ, Gelsemium trit. D3 25 მგ, Ipecacuanha trit. D3 25 მგ, Phosphorus trit. D5 25 მგ, Bryonia trit. D2 25 მგ, Eupatorium perfoliatum trit. D1 25 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი,  მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტი ნაზოლით, დასაშვებია უმნიშვნელო ჩანართები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

გამოყენების ჩვენებები

ცხელებით მიმდინარე გრიპისმაგვარი ინფექციების და ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა. შემანარჩუნებელი თერაპია გრიპის დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ვარდკანაფას (Eupatorium perfoliatum) ან ასტრისებრთა / რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების, ნებისმიერი  მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ. 

უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები

თუ თქვენს ექიმს უთქვამს,  რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს.  სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ კვალის სახით, რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის მქონე პირებისთვის. ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებში (განსხვავდება ცელიაკიისაგან). 

შემდეგი სიმტომების განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან: 

-          თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება;

-          დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში;

-          თუ ტემპერატურა ნარჩუნდება ან იწევს 39 °C-ზე მაღლა.

გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

არ მოქმედებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება  1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ინფექციების პროფილაქტიკისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები

1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, არა უმეტეს 8 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება  1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება  1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ინფექციების პროფილაქტიკისთვის 1-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი

ტაბლეტები ნელა უნდა გალღვეს პირში.

პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

რეკომენდებულია საკვების მიღებამდე სულ მცირე ნახევარსაათიანი ინტერვალის ან საკვების მიღების შემდეგ ერთსაათიანი ინტერვალის დაცვა.

გვერდითი რეაქციები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., გამონაყარი კანზე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. 

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. 

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება  (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

ჭარბი დოზირება 

დადგენილი არ არის.

შეფუთვა

20 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა40
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy