Bronchalis - Heel - ბრონქალის-ჰეელი 50 ტაბლეტი
ჩვენება: ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
ბრონქალის-ჰეელი / Brinchalis-Heel
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: #50 ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბ. შეიცავს: Atropa belladonna D4 – 30 მგ, Lobaria pulmonaria D4 – 30 მგ, Kalium stibyltartaricum D4 – 30 მგ, Kreosotum D5 – 30 მგ, Cephaelis ipecacuanha D4 – 30 მგ, Lobelia inflatа D4 – 30 მგ, Hyoscyamus niger D4 – 60 მგ, Bryonia cretica D4 60 მგ. მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი.
ჩვენება: ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, გრიპი, ბრონქოექტაზიები); სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები სპასტიკური კომპონენტით, ნახველის გამოყოფის გაძნელებით – მ.შ. ბრონქული ასთმა,; მწეველის ბრონქიტი.
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებში და 6 წ-ის ზევით ასაკის ბავშვებში – 1 ტაბ., ბავშვებში 2-დან 5 წ-მდე – 1/2 ტაბ. 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება სუბლინგვურად (ენის ქვეშ). მწვავე შემთხვევებში – 15 წთ-ში ერთხელ ასაკის შესაბამისის დოზა პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. საკვების მიღებამდე ან კვებიდან 1სთ-ის შემდეგ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account