Husteel - ჰუსტეელი წვეთები 30მლ
ჩვენება: სასუნთქი გზების დაავადებები – ხველა, სპაზმური ხასიათის ბრონქიტი, პლევრიტი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Arsenum iodatum D6, Atropa belladonna D4, Urginea maritima – შესაბამისად D4 20 გ; Cuprum aceticum D6 10 გ; Causticum Hahnemanni D6 30 გ; ასევე, Ethanol 35 vol%.
ჩვენება: სასუნთქი გზების დაავადებები – ხველა, სპაზმური ხასიათის ბრონქიტი, პლევრიტი.
მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ – 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. მწვავე შემთხვევებში – იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას (ჰიპერთირეოზი, თირეოტოქსიკოზი) არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account